საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი

Author: Giorgi Kartvelishvili

  • სპორტის უნივერსიტეტში  ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სტუმრების მიღება გრძელდება

    სპორტის უნივერსიტეტში ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სტუმრების მიღება გრძელდება

    18 აპრილიდან 21 აპრილის ჩათვლით სპორტის უნივერსიტეტს ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში უნგრეთის სპორტის მეცნიერებების უნივერსიტეტის ვიცე რექტორი აკოს ცერნი ესტუმრა. ვიზიტის ფარგლებში პროფესორი ცერნი შეხვდა რექტორს პროფესორ ჯემალ ძაგანიას, ასევე უნივერსიტეტის აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს და გაიმართა საქმიანი საუბარი სამომავლო გეგმებზე და ურთიერთანამშრომლობის გაფართოებაზე. აღსანიშნავია, რომ 2022 წლის გაზაფხულში ჩვენ სამ სტუდენტს: სოფო გორგოძეს, მარიამ ხუტუნიშვილს და ნინო ხუტუნიშვილს სწორედ ბუდაპეშტში, ჩვენი უნივერსიტეტის პარტნიორ – უნგრეთის სპორტის მეცნიერებების უნივერსიტეტში ერთი სემესტრის განმავლობაში შესაძლებლობა მიეცათ გაცვლით პროგრამაში მიეღოთ მონაწილეობა. როგორც ვიცე რექტორმა ბრძანა – ჩვენს ორ უნივერსიტეტს შორის გაგრძელდება თანამშრომლობა და უფრო მეტი სიხშირით განხორციელდება მობილობა, როგორც სტუდენტების ისე აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის.

  • III საერთაშორისო სამეცნიერო-მეთოდური კონფერენცია

    III საერთაშორისო სამეცნიერო-მეთოდური კონფერენცია

    საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტი 2023 წლის 27-28 აპრილს ჩაატარებს III საერთაშორისო სამეცნიერო-მეთოდურ კონფერენციას „ჯანმრთელობა და სპორტი“. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სხვა უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლები, როგორც საქართველოდან ისევე უცხოეთიდან.

    • კონფერენცია ჩატარდება ჰიბრიდულ ფორმატში როგორც ფიზიკურ სივრცეში, ისე ონლაინ რეჟიმში Zoom-ის პლატფორმაზე.
    • კონფერენციაზე განიხილება სპორტსმენთა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული თემების ფართო სპექტრი.
    • კონფერენციის სამუშაო ენებია: ქართული და ინგლისური.
    • პრეზენტაციისთვის განკუთვნილი დრო შეადგენს 15 წუთს: 10 წუთი მოხსენებისთვის და 5 წუთი კითხვა-პასუხებისთვის.
    • სტატიები უნდა გაიგზავნოს შემდეგ მისამართზე: medicinareabilitacia@gmail.com .
    • სტატიების მიღება დაიწყება 2023 წლის 6 მარტს.
    • სტატიის გაგზავნის ბოლო ვადა: 10 აპრილი, 2023.

    სტატიის გაფორმების მოთხოვნები:

    სტატიის მოცულობა – 6 სრულ გვერდამდე А4 ფორმატში (მინიმუმ 3 გვერდი), მათ შორის გამოყენებული ლიტერატურის სია, ცხრილები და სურათები.
    ტექსტის რედაქტირება: Microsoft Word 2010/2013/2016.
    გვერდის საზღვრები ყველა მხრიდან – 2.0 სმ.
    შრიფტი: Sylfaen, ზომა – 12 pt.
    ხაზებს შორის ინტერვალი – 1, გასწორება გვერდის სიგანეზე. აბზაცები უნდა იწყებოდეს 1.0 სმ-ის დაშორებით.
    სტატიის სათაური და ქვესათაურები უნდა იყოს აკრეფილი სქელი შრიფტით და ცენტრში განთავსებული.
    უნდა იყოს მითითებული ყველა ავტორის სახელი და გვარი, სამეცნიერო წოდება და ხარისხი, ორგანიზაციის დასახელება და მისამართი, მთავარ ავტორს უნდა ჰქონდეს აგრეთვე მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართი.
    სტატიას უნდა ჰქონდეს მოკლე (150-250 სიტყვა) აბსტრაქტი ინგლისურ ენაზე და 4-6 საკვანძო სიტყვა.
    ტექსტში გამოყოფილი უნდა იყოს შემდეგი სექციები: შესავალი, ამოცანები, მასალები და მეთოდები, კვლევის შედეგები, განხილვა, დასკვნა და ლიტერატურის სია.
    ლიტერატურის სია პირველი ავტორების გვარების მიხედვით ანბანით უნდა იყოს დალაგებული (მაქსიმუმ 6 წყარო). მიუთითეთ ჯერ ქართული, შემდეგ რუსული და ბოლოს ლათინურენოვანი წყაროები (ავტორების გვარები და ინიციალები, სტატიის სათაური, ჟურნალის დასახელება, წელი, ჟურნალის ნომერი, პირველი და ბოლო გვერდები). მონოგრაფიის შემთხვევაში მიუთითეთ გამოცემის წელი, ადგილი და გვერდების რაოდენობა. ტექსტში კვადრატულ ფრჩხილებში უნდა მიუთითოთ ციტირებული ავტორის შესაბამისი ნომერი ლიტერატურის სიის მიხედვით.
    კონფერენციის სტატიები შემოწმდება პლაგიატზე.

  • სამეცნიერო -კვლევით მოწყობილობებთან მუშაობის სპეციფიკა

    სამეცნიერო -კვლევით მოწყობილობებთან მუშაობის სპეციფიკა

    2023 წლის 7 აპრილს, სამეცნიერო-კვლევითი სამსახურის უფროსმა გიორგი ზუბიტაშვილმა გააკეთა მოხსენება, სადაც განხილული იყო GPS და ციფრულ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული თანამედროვე პროფესიონალური საკვლევი ხელსაწყოები, დინამომეტრი და პულსომეტრი.

    მოხსენებაზე განხილული იქნა აღნიშნული ხელსაწყოების გამოყენების ტექნიკა, ასევე გულისცემის სიხშირის უწყვეტ რეჟიმში რეგისტრაციის მეთოდი და მიღებული მონაცემების დამუშავების თუ ინტერპრეტირების საკითხები.

    სხდომას ესწრებოდნენ სპორტის უნივერსიტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალი, ასევე ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტები.

    სამეცნიერო-კვლევით მოწყობილობებთან მუშაობის სპეციფიკა

  • სპორტის უნივერსიტეტს ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ლატვიის სპორტული განათლების აკადემიის აკადემიური პერსონალი ეწვია

    სპორტის უნივერსიტეტს ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ლატვიის სპორტული განათლების აკადემიის აკადემიური პერსონალი ეწვია

    4 აპრილიდან 8 აპრილის ჩათვლით სპორტის უნივერსიტეტს ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ლატვიის სპორტული განათლების აკადემიის აკადემიური პერსონალი ეწვია. ვიზიტის ფარგლებში პროფესორები ინგრიდა სმუკა და ინგა ლიეპინა შეხვდნენ უნივერსიტეტის რექტორს პროფესორ ჯემალ ძაგანიას. შეხვედრის ფარგლებში დაიგეგმა სამომავლო პროექტები რომლებსაც უნივერსიტეტები ერთობლივად განახორციელებენ. პარტნიორი უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა სპორტის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის და აკადემიური პერსონალისთვის წარმოადგინეს პრეზენტაცია ლატვიის სპორტული განათლების აკადემიის შესახებ და დამსწრე საზოგადოების შეკითხვებს უპასუხეს.

    ლატვიის სპორტული განათლების აკადემია სპორტის უნივერსიტეტის პარტნიორია და მომავალშიც გაგრძელდება თანამშრომლობა და განხორციელდება მობილობა, როგორც სტუდენტების ასევე აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის.

  • სპორტის უნივერსიტეტს ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ლიეტუვას სპორტის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი ეწვია

    სპორტის უნივერსიტეტს ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ლიეტუვას სპორტის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი ეწვია

    27 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით სპორტის უნივერსიტეტს ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ლიეტუვას სპორტის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი ეწვია. ვიზიტის ფარგლებში პროფესორები მიკევიჩიენე დალია, კრისტინა მოტიეჟუნაიტე, ანტანას უსასი შეხვდნენ უნივერსიტეტის რექტორს პროფესორ ჯემალ ძაგანიას, ასევე უნივერსიტეტის აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს. პარტნიორი უნივერსიტეტის პროფესორებმა ჩატარეს პროგრამით გათვალისწინებული ლექცია სტუდენტებისთვის რომელმაც დამსწრე აუდიტორიის დიდი მოწონება დაიმსახურა.

    ლიეტვუას სპორტის უნივერსიტეტი ჩვენი უნივერსიტეტის პარტნიორია და მომავალშიც გაგრძელდება თანამშრომლობა და განხორციელდება მობილობა, როგორც სტუდენტების ასევე აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის.

  • სპორტის უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი ჯემალ ძაგანია FIEPS Europe Thulin Awards –ის  ლაურეატი გახდა

    სპორტის უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი ჯემალ ძაგანია FIEPS Europe Thulin Awards –ის ლაურეატი გახდა

    სპორტის უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ჯემალ ძაგანიას ევროპის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის საერთაშორისო ფედერაციის ( FIEPS) ტულინის პრემია მიენიჭა. დაჯილდოვების ოფიციალური ცერემონია, FFIEPS-ის 17-ე კონგრესის ფარგლებში, რუმინეთის ქალაქ გალაცში 2023 წლის 24-28 მაისს გაიმართება.

    F FFIEPS – ი ევროპის სპორტისა და ფიზიკური აღზრდის საერთაშორისო ასოციაცია 1923 წელს ბრიუსელში დაფუძნდა. ტულინის პრემიით(დაარსდა 2010 წელს), სპორტისა და ფზიკური აღზრდის დარგში გამორჩეული მოღვაწეები ჯილდოვდებიან, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ფიზიკური აღზრდისა და სპორტული მეცნიერებების განვითარების დარგში, როგორც ადგილბორივ, ისე საერთაშორისო დონეზე.

    ვულოცავთ ბატონ ჯემალს დამსახურებულ ჯილდოს, მისი ღვაწლი კიდევ ერთხელ იქნა აღიარებული არა მხოლოდ ეროვნულ არამედ საერთაშორისო დონეზე.

  • გამოვიდა ჩვენი უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით სახელმძღვანელოდ დამტკიცებული წიგნი

    გამოვიდა ჩვენი უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით სახელმძღვანელოდ დამტკიცებული წიგნი

    გამოვიდა ჩვენი უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით სახელმძღვანელოდ დამტკიცებული წიგნი “ბიოქიმია”. ვულოცავთ მის ავტორს, ბატონ მურად გარუჩავას ამ შესანიშნავი სახელმძღვანელოს გამოცემას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს.

    Book-1
    Book-2
    Book-3
  • სპორტის უნივერსიტეტის პროექტმა „ჰორიზონტი ევროპის“ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა

    სპორტის უნივერსიტეტის პროექტმა „ჰორიზონტი ევროპის“ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა

    სსიპ საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად წარადგინა და გაიმარჯვა „ჰორიზონტი ევროპის“ ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში, პროექტით: „გენდერული თანასწორობის ინკლუზიური გეგმა სპორტული განათლებისა და კვლევებისთვის“. პროექტი მიზნად ისახავს სპორტის უნივერსიტეტების/ფაკულტეტების მხარდაჭერას გენდერული თანასწორობის ინკლუზიური გეგმების (GEP) დახვეწასა და განხორციელებას. პროექტის კოორდინატორია ევროპის განათლების ფონდი (საფრანგეთი), რაც შეეხება პროექტის პარტნიორებს, სპორტის უნივერსიტეტთან ერთად ჩართულები არიან გოტენბურგის უნივერსიტეტი (შვედეთი), სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის კვლევის ცენტრი (საბერძნეთი), ბანია ლუკას უნივერსიტეტი (ბოსნია და ჰერცეგოვინა), ლუბლიანას უნივერსიტეტი (სლოვენია), ჩარლზის უნივერსიტეტი (ჩეხეთი), „ვასილ ლევსკის“ ეროვნული სპორტის აკადემია (ბულგარეთი), ლიეტუვის სპორტის უნივერსიტეტი (ლიეტუვა), ტიმიშოარას დასავლეთის უნივერსიტეტი (რუმინეთი), ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი (მოლდოვა). აღნიშნული პროექტი 30 თვის განმავლობაში განხორციელდება, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობების, სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოებისა და ღონისძიებების ჩატარება. უნივერსიტეტმა პირველ ეტაპზე შეიმუშავა გენდერული თანასწორობის გეგმა და ასევე შექმნა გენდერული საკითხების კომისია. გენდერული თანასწორობის გეგმის განსახორციელებლად გამოყოფილი იქნება კონკრეტული ბიუჯეტი და ჩატარებული იქნება გენდერული ექსპერტიზა.

  • ლიეტუვის სპორტის უნივერსიტეტში ერაზმუს + აკადემიური პერსონალის მობილობა განხორციელდა

    ლიეტუვის სპორტის უნივერსიტეტში ერაზმუს + აკადემიური პერსონალის მობილობა განხორციელდა

    4-დან 9 აპრილის ჩათვლით, სპორტის უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი ზუბიტაშვილი და ასოცირებული პროფესორი მარიამ პაპიაშვილი ერაზმუს + აკადემიური პერსონალის მობილობის ფარგლებში ქალაქ კაუნასში ლიეტუვის სპორტის უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ.

    ვიზიტის ფარგლებში პროფესორმა გიორგი ზუბიტაშვილმა, სხვადასხვა სპეციალიზაციის სტუდენტებთან ჩაატარა როგორც პრაქტიკული, ასევე თეორიული მეცადინეობები (ინგლისურ ენაზე), რომლის ძირითად თემებს წარმოადგენდა : საწვრთნელი ციკლები (მიკროციკლები, მაკროციკლები); საწვრთნელი ცვლადები (მოცულობა და ინტენსიობა); განტვირთვა და პიკირება სპორტულ შესაძლებლობათა მაქსიმიზირების მიზნით. პრაქტიკული მეცადინეობები წარიმართა უნივერსიტეტის ძიუდოს დარბზში, სადაც პროფესორმა ზუბიტაშვილმა ჩაატარა მასტერკლასი სპორტის უნივერსიტეტის ძიუდოს სპეციალიზაციის სტუდენტებთან.

    ასოცირებულმა პროფესორმა მარიამ პაპიაშვილმა წაიკითხა ლექციები სპორტის ფსიქოლოგიის მიმართულებით (ინგლისურ ენაზე), თემებზე : ფსიქოლოგიური მახასიათებლები ასპარეზობის დროს; კონცენტრაცია, ფოკუსირება წნეხის დროს; ეფექტური მწვრთნელობის პოზიტიური მიდგომები; ასპარეზობის მაჩვენებლების ზრდა; მოტივაცია, ეფექტური კომუნიკაცია. ის ასევე შეხვდა ლიეტუველ კოლეგას, ასოცირებულ პროფესორ ილონა ტილინდიელს. შეხვედრაზე კოლეგებმა ერთმანეთს თავისი ცოდნა და გამოცდილება გაუზიარეს, ისაუბრეს ლიეტუვის სპორტის უნივესიტეტში სპორტის ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამის განხორციელების შესახებ ჩვენს უნივერსიტეტებს შორის ამ პროგრამის ფარგლებში ურთიერთთანამშრომლობის შესახებ.

    ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები კაუნასის სპორტის უნივერსიტეტის ვიცე რექტორთან, ასოცირებულ პროფესორ ჯურეიტ პოზერინს და საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების ხელმძღვანელს ტომას კუკენისთან. ჩვენი უნივერსიტეტის პროფესორებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტის სამეცნიერო ბაზები, კვლევითი ცენტრები, გაეცნენ კვლევით სიახლეებს, ისაუბრეს ლექტორთა და სტუდენტთა გაცვლითი პროგრამების შესახებ.

    როგორც მასპინძელი უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა, ისე სტუდენტებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს წაკითხული თემატიკების მიმართ და გამოთქვეს სურვილი, რომ საერთაშორისო თანამშრომლობა მათსა და ჩვენს უნივერსიტეტს შორის უფრო გაფართოვდეს.

    ვიზიტის ბოლოს პროფესორ გიორგი ზუბიტაშვილს და ასოცირებულ პროფესორ მარიამ პაპიაშვილს ერაზმუს + ის სერტიფიკატები გადაეცათ.

  • ასოცირებული პროფესორი ნინო ძაგანია ერაზმუს + აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ვარშავის ფიზიკური აღზრდის უნივერსიტეტში იმყოფებოდა

    ასოცირებული პროფესორი ნინო ძაგანია ერაზმუს + აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ვარშავის ფიზიკური აღზრდის უნივერსიტეტში იმყოფებოდა

    3-9 აპრილს ასოცირებული პროფესორი ნინო ძაგანია ერაზმუს + აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში იმყოფებოდა  ვარშავის ფიზიკური აღზრდის უნივერსიტეტში (Academia Wychowania Fizycznego). მან ლექციები (ინგლისურ ენაზე) წაიკითხა სპორტის სოციოლოგიის მიმართულებით. სალექციო კურსი სამ საკითხს მოიცავდა: სპორტი, როგორც გლობალური სოციალური ფენომენი; სპორტის სოციალური ფუნქციები; სპორტის სოციალური თეორიები; ლექციებს ძირითადად ერაზმუსის პროგრამის მონაწილე საერთაშორისო სტუდენტები ესწრებოდნენ, მათ შორის იტალიიდან, საბერძნეთიდან, ესპანეთიდან, თურქეთიდან, ირანიდან, ინდოეთიდან.

    ვარშავის სპორტის უნივერსიტეტში ვიზიტის ფარგლებში ასოცირებული  პროფესორი ნინო ძაგანია გაეცნო სასწავლო დაწესებულების სტრუქტურას, საგანმანათლებლო პროგრამებს. დაათვალიერა სასწავლო და კვლევითი ლაბორატორიები და სპორტული დარბაზები, თეორიული მეცადინეობებისთვის განკუთვნილი აუდიტორიები. აღსანიშნავია, რომ პოლონეთში სახელმწიფო  უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებლებში სწავლა   უფასოა.

    ვარშავის ფიზიკური აღზრდის უნივერსიტეტი 58 ჰექტარზეა გაშენებული. უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს საცურაო აუზი, ფეხბურთისა და რაგბის მოედნები, ჩოგბურთის 4 კორტი, აღმოსავლური ორთაბრძოლების მინი სასახლე,  სპორტთამაშების დარბაზები, ბიბლიოთეკა.  უნივერსიტეტს აქვს  800 სტუდენტზე გათვლილი სამი საერთო საცხოვრებელი და ერთი 12 სართულიანი კორპუსი, სადაც პოლონეთის სხვადასხვა ქალაქებიდან ჩამოსული პედაგოგები ოჯახებთან ერთად ცხოვრობენ.

    როგორც ჩვენს უნივერსიტეტში, ვარშავის ფიზიკური აღზრდის უნვერსიტეტშიც  ორი ფაკულტეტი ფუნქციონირებს –  ფიზიკური აღზრდისა და ფიზიკური რეაბილიტაციის, სადაც შემდეგ პროგრამებს ეუფლებიან: ფიზიკური აღზრდა, სპორტი, ტურიზმი და რეკრეაცია, პერსონალური მწვრთნელი, ფიზიოთერაპია, ოკუპაციური თერაპია, საექთნო საქმე, კოსმეტოლოგია. უნივერსიტეტში 5000 სტუდენტი სწავლობს, მათ შორის 300 უცხოელი. აკადემიური პერსონალის რაოდენობა 530-ს შეადგენს.

    ვიზიტის ფარგლებში მგაიმართა შეხვედრები საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის თანამშრომლებთან. ასევე, აკადემიურ პერსონალთან, რომლებიც სპორტის სოციოლოგიის მიმართულებით მუშაობენ. შეხვედრები ძალაინ საინტერესო და ნაყოფიერი იყო, მით უფრო, რომ პოლონეთს სპორტის სოციოლოგიის მიმართულებით საკმაოდ გამოცდილი ავტორები და მკვლევარები ჰყავს.  ასოცირებული პროფესორი ნინო ძაგანია დაესწრო ასევე პროფესორ ნატალია ორგანისტას ლექციას.  შეხვდა  ფიზიკური რეაბილიტაციის ფაკულტეტის დეკანს, რომელთანაც სასწავლო პროგრამისა და კურიკულუმის შესახებ ისაუბრეს.  ვიზიტის ბოლოს  ნინო ძაგანია შეხვდა უნივერსიტეტის რექტორს,  რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა მომავალი თანამშრომლობისთვის მზადყოფნა.

    Erasmus + გაცვლითი პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული იყო პოლონეთის კულტურული მემკვიდრეობისა და სამზარეულოს გაცნობაც.  დაიგეგმა რამდენიმე ექსკურსია, მათ შორის სპორტის მუზეუმში, რომელიც პოლონეთის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შენობაშია განთავსებული, ლაზენკის სამეფო მუზეუმში. ასევე  შოპენის მუზეუმსა და სამეფო ციხე-სიმაგრეში.

    2
    3
    4
    5
    6
    7
    8
    9
    10