საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი

Category: სხვადასხვა

  • კონკურსი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე

    კონკურსი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე

    სპორტის მენეჯმენტისა და ადმინისტრირების ფაკულტეტის საბჭო აცხადებს კონკურსს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე

    სპორტის მენეჯმენტისა და ადმინისტრირების ფაკულტეტის საბჭო აცხადებს კონკურსს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

    განცხადებების მიღება: 2026 წლის 17 მარტიდან 30 მარტის ჩათვლით;

    დოკუმენტაციის მიღების დრო: 10:00-დან 17:00 საათამდე (შაბათ-კვირის გარდა);

    არჩევნების თარიღი: 2026 წლის 16 აპრილი;

    მისამართი: უნივერსიტეტის კანცელარია, ქ. თბილისი, ეგნატე ნინოშვილის №55, მე-3 სართული.

    განცხადებას თან უნდა დაერთოს:

    • ა) პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი;
    • ბ) ავტობიოგრაფია (CV);
    • გ) ორი ფოტოსურათი (3X4);
    • ე) ცნობა სამედიცინო ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ;
    • ვ) ფაკულტეტის ხარისხის განვითარების კონცეფცია.
  • არჩევნები სპორტის მენეჯმენტისა და ადმინისტრირების ფაკულტეტის დეკანის თანამდებობაზე

    არჩევნები სპორტის მენეჯმენტისა და ადმინისტრირების ფაკულტეტის დეკანის თანამდებობაზე

    სსიპ – საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის სპორტის მენეჯმენტისა და ადმინისტრირების ფაკულტეტის საბჭო აცხადებს არჩევნებს ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დასაკავებლად

    სსიპ – საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის სპორტის მენეჯმენტისა და ადმინისტრირების ფაკულტეტის საბჭო აცხადებს არჩევნებს ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დასაკავებლად.

    არჩევნების ჩატარების თარიღი: 2026 წლის 22 მაისი;

    განცხადებების მიღება: 2026 წლის 17 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით;

    დოკუმენტაციის მიღების დრო: 10:00-დან 17:00 საათამდე (შაბათ-კვირის გარდა);

    მისამართი: უნივერსიტეტის კანცელარია, ქ. თბილისი, ეგნატე ნინოშვილის №55, მე-3 სართული.

    საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

    • შესაბამისი ფაკულტეტის პროფესორის ან ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა;
    • სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება.

    განცხადებას თან უნდა დაერთოს:

    • ა) პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი;
    • ბ) ავტობიოგრაფია (CV);
    • გ) ორი ფოტოსურათი (3X4);
    • დ) ცნობა უნივერსიტეტის სპორტის მენეჯმენტისა და ადმინისტრირების ფაკულტეტზე დაკავებული აკადემიური თანამდებობის შესახებ;
    • ე) ცნობა სამედიცინო ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ;
    • ვ) სამოქმედო გეგმა (კონცეფცია);
  • არჩევნები უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოში ფაკულტეტის წარმომადგენლის გამოსავლენად

    არჩევნები უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოში ფაკულტეტის წარმომადგენლის გამოსავლენად

    სპორტის მენეჯმენტისა და ადმინისტრირების ფაკულტეტი აცხადებს არჩევნებს უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოში ფაკულტეტის წარმომადგენელი წევრების ასარჩევად

    სპორტის მენეჯმენტისა და ადმინისტრირების ფაკულტეტი აცხადებს არჩევნებს უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოში ფაკულტეტის წარმომადგენელი წევრების ასარჩევად (კვოტა: 3 წარმომადგენელი).

    არჩევნების ჩატარების თარიღი: 2026 წლის 16 აპრილი;

    განცხადებების მიღება: 2026 წლის 17 მარტიდან 23 მარტის ჩათვლით;

    დოკუმენტაციის მიღების დრო: 10:00-დან 17:00 საათამდე (შაბათ-კვირის გარდა);

    მისამართი: უნივერსიტეტის კანცელარია, ქ. თბილისი, ეგნატე ნინოშვილის №55, მე-3 სართული.

    საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

    • შესაბამისი ფაკულტეტის პროფესორის ან ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა;
    • სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება.

    განცხადებას თან უნდა დაერთოს:

    • ა) პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი;
    • ბ) ავტობიოგრაფია (CV);
    • გ) ორი ფოტოსურათი (3X4);
    • დ) ცნობა უნივერსიტეტის სპორტის მენეჯმენტისა და ადმინისტრირების ფაკულტეტზე დაკავებული აკადემიური თანამდებობის შესახებ;
    • ე) ცნობა სამედიცინო ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ;
  • უცნობი ოლიმპიური ჩემპიონი, დროის ნისლში დაკარგული ბიჭუნა

    უცნობი ოლიმპიური ჩემპიონი, დროის ნისლში დაკარგული ბიჭუნა

    🏅 ოლიმპიური ისტორია

    უცნობი ოლიმპიური ჩემპიონი — პატარა მესაჭის იდუმალი ისტორია

    ოლიმპიური თამაშების დიდებულ მატიანეში არის ერთი ჩუმი, თითქმის ზღაპრული ეპიზოდი – ამბავი პატარა ბიჭუნასი, რომლის სახელი დროთა ქარბორბალამ წაშალა, თუმცა მისი გამარჯვება სპორტის ისტორიაში ოქროს ასოებით აღიბეჭდა.

    1900 წელი, პარიზი, რიგით მეორე თანამედროვე ოლიმპიური თამაშები. მდინარე სენაზე აკადემიური ნიჩბოსანობის ფინალი მიმდინარეობს. ჰოლანდიურ ეკიპაჟს – ფრანსუა ბრანტსა და რულოფ კლაინს – სერიოზული პრობლემა შეექმნათ: მათი მესაჭე ზედმეტად მძიმე იყო, რაც გადამწყვეტ წამებს ართმევდათ. სპორტსმენებმა ელვისებური და სარისკო გადაწყვეტილება მიიღეს, ნავში იქვე მყოფი, შემთხვევითი პარიზელი ბიჭუნა ჩაისვეს.

    პატარა სხეული და გიგანტური პასუხისმგებლობა: მას უნდა ემართა ნავი, ეგრძნო წყლის წინააღმდეგობა და ტაქტიკური ალღოთი მიეყვანა გოლიათები გამარჯვებამდე. ისტორიკოსები ვარაუდობენ, რომ ის 10 წლამდე ასაკის იქნებოდა. როდესაც ნავის ცხვირმა ფინიშის ხაზი გადაკვეთა, ოქრო ჰოლანდიის ნაკრებს ერგო. ბიჭუნამ ჩემპიონებთან ერთად ფოტო გადაიღო და… გაუჩინარდა. იგი გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, რომელიც არც ოფიციალურ ოქმებში ფიგურირებს და არც საზეიმო სიებში. იგი იყო და, ამავდროულად, თითქოს არც ყოფილა.

    ათწლეულების შემდეგ, ამერიკულმა გამოცემამ „უოლ სტრიტ ჯორნალმა“ (The Wall Street Journal), გამოაქვეყნა სტატია, რომელიც სწორედ ამ იდუმალ ფიგურას მიუძღვნა. ავტორი სვამდა კითხვას: ვინ არის ფოტოზე აღბეჭდილი ყველაზე პატარა ოლიმპიელი? 1900 წლის გაცვეთილ ფოტოზე, ორ გამარჯვებულ გოლიათს შორის, პატარა ბიჭი დგას. მისი მზერა პირდაპირ ობიექტივს გასცქერის, ბავშვური სისპეტაკით, მაგრამ საოცარი, კაცური სერიოზულობით.

    „ეს არის ოლიმპიადის ისტორიაში ყველაზე დიდი საიდუმლო,“ – ამბობდა ოლიმპიადის ისტორიკოსთა საერთაშორისო საზოგადოების პრეზიდენტი დევიდ უოლეჩინსკი, რომელიც წლების განმავლობაში ავრცელებდა ამ ფოტოს იმ იმედით, რომ ვინმე ამოიცნობდა უცნობ ჩემპიონს.

    ისტორიის თეთრ ლაქებს ხშირად ერთი უბრალო მოგონება ავსებს. გაჩნდა ჰიპოთეზა, რომელმაც ამ ამბავს მოულოდნელი, კავკასიური ელფერი შესძინა. ქართველმა ისტორიკოსმა და ჟურნალისტმა პაატა ნაცვლიშვილმა ოლიმპიადის ისტორიკოსთა საზოგადოებას გაუგზავნა კვლევა, რომელიც ამტკიცებდა, რომ უცნობი ბიჭუნა შესაძლოა წარმოშობით ქართველი, შემდგომში გამოჩენილი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე – გიორგი ნიკოლაძე ყოფილიყო.

    ეს ვერსია 1980 წელს ჩაწერილ ინტერვიუს ეყრდნობოდა, სადაც ნიკოლაძის და რუსუდანი იხსენებდა, თუ როგორ მოიგო მისმა ძმამ „ნავების შეჯიბრი საფრანგეთში“ სწორედ 1900 წელს. იმ პერიოდში ნიკოლაძეების ოჯახი მართლაც პარიზში იმყოფებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ჰოლანდიელი ისტორიკოსი ანტონი ბიჟრეკი ფრთხილობს და მიიჩნევს, რომ საიდუმლო კვლავ ამოუხსნელია, ქართული კვალი ერთ-ერთი ყველაზე დამაჯერებელი და პოეტურია ამ ისტორიაში.

    ასე დგას დროის ნისლში პატარა მესაჭის ფიგურა, ბავშვი, რომელმაც ოლიმპიურ ჩემპიონებს გზა გაუკვალა და თავად ისტორიის ლაბირინთებში დაიკარგა. იქნებ ის მართლაც ქართველი გიორგი იყო? ან იქნებ პარიზელი ქუჩის ბიჭუნა, რომელსაც შემთხვევით შესთავაზეს ნავში დაჯდომა?

    ფაქტი ერთია: ოლიმპიური თამაშების გრანდიოზულ ეპოსში, გმირთა შორის, ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი დღემდე უცნობად რჩება. და იქნებ სწორედ ამაშია მისი განსაკუთრებული სიმბოლიზმი — რომ სპორტის ისტორია მხოლოდ სახელებსა და რეკორდებს კი არა, ადამიანურ საიდუმლოებებსაც ინახავს.

    სენა ისევ მიედინება. პარიზი კვლავ ანათებს. ოლიმპიური დროშა თაობიდან თაობას გადაეცემა. და სადღაც, ძველ ფოტოზე, პატარა ბიჭი კვლავ ამაყად დგას ოქროს მედლით, მაგრამ სახელის გარეშე და მარადისობას შესცქერის.

  • სამ დღიანი სტაჟირება იტალიაში

    სამ დღიანი სტაჟირება იტალიაში

    🌍 საერთაშორისო სტაჟირება

    საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაცია, სპორტული მედიცინისა და მეცნიერების აკადემიასთან თანამშრომლობით, ახორციელებს სამდღიან საერთაშორისო სტაჟირების პროგრამას თემაზე:

    „ფუნქციური შეფასება, მოძრაობის ანალიზი და რეაბილიტაცია“

    პროგრამა გაიმართება იტალიაში, ქალაქ ბერგამოში, მიმდინარე წლის 16-20 მარტს.

    პროგრამა განკუთვნილია ფიზიოთერაპიის, რეაბილიტაციისა და სპორტული მედიცინის მიმართულების სტუდენტებისა და მოქმედი სპეციალისტებისთვის და მიზნად ისახავს თანამედროვე კლინიკური და პრაქტიკული კომპეტენციების განვითარებას ფუნქციური შეფასებისა და შეფასებაზე დაფუძნებული რეაბილიტაციის მიმართულებით.

    სტაჟირების ფარგლებში მონაწილეები:

    • ✔️ დაეუფლებიან ფუნქციური შეფასების თანამედროვე მეთოდოლოგიას
    • ✔️ შეისწავლიან მოძრაობის ბიომექანიკური ანალიზის პრინციპებს
    • ✔️ შეისწავლიან ინდივიდუალური რეაბილიტაციის დაგეგმვის მოდელებს
    • ✔️ იმუშავებენ მაღალტექნოლოგიურ სარეაბილიტაციო სისტემებზე
    • ✔️ მიიღებენ პრაქტიკულ გამოცდილებას რეალურ კლინიკურ ქეისებზე მუშაობით

    პროგრამა განხორციელდება სრულად პრაქტიკულ ფორმატში, რაც უზრუნველყოფს მონაწილეთა აქტიურ ჩართულობას და პროფესიულ გამოცდილებას საერთაშორისო გარემოში.

    💰 პროგრამის სრული ღირებულება: 1450 ევრო

    ღირებულებაში შედის:

    • ✔️ სასწავლო პროცესში მონაწილეობა
    • ✔️ საერთაშორისო სერტიფიკატის გაცემა
    • ✔️ სასტუმროში განთავსება (16-20 მარტი)

  • ქალ მეცნიერთა საერთაშორისო დღე

    ქალ მეცნიერთა საერთაშორისო დღე

    🌍 საერთაშორისო დღე

    ქალ მეცნიერთა საერთაშორისო დღე

    ქალ მეცნიერთა საერთაშორისო დღე ჩვენი მადლიერებისა და პროფესიული პატივისცემის გამოხატვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა.

    განსაკუთრებულად გვინდა გამოვყოთ ქალბატონი ეკა ხურციძე, ბიოქიმიის მიმართულებით აკადემიური დოქტორი და ასოცირებული პროფესორი, რომლის პროფესიული საქმიანობა წლებია ეფუძნება კვლევის კულტურას, აკადემიურ ხარისხსა და ახალგაზრდების განათლებას.

    მისი პროფესიული მიღწევები შთამბეჭდავია:

    • 36 სამეცნიერო პუბლიკაცია საერთაშორისო ჟურნალებში;
    • 45 სამეცნიერო კონფერენცია;
    • 7 საგრანტო პროექტი;
    • ევროპის ბიოქიმიკოსთა საზოგადოების (FEBS) და საქართველოს ბიოქიმიკოსთა საზოგადოების (AGB) წევრობა;
    • საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელ-პედაგოგი (2012–2025), ლიდერი (2024–2025) ბიოლოგიის საერთაშორისო ოლიმპიადაზე;
    • საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებისა და სარედაქციო კოლეგიების წევრობა;
    • 23 პროფესიული სერტიფიკატი და არაერთი დიპლომი კვლევითი საქმიანობისათვის;

    მისი ერთ-ერთი ნაშრომი მაღალრეიტინგულ საერთაშორისო ჟურნალში გამოქვეყნდა და წლის საუკეთესო კვლევებს შორის დასახელდა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის აკადემიურ დონეს.

    ქალბატონი ეკას პროფესიული გზა არის მაგალითი იმისა, თუ როგორ ერთიანდება მეცნიერება, პედაგოგიური გამოცდილება და საერთაშორისო აკადემიური ჩართულობა ერთ მიზანში — ცოდნის განვითარებასა და მომავალი თაობის მხარდაჭერაში.

    ვამაყობთ, რომ იგი ჩვენი უნივერსიტეტის აკადემიური სივრცის ნაწილია და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მის განვითარებაში.

  • FIEPS-ის წარმომადგენელთა ვიზიტი საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში

    FIEPS-ის წარმომადგენელთა ვიზიტი საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში

    FIEPS-ის წარმომადგენლობა სამუშაო ვიზიტით ეწვია საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტს

    მიმდინარე წლის 2-3 თებერვალს, საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტს სამუშაო ვიზიტით ეწვია ორგანიზაცია FIEPS-ის (ფიზიკური აღზრდისა და სპორტის საერთაშორისო ფედერაცია) წარმომადგენლობა: ბატონი დარიო ნოვაკი და ბატონი ბრანისლავ ანტალა.

    ვიზიტის ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრები უნივერსიტეტის წარმომადგენლობასთან, სადაც გაიხსნა საქართველოში FIEPS-ის ოფიციალური ოფისი და დაიგეგმა 2028 წლის მსოფლიო კონგრესის მასპინძლობის საკითხები.

    საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი აქტიურად ერთვება მსოფლიო კონგრესის ორგანიზების საკითხებში და უმასპინძლებს მსოფლიო მასშტაბის ღონისძიებას სპორტის სფეროსში.

  • კონკურსი ფსიქოლოგიის მიმართულებით

    კონკურსი ფსიქოლოგიის მიმართულებით

    საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს ფსიქოლოგიის მიმართულებით აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად

    საბუთების მიღების ვადა: 2026 წლის 2 მარტიდან 2026 წლის 16 მარტის ჩათვლით

    * დოკუმენტი იხსნება ახალ ფანჯარაში (PDF ფორმატი).

  • ცხადდება კონკურსი ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე

    ცხადდება კონკურსი ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე

    ცხადდება კონკურსი ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე (ფიზიკური აღზრდის თეორია და მეთოდიკა, სპორტული წრთვნის საფუძვლები)

    საბუთების მიღების ვადა: 2026 წლის 27 თებერვლიდან 2026 წლის 12 მარტის ჩათვლით

    * დოკუმენტი იხსნება ახალ ფანჯარაში.

  • ანტიკური ოლიმპიური თამაშები

    ანტიკური ოლიმპიური თამაშები

    ანტიკური ოლიმპიური თამაშები კაცობრიობის ისტორიის ერთ-ერთი უძველესი და უმნიშვნელოვანესი კულტურული, რელიგიური და სპორტული ფენომენია. ისინი არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ სპორტული შეჯიბრებებით, არამედ წარმოადგენდა ძველი ბერძნების მსოფლმხედველობის, ღმერთებისადმი დამოკიდებულებისა და საზოგადოებრივი ცხოვრების მნიშვნელოვან გამოხატულებას.

    მეცნიერთა უმრავლესობა ანტიკური ოლიმპიური თამაშების ოფიციალურ დასაწყისად მიიჩნევს ძვ. წ. 776 წელს, როდესაც პირველად დაფიქსირდა გამარჯვებული ათლეტის სახელი – ელიდელი კოროიბოსი, რომელმაც ერთ სტადიაზე სირბილში გაიმარჯვა.

    ძველბერძნული ოლიმპიური თამაშები ტარდებოდა ოლიმპიაში, კრონოსის მთის ძირას, მდინარე ალფეიოსის ველზე, პელოპონესის ნახევარკუნძულზე. ოლიმპიის ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენდა წმინდა ჭალა – ალტისი, სადაც განლაგებული იყო ძირითადი საკულტო და სპორტული ნაგებობების ფართო კომპლექსი: პალესტრა, გიმნაზია, სტადიონი, იპოდრომი, აბანოები, საცხოვრებელი და დამხმარე ინფრასტრუქტურა.

    თამაშები ეძღვნებოდა ღმერთების უზენაეს ღვთაებას – ზევსს და მათი ჩატარება რელიგიური რიტუალების განუყოფელი ნაწილი იყო. ოლიმპიაში აღმართული იყო ზევსის ტაძარი, რომელშიც განთავსებული იყო ფიდიასის მიერ შექმნილი ზევსის გრანდიოზული ქანდაკება – ანტიკური მსოფლიოს შვიდ საოცრებათაგან ერთ-ერთი.

    შეჯიბრებების პარალელურად ტარდებოდა რიტუალური მსხვერპლშეწირვები, საზეიმო პროცესები და ლოცვები. განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ასკეტიკურ მომზადებასა და ფიცის დადებას ზევსის წინაშე, რაც სპორტსმენთა ქცევის ეთიკურ და რელიგიურ რეგულაციას უზრუნველყოფდა.

    ოლიმპიური თამაშების უმნიშვნელოვანესი ინსტიტუციური მონაპოვარი იყო „წმინდა ზავი“ ანუ ეკეხეირია. ლეგენდის თანახმად, ეს ტრადიცია ელიდის მეფე იფიტესა და სპარტის კანონმდებელ ლიკურგეს შორის დადებული ხელშეკრულებით დამკვიდრდა. ისტორიკოსი პავსანია ადასტურებს (Pausanias. (1918, Miller, 2004)), რომ ამ ხელშეკრულების ტექსტი სპილენძის დისკოზე იყო ამოტვიფრული და ოლიმპიაში ინახებოდა.

    „წმინდა ზავის“ გამოცხადება გულისხმობდა სამხედრო მოქმედებების დროებით შეწყვეტას და ოლიმპიაში მიმავალი გზების ხელშეუხებლობას. ის წარმოადგენდა რელიგიური ნორმის სამართლებრივ და სოციალურ პროექციას, რომელიც უზრუნველყოფდა თამაშების უწყვეტობასა და პანელინურ ხასიათს.

    ანტიკური ოლიმპიური თამაშები 1170 წლის განმავლობაში ერთსა და იმავე არენაზე ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ იმართებოდა. ეს ოთხწლიანი პერიოდი „ოლიმპიადის“ სახელით გახდა ცნობილი და წელთაღრიცხვის სისტემადაც კი იქცა.

    ოლიმპიადაზე მონაწილეობის კრიტერიუმები მკაცრად იყო რეგლამენტირებული: თამაშებში მონაწილეობის უფლება ჰქონდათ მხოლოდ თავისუფალ ბერძენ მამაკაცებს. ქალებს ეკრძალებოდათ როგორც მონაწილეობის მიღება, ისე სტადიონზე დასწრებაც.

    ანტიკურ ოლიმპიადებზე არ არსებობდა მეორე ან მესამე ადგილი, გამარჯვებული მხოლოდ ერთი იყო. მისი ჯილდო წმინდა ზეთისხილის ტოტი გახლდათ, რომელიც სიმბოლურად განასახიერებდა ღირსებასა და დიდებას.

    ანტიკური ოლიმპიური თამაშები ძვ. წ. 776 წლიდან ჩვენი წელთაღრიცხვის 394 წლამდე 293-ჯერ ჩატარდა, რაც კაცობრიობის კულტურულ ისტორიაში უპრეცედენტო მოვლენად შეიძლება ჩაითვალოს.

    დასკვნა. ანტიკური ოლიმპიური თამაშები წარმოადგენდა უნიკალურ სოციალურ-კულტურულ და რელიგიურ ფენომენს, რომელმაც განსაზღვრა ელინური სამყაროს იდენტობა და ღირებულებითი სისტემა.

    „წმინდა ზავის“ ტრადიცია და სამართლიანი შეჯიბრის პრინციპი კაცობრიობის კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანეს ნაწილად რჩება და ადასტურებს სპორტის გამაერთიანებელ პოტენციალს.

    ანტიკური ოლიმპიური თამაშების შესწავლა არა მხოლოდ ისტორიული მნიშვნელობისაა, არამედ თანამედროვე ოლიმპიური მოძრაობის ღრმა ფილოსოფიური და კულტურული საფუძვლების გააზრების საშუალებასაც იძლევა.

    გურამ ძაგანია