/ ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი / გიორგი ფარულავა
(+995) 555 609 555
giorgi.parulava@sportuni.ge

გიორგი ფარულავა

პროფესორი

განათლება

გიორგი ფარულავამ 1982 წელს დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის აგრონომიული ფაკულტეტი, მცენარეთა დაცვის სპეციალობით.

1984-1988 წლებში იყო სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ლენინგრადის ზოოლოგიური ინსტიტუტის ასპირანტი.

ზემოთ აღნიშნული ინსტიტუტის საბჭოზე 1988 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „ საქართველოს ფოთოლხვევიები“ და  მიენიჭა ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი.

2006 წელს  საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ს.დურმიშიძის სახელობის ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის საბჭოზე დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „ფოთოლხვევიების მავნე შტამებთან ბრძოლის ეფექტურობის ამაღლების ბიოქეტნოლოგიური გზები.“ და მიენიჭა ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი.

 

სამუშაო გამოცდილება

გიორგი ფარულავა 1986-1988 წლებში იყო ლენინგრადის მ. ჟდანოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიური ფაკულტეტის, ენტომოლოგიის კათედრის მასწავლებელი. მიჰყავდა პრაქტიკულ-ლაბორატორიული მეცადინეობები უხერხემლოთა ზოოლოგიაში.

            1989-1993 წლებში მუშაობდა ზუგდიდის განათლების განყოფილებაში ბიოლოგიის სწავლების ინსპექტორად. ამასთან ერთად

1991-1995 წლებში იყო მასწავლებელთა დახელოვნების ზონალური ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე. ხოლო 1996-1999 წლებში ამავე ინსტიტუტის დირექტორი. პარალელურად ბიოლოგიის პედაგოგი ექსპერიმენტალურ  სკოლაში. ასევე, 1991-1999 წლებში ზუგდიდის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის სამედიცინო-ბიოლოგიური ფაკულტეტის დეკანი. პარალელურად 1996 წლიდან მიჰყავდა ლექციების კურსი: „ ხერხემლიანთა ზოოლოგია“  და „უხერხემლოთა ზოოლოგია“  ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

1999-2007 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიის  ზუგდიდის ფილიალის დირექტორი.ამასთან ერთად კითხულობდა ლექციებს სამედიცინო ბიოლოგიაში, ეკოლოგიასა და ბიოეთიკაში.

2006 წელს არჩეულ იქნა სრულ პროფესორად.

2007 წელს ოპტიმიზაციის საბაბით სპორტის აკადემიის დახურვის შემდეგ ზუგდიდის ფილიალი გახდა ილიას სახელწიფო უნივერსიტეტის  ფილიალი. უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად 2011 წლის ბოლომდე, ე.ი. მის დახურვამდე იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუგდიდის ფილიალის დირექტორი.

2014 წელს არჩეულ იქნა პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე და ასევე 2014 წლიდან დღემდე არჩეულია, საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის დეკანად. მიჰყავს ლექციების კურსი საგანებში „სამედიცინო ბიოლოგია” და  „ბიოეთიკა.“

 

დამატებითი ინფორმაცია

            გ. ფარულავა არის მრავალი საერთაშორისო და ადგილობრივი სამეცნიერო-კვლევითი ექსპედიციის მონაწილე. აღსანიშნავია 1987 წლის საერთაშორისო ექსპედიცია რუსეთის ტაიგაში ( კრასნოიარსკის მხარე). ასპირანტურაში სწავლის პერიოდში სისტემატურად ხელმძღვანელობდა ექსპედიციებს საქართველოში. კერძოდ ლაგოდეხის ნაკრძალში 5 ექსპედიცია, ბორჯომისა და ვაშლოვანის ნაკრძალში ორ-ორი ექსპედიცია. ზემო სვანეთში - 2; ჭურია-ნაბადას ჭაობებში - 4; სამხრეთ ოსეთში ცხინვალისა  ჯავის მიმდებარე ტერიტორიებზე - 1; თბილისის შემოგარენი, გორის რაიონის ძევერისა და შინდისის მეურნებების ტერიტორიებზე  და მიმდებარედ  6 ექსპედიცია. 4 ექსპედიცია 1993-2006 წლებში  მოაწყო ტეხურის, აბაშის ,ხობისწყლის, ლუგელას ხეობებში, მღვიმეებსა და კანიონებში.

            ყველა ექსპედიციის ამოცანა იყო ბიოლოგიური, სამედიცინო და ეკოლოგიური გარემოებების შესწავლა. რომლის შედეგადაც გამოქვეყნებულია 90-მდე სამეცნიერო ნაშრომი და 6 მონოგრაფია, მათ შორის ერთი სახემძღვანელო სამედიცინო ბიოლოგიაში. ყველა სტატია გამოქვეყნებულია საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში. მათ შორის Scopus-სა და სხვა ისეთ ჟურნალში, რომელიც ინდექსირდება: Index Copernicus, Google Scholar, Academia, РИНЦ, Cross Ref, Biblioteka Narodowa, ISSN National Centre, ResearchBib, World Cat -ის ბაზებში.

გ. ფარულავა 1981 წლის ჩემპიონია მაგიდის ჩოგბურთში სტუდენტებს შორის. ასევე იყო სტუდენტთა და შემდეგ ასპირანტთა ნაკრები გუნდების ფეხბურთელი. თამაშობდა აგრეთვე საფეხბურთო კლუბში „ოდიში“ (ზუგდიდი)

            2006 წლიდან იგი არის საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. 2018 წლიდან ის არჩეულია პედაგოგიური განათლების საერთაშორისო აკადემიის საპატიო აკადემიკოსად.

სასპორტო განათლებაში გაწეული ღვაწლისთვის საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ 2001 წელს დაჯილდოვებულია ხუან ანტონიო სამარანჩის მიერ  ხელმოწერილი ოქროს ბეჭდიანი დიპლომით   .

საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის წარდგინებით წარმატებული სამეცნიერო კვლევებისთვის  ორი წლის განმავლობაში ზედიზედ 1989-1990 წლებში მიღებული აქვს ჯ. სოროსის სტიპენდია.

         ჰყავს მეუღლე და 8 შვილი