/ ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი / ელენე კორინთელი
(+995) 599 146 117
elene.korinteli@sportuni.ge

ელენე კორინთელი

ასოცირებული პროფესორი

განათლება

ელენე კორინთელმა 1982 წელს დაამთავრა საქართველოს ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი, სამკურნალო ფიზკულტურისა და რეაბილიტაციის სპეციალობით.

1992 წელს დაიცვას საკანდიდატო დისერტაცია; მიენიჭა ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის წოდება.

2004 წელს მიენიჭა დოცენტის სამეცნიერო-პედაგოგიური წოდება, ადამიანის და ცხოველთა სპეციალობით (ფიზიოლოგია).

 

სამუშაო გამოცდილება

ელენე კორინთელი 1980-1985 წლებში მუშაობდა №22 პოლიკლინიკაში, მეთოდისტად სამკურნალო ფიზკულტურის დარგში.

1985-1992 წლებში – საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტში, ანატომიის კათედრაზე, მუზეუმის გამგედ.

1992-1998 წლებში – საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტში, სპორტული მედიცინის კათედრაზე, უფროს მასწავლებლად.

1998-2005 წლებში – საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტში, სპორტული მედიცინის კათედრაზე, დოცენტად.

2003-2007 წლებში – საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტში, სამკურნალო ფიზიკური კულტურის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის დეკანად და იყო ასოცირებული პროფესორი.

2005-2008 წლებში – საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტში, სპორტული მედიცინის კათედრაზე, ასოცირებულ პროფესორად.

2007 წელს მუშაობდა ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ცოცხალი სამყაროს შემსწავლელი ფაკულტეტის კოორდინატორად და იყო ასოცირებული პროფესორი.

2007-2010 წლებში – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის დეკანის მოადგილედ და იყო ასოცირებული პროფესორი.

2014 წლიდან დღემდე საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია, კითხულობს ლექციებს საგნებში: შესავალი სპეციალობაში და მასაჟი.

 

დამატებითი ინფორმაცია

ელენე კორინთელს გამოქვეყნებული აქვს 50-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი.

20 წელზე მეტია, აქტიურ მონაწილეობას იღებს საქართველოს სხვადასხვა ასაკის გაწვრთნილობის სპორტსმენთა შერჩევის საკითხებში (ძიუდო, ბ/რ ჭიდაობა, მძლეოსნობა).

ის 2-ჯერ არის დაჯილდოვებული საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდების სამეცნიერო და მედიკო-ბიოლოგიურ მომსახურეობაში შეტანილი წვლილისათვის 2005-2007 წლებში, საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის მიერ.