/ ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი / მარიამ ბალაშვილი
(+995) 591 267 770
mariam.balashvili@sportuni.ge

მარიამ ბალაშვილი

ასოცირებული პროფესორი

განათლება

მარიამ ბალაშვილმა 1971 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი, გენეტიკის სპეციალობით.

1972-1975 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში, გენეტიკის კათედრაზე.

1983 წელს მიენიჭა ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის წოდება.

 

სამუშაო გამოცდილება

მარიამ ბალაშვილი 1975-2006 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებთა აკადემიის ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი.

1996-2007 წლებში იყო თბილისის საერო უნივერსიტეტ „გაენათის“ პროფესორი.

2000-2009 წლებში მუშაობდა საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო კოლეჯის უფროს მასწავლებლად.

2009-2014 წლებში იყო საქართველოს პოლიტექნიკურ-ჰუმანიტარული სამედიცინო ინსტიტუტის მოწვეული პედაგოგი.

2015 წლიდან დღემდე არის საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი.