/ ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი / რუსუდან მჟავანაძე
(+995) 568 000 716
rusudan.mzhavanadze@sportuni.ge

რუსუდან მჟავანაძე

ასოცირებული პროფესორი

განათლება

რუსუდან მჟავანაძემ 1977 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სანიტარიისა და ჰიგიენის ფაკულტეტი, ექიმი ჰიგიენისტი-ეპიდემიოლოგის კვალიფიკაციით.

1989 წელს დაიცვა დისერტაცია კიევის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში და მიენიჭა მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი.

 

სამუშაო გამოცდილება

ის სხვადასხვა დროს მუშაობდა სანიტარიისა და ჰიგიენის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში, პირველ სამედიცინო სასწავლებელში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში, სამედიცინო ინსტიტუტ „დასტაქარში“, სამედიცინო აკადემიაში, უნივერსიტეტ „მეტეხში“, კიევის უნივერსიტეტში და უნივერსიტეტ „განათლების აკადემიაში“.

2014 წლიდან დღემდე მუშაობს საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე.

 

დამატებითი ინფორმაცია

არის ორმოცდაათამდე სამეცნიერო ნაშრომის, ცხრა ნორმატიული დოკუმენტისა და სამი სახელმძღვანელოს ავტორი.