/ ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი / ლალი ახალაძე
(+995) 593 626 564
lali.akhaladze@sportuni.ge

ლალი ახალაძე

ასოცირებული პროფესორი

განათლება

ლალი ახალაძემ 2006 წელს დაამთავრა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ივ. ბერიტაშვილის სა­ხელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტურა, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიო­ლო­გიის სპეციალობით. სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით მიენიჭა ბიოლოგიის აკადემიური დოქტორის (ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია) ხარისხი.

1995 წელს წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ბიოლოგია-გეოგრაფიის ფაკულტეტი, ბიოლოგიის სპეციალობით. მიენიჭა ბიოლოგიისა და ქიმიის მასწავლებლის კვალიფიკაცია (მაგისტრთან გათანაბრებული დიპლომი).

2004 წელს დაამთავრა ზაზა ფანასკერტელის სახელობის სამედიცინო კოლეჯი, მიენიჭა საერთო მედდის და ბებია ქალის კვალიფიკაცია.

 

სამუშაო გამოცდილება

1996-2019  წლებში იყო ზაზა ფანასკერტელის სახელობის სამედიცინო მრავალდარგოვანი პროფესიული კოლეჯის (ახლანდელი ფანასკერტელის კოლეჯის) ადამიანის ნორმალური ანატომიის და ფიზიოლოგიის უფროსი მასწავლებელი.

1999-2005 წლებში – ზაზა ფანასკერტელის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის ადამიანის ნორმალური ანატომიის კათედრის მასწავლებელი.

2002-2005 წლებში – ზაზა ფანასკერტელის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის ბოლონიის დეკლარაციის  ჯგუფის ხელმძღვანელი (ხარისხის უზრუნველყოფს სამსახურის უფროსი).

2005-2007 წლებში – თბილისის საერო უნივერსიტეტ „მეტეხის“, ასისტენტ-პროფესორი, ადამიანის  ნორმალური ანატომიის და ნორმალური ფიზიოლოგიის კათედრაზე.

2012 წლიდან დღემდე – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე მოწვეული პროფესორია.

2014 წლიდან დღემდე – საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია, ადამიანის  ანატომიის, ფიზიოლოგიის, ბიოლოგიისა  და ბიოქიმიის კათედრაზე.

 

დამატებითი ინფორმაცია

ფიზიოლოგიის  მიმართულებით გამოქვეყნებული აქვს 7 ნაშრომი, აქედან ერთი მონოგრაფია.

განათლების მიმართულებით გამოქვეყნებული აქვს 6 ნაშრომი.

ნაშრომების რაოდენობა ბოლო 10 წლის მანძილზე – 13.