საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი

Category: სხვადასხვა

  • ცხადდება მიღება სამაგისტრო პროგრამებზე!

    ცხადდება მიღება სამაგისტრო პროგრამებზე!

    საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო

    უნივერსიტეტი 2025-2026 სასწავლო წლისთვის აცხადებს მიღებას შემდეგ

    სამაგისტრო პროგრამებზე:

    ფიზიკური აღზრდა და სპორტი (მწვრთნელი)

    ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია

    სპორტის მენეჯმენტი

    საბუთების წარმოდგენის ვადა: 1 სექტემბრიდან 19 სექტემბერის ჩათვლით 11:00 სთ-დან 17:00 საათამდე

    წარმოსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი

    სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველებმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

    ·        განცხადება (ივსება ადგილზე);

    ·        პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

    ·        ბაკალავრის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (შესაძლებელია ნოტარიულად დამტკიცებული ასლის წარმოდგენა) ან ცნობა შესაბამისი საფეხურის დამთავრებისა და კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე;

    ·        საერთო სამაგისტრო გამოცდის საგამოცდო ბარათი;

    ·        ინგლისური ენის არანაკლებ B2 დონის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

    ·        სამხედრო მიწერის მოწმობის ასლი (ვაჟებისთვის);

    ·        ფოტოსურათი 3×4 (CD) დისკთან ერთად.

              შიდა საუნივერსიტეტო გამოცდების საკითხები:

    დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ლინკს:ცხადდება მიღება სამაგისტრო პროგრამებზე!    

  • ცხადდება მიღება 2025/2026 სასწავლო წელს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიან პროგრამაზე

    ცხადდება მიღება 2025/2026 სასწავლო წელს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიან პროგრამაზე

    საბუთების მიღება 1 სექტემბერს დაიწყება და გაგრძელდება 19 სექტემბრის ჩათვლით!

    საბუთების მიღება იწარმოებს 11:00-დან 17:00 საათამდე, მისამართზე – თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. 76 ბ. (მეორე სართული, ოთახი N22) მწვრთნელთა ფაკულტეტის დეკანატი, საბუთების გადმოგზავნა შესაძლებელია ელექტრონული ფოსტითაც – maswavlebeli@sportuni.ge

    რეგისტრაციისათვის წარმოსადგენი დოკუმენტები:
    ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
    ბ) უმაღლესი განათლების ან სასპორტო პროფესიული განათლების დამადასტურე¬ბელი დოკუმენტი (დიპლომი) დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
    გ) ფოტოსურათი (3×4) – ბეჭდური 2 ც. და ელ-ვერსია CD-ზე;
    დ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ვაჟებისთვის);
    ე) განცხადება რექტორის სახელზე (ივსება ადგილზე) ან ელექტრონულად (დანართი 1. განაცხადის ნიმუში);
    ვ) მისაღებ სპორტულ ტურზე მონაწილეობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (დანიშნულებაში უნდა მიუთითოთ პირადი ნომერი, სახელი და გვარი);
    ზ) საგნობრივი გამოცდის ცნობა ან საგამოცდო ბარათი.

    მისაღებ სპორტულ ტურში მონაწილეობის საფასურია 10 ლარი. თანხის შეტანა ხდება სსიპ საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახაზინო კოდზე: 709 027 519;
    სპორტული ტური ჩატარდება საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში 22 სექტემბერს 10:00 სთ-ზე ი. ჭავჭავაძის გამზ. N49 ფეხბურთის მოედანი.
    პირველადი შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს 24 სექტემბრისა.
    აპელაციაზე განცხადების წარმოდგენა იწარმოებს 25 სექტემბერს.
    საბოლოო შედეგები გამოცხადდება 26 სექტემბერს.
    ხელშეკრულების გაფორმების ვადა არაუგვიანეს 2025 წლის 2 ოქტომბრის ჩათვლით.
    საკონტაქტო პირი: შორენა ლეშკაშელი (T: 593484829)

    სპორტული ტურის შეფასების კრიტერიუმების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ უნივერსიტეტის ვებგვერდზე: http://old.sportuni.ge/img/file/60.pdf

  • ცნობილია სპორტუნის 2025–2026 შემოდგომის მობილობის ვადები!

    ცნობილია სპორტუნის 2025–2026 შემოდგომის მობილობის ვადები!

    შიდა მობილობის მსურველი სტუდენტების მიერ განაცხადის გაკეთების ვადა – 25 აგვისტოდან 9 სექტემბრის ჩათვლით!

    სპორტული (შიდა) ტურში მონაწილეობის მიღების მიზნით სტუდენტი ვალდებულია დამატებით გაიაროს რეგისტრაცია სპორტული (შიდა) ტურზე მონაწილეობის მიღებისმიზნით 25 აგვისტოდან – 29 აგვისტოს 16:00 საათის ჩათვლით – მისამართზე: ქ.თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. 76ბ, (ახალგაზრდობის სააგენტოს შენობა) მე-2სართული, ოთახი 22.

    დეტალური ინფორმაცია იხილიეთ ბმულზე შიდა მობილობა

  • სპორტის უნივერსიტეტის 2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში გარე მობილობა იწყება!

    სპორტის უნივერსიტეტის 2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში გარე მობილობა იწყება!

    სპორტის უნივერსიტეტის 2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში გარე მობილობა იწყება!

    მობილობის ვადები: 25 აგვისტოდან – 09 სექტემბრის 18:00 საათამდე

    12 სექტემბრიდან – 18 სექტემბრის 17:00 საათამდე – მობილობის მსურველისტუდენტის მიერ მობილობისთვის განსაზღვრული დოკუმენტაციის საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში წარმოდგენა

    12 სექტემბრიდან – 19 სექტემბრის ჩათვლით – სტუდენტების ინფორმირება აღიარებული კრედიტების თაობაზე და მათი თანხმობის ან უარის წერილობითი დადასტურება

    25 სექტემბრიდან – 30 სექტემბრის ჩათვლით – ჩარიცხული სტუდენტების ადმინისტრაციული რეგისტრაცია

    სპორტული (შიდა) ტურში მონაწილეობის მიღების მიზნით სტუდენტი ვალდებულია დამატებით გაიაროს რეგისტრაცია 25 აგვისტოდან – 29 აგვისტოს 16:00 საათის ჩათვლით – მისამართზე: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. 76ბ, (ახალგაზრდობის სააგენტოს შენობა) მე-2 სართული, ოთახი 22.

    დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:    

    შემოდგომის სემესტრში გარე მობილობა

  • სპორტი – ჯანმრთელი და ძლიერი ქვეყნის საფუძველი

    სპორტი – ჯანმრთელი და ძლიერი ქვეყნის საფუძველი

    სპორტი საქართველოსთვის წარმოადგენს არა მხოლოდ კულტურული მემკვიდრეობისა და ეროვნული იდენტობის განუყოფელ ნაწილს, არამედ თანამედროვე საზოგადოებრივი განვითარების უმნიშვნელოვანეს ფაქტორს. ის სცილდება გართობისა და შეჯიბრების საზღვრებს და იქცევა ეროვნული თვითშეგნების, ჯანსაღი საზოგადოებისა და ეკონომიკური წინსვლის ძლიერ ბერკეტად.

    სპორტი სახელმწიფოს კულტურული და სოციალური განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. იგი აერთიანებს ფიზიკურ, ინტელექტუალურ და სულიერ ფასეულობებს, რომლებიც მიმართულია ადამიანის ჯანმრთელობის, კეთილდღეობისა და პიროვნული ჰარმონიის უზრუნველყოფაზე. 

    სპორტის განვითარება ეროვნულ პრიორიტეტად ითვლება, რადგან ის ხელს უწყობს მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გაღრმავებას, ახალგაზრდობის გაჯანსაღებას და ქვეყნის საერთაშორისო იმიჯის განმტკიცებას.

    სპორტი ეროვნული განვითარების სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია, რომლის მიზანია ჯანმრთელი, განათლებული და მოქალაქეობრივად პასუხისმგებელი საზოგადოების ჩამოყალიბება. მისი წარმატებული განვითარება მოითხოვს სახელმწიფოს, ადგილობრივი თვითმმართვე-ლობების, კერძო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების კოორდი-ნირებულ და მიზანმიმართულ თანამშრომლობას, რადგან სპორტი სახელმწიფოს, საზოგადოებისა და თითოეული მოქალაქის საერთო ინტერესების ნაწილია.

    როგორც ორგანიზებული და წესებზე დაფუძნებული ფიზიკური ან ინტელექტუალური აქტივობა, სპორტი მოიცავს როგორც ინდივიდუ-ალურ, ისე გუნდურ ფორმებს და ემსახურება ადამიანის შესაძლებ-ლობების გამოვლენასა და სრულყოფას. ის წარმოადგენს არა მხოლოდ ფიზიკური მომზადების საშუალებას, არამედ სოციალურ და კულტუ-რულ პლატფორმას, რომელიც აძლიერებს მოქალაქეობრივ ცნობიერებას, ურთიერთპატივისცემასა და საზოგადოებრივ სოლიდარობას.

    საქართველოსთვის სპორტი ჩვენი წარსულის ხმაა, რომელიც საუკუნეების სიღრმიდან გვაკავშირებს ჩვენს ფესვებთან. ქართულ მიწაზე დაბადებულმა ტრადიციულმა სახეობებმა, როგორიცაა ქართული ჭიდაობა, ცხენოსნობა და მშვილდოსნობა, ჩამოაყალიბა ჩვენი ხასიათი -მტკიცე, ღირსებისმოყვარე და შეუპოვარი. 

    სპორტი გვახსენებს, რომ გამარჯვება მხოლოდ ფინიშის ხაზზე მიღწეული შედეგი არ არის, იგი არის გზის ღირსეულად გავლა, საკუთარი თავის დაძლევა და პატივისცემა მოწინააღმდეგისადმი.

    ჩვენი სახელოვანი სპორტსმენები ცოცხალი სიმბოლოები არიან იმისა, თუ როგორ შეუძლია ერთ ადამიანს მილიონობით ადამიანის გულში გააღვივოს ეროვნული სიამაყის გრძნობა.

    საერთაშორისო ასპარეზზე სპორტი საქართველოს სახეა და კულტურის ელჩი, რომელიც სიტყვების გარეშე ეუბნება მსოფლიოს: „ეს არის საქართველო – პატარა ქვეყანა, მაგრამ დიდი გულით“.

    სპორტი ჩვენთვის ერთდროულად მემკვიდრეობაცაა და მომავალიც, ბრძოლაც და შთაგონებაც, გამარჯვების სიხარულიც და ღირსეული დამარცხების გაკვეთილიც.