/ ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი / მარიამ კილანავა
mariam.kilanava@sportuni.ge

მარიამ კილანავა

ასოცირებული პროფესორი

მარიამ კილანავამ 2017 წელს წარმატებით დაამთავრა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ინგლისური ფილოლოგიის მიმართულებით, 2013 წელს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში მოიპოვა მაგისტრის ხარისხი თარგმანმცოდნეობაში, 2015 წელს კი ამავე მიმართულებით მიენიჭა დოქტორის ხარისხი.
2022 წლიდან მარიამ კილანავა არის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრში. 2014 წლიდან ევროპის უნივერსიტეტში უძღვება ზოგადი და დარგობრივი ინგლისურის კურსებს და არის ასოცირებული პროფესორი. 2019-2020 წლებში იგი ხელმძღვანელობდა სწავლების ინოვაციური მეთოდების ტრენინგცენტრს. 2020-2021 წლებში იყო ინგლისური ენის ცენტრის დირექტორი. 2019 წლიდან არის ტრენერი. 2019 წელს კი თანამშრომლობდა ამერიკის საბჭოებთან. 2012-2014 წლებში უძღვებოდა თარგმანის პრაქტიკისა და თეორიის სამაგისტრო, საბაკალავრო, ასევე ქართულის, როგორც უცხო ენის კურსებს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში. 2012-2014 წლებში იგი მუშაობდა ინგლისური ენის საერთაშორისო გამოცდების მოსამზადებელი ჯგუფების მასწავლებლად, ინგლისური ენის ცენტრ Seven Steps to Success-ში. 2022 წლიდან მარიამ კილანავა არის სსიპ. საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სასწავლო უნივერსიტეტის აფილირებული, ასოცირებული პროფესორი.
2017 წლიდან მარიამ კილანავა არის ინგლისური ენის მასწავლებელთა საერთაშორისო ორგანიზაციის IATEFL- ის წევრი (დიდი ბრიტანეთი). ფლობს TEFL Masters-ისა (Level 4) და TESOL-ის პროფესიულ სერტიფიკატებს. მომხსენებელის სტატუსით მას მიღებული აქვს სხვადასხვა საერთაშორისო (ბრიტანეთი, ისრაელი..) და ადგილობრივ კონფერენციაში. გამოქვეყნებული აქვს 20-მდე სამეცნიერო ნაშრომი როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. უცხო ენის სწავლების სფეროსა და პროფესიული განვითარების მიმართულებით მინიჭებული აქვს 80 -ზე მეტი სერტიფიკატი საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ.
მარიამ კილანავა ERASMUS + პროგრამის ფარგლებში ჩართული იყო კურიკულუმის შემუშავების პროექტში უმაღლესი განათლების მიმართულებით, ისრაელსა და საქართველოში. 2019 წელს დიდ ბრიტანეთში, კენტერბერში, სწავლების უახლეს მეთოდთა მიმართულებით წარმატებით გაიარა ტრენინგები. 2016 წელს დიდ ბრიტანეთში, ლონდონში გაიარა პროფესიული კურსები. 2019-2022 წლებში იგი ტრენერ/ექსპერტის სტატუსით ჩართული იყო ERASMUS + ჟან მონეს პროექტში. 2022 წელს მარიამ კილანავამ ბულგარეთში, სოფიაში ერთკვირიანი სალექციო კურსი ჩაატარა ERASMUS + პროექტის ფარგლებში. იგი არის დამხმარე სახელმძღვანელოსა და საერთაშორისო პროექტის ფარგლებში შემუშავებული სახელმძღვანელოს თანაავტორი და მათრგმნელი.