/ ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი / ქეთევან ხაზარაძე
(+995) 577 939 443
ketevan.khazaradze@sportuni.ge

ქეთევან ხაზარაძე

ასოცირებული პროფესორი

განათლება

ქეთევან ხაზარაძემ 1993 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი, ექიმი-ჰიგიენისტის, ეპიდემიოლოგიისა და ჯანდაცვის ორგანიზატორის სპეციალობით.

1993-1994 წლებში სწავლობდა ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულ ცენტრში, სადაც გაიარა ინტერნატურის სრული კურსი.

2004 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე – „ტექნოგენურად მოდიფიცირებული რადიაციული ფონით გამოწვეული რადიოეკოლოგიური დატვირთვების კვლევის შედეგები საქართველოში“.

2007 წლიდან არის მედიცინის დოქტორი.

 

სამუშაო გამოცდილება

1994-1995 წლებში მუშაობდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბიო-სამედიცინო ფაკულტეტზე, ზოგადი ჰიგიენის პედაგოგად.

1994-2002 წლებში – საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიასთან არსებულ სამედიცინო ინსტიტუტ „მედიკორში“, ზოგადი ჰიგიენის პედაგოგად.

2003-2004 წლებში – საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიაში, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტზე, ზოგადი და სპორტის ჰიგიენის პედაგოგად.

2011 წლიდან დღემდე – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამა „ჯანდაცვის მენეჯმენტი და ადმინისტრირება“ მოწვეული პროფესორია.

2014 წლიდან დღემდე, საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია.

2018 წლიდან დღემდე, კავკასიის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის – მედიცინა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობა – მოწვეული პროფესორია.

 

დამატებითი ინფორმაცია

2001 წელს მიღებული აქვს სახელმწიფო სერტიფიკატები „ზოგადი ჰიგიენა“ და „საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ჯანდაცვის ორგანიზაცია“.

ჰიგიენის მიმართულებით გამოქვეყნებული აქვს 50 სამეცნიერო სტატია.

არის ერთი წიგნის თანაავტორი (საზოგადოებრივი ჯანდაცვა და მენეჯმენტი, 2016) და ერთი წიგნის ავტორი (ფიზიკური აღზრდისა და სპორტის ჰიგიენა, 2017).