საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი

Author: Giorgi Kartvelishvili

  • მწვრთნელთა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები

    მწვრთნელთა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები

    მწვრთნელთა ფაკულტეტის საბჭოს 2025 წლის 3 ნოემბრის
    №7 სხდომის გადაწყვეტილება

    სსიპ საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი
    მწვრთნელთა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნების გამოცხადების შესახებ

    მწვრთნელთა ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე დეკანის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობის დასაკავებლად დაინიშნოს არჩევნები 2025 წლის 7 ნოემბერს 12:00 საათიდან 16:00 საათამდე. მსურველებს (პროფესორს ან ასოცირებულ პროფესორს) შეუძლიათ წარმოადგინონ განცხადება 2025 წლის 4 ნოემბრის 16:00 საათიდან 6 ნოემბრის 15:00 საათამდე.
    განცხადებას თან უნდა ერთვოდეს:

    • კვალიფიკაციის დამადასტურებელი საბუთი — პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი;
    • უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მართვის და ხარისხის უზრუნველყოფის სისტემების ცოდნა (დადასტურებული გამოცდილებით);
    • ავტობიოგრაფია (CV);
    • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

    დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ:

    სსიპ საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიას
    მისამართი: თბილისი, ეგნატე ნინოშვილის 55
    ტელ.: 032 2 56 05 01

    საფუძველი:
    მწვრთნელთა ფაკულტეტის დეკანის ი. დოლაბერიძის თანამდებობის ვადამდე ადრე დატოვება (2025 წლის 1 ნოემბერი) და ფაკულტეტის საბჭოს 2025 წლის 3 ნოემბრის №7 სხდომის გადაწყვეტილება.

  • ცხადდება კონკურსი ასისტენტ – პროფესორის თანამდებობაზე  „კრივის“ მიმართულებით

    ცხადდება კონკურსი ასისტენტ – პროფესორის თანამდებობაზე „კრივის“ მიმართულებით

    🗓 საბუთების მიღება: 20 ნოემბრიდან 5 დეკემბრის ჩათვლით.
    📎 დეტალური ინფორმაციის მისაღებად ჩამოტვირთეთ თანდართული ფაილი.

    01-171 17.10.2025 წელი კონკურსის გამოცხადება კრივის მიმართულებით ბრძანება
  • ცხადდება კონკურსი ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე – „ძალოსნობის“ მიმართულებით

    ცხადდება კონკურსი ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე – „ძალოსნობის“ მიმართულებით

    🗓 საბუთების მიღება: 20 ნოემბრიდან 5 დეკემბრის ჩათვლით.
    📎 დეტალური ინფორმაციის მისაღებად ჩამოტვირთეთ თანდართული ფაილი.

    01-171 17.10.2025 წელი კონკურსის გამოცხადება ძალოსნობის მიმართულებით ბრძანება
  • თანამედროვე მსოფლიოში სპორტის მნიშვნელობა და მისი განვითარების

    თანამედროვე მსოფლიოში სპორტის მნიშვნელობა და მისი განვითარების

    თანამედროვე სამყაროში სპორტი იქცა სოციალური განვითარების, ეკონომიკური ზრდის, კულტურული იდენტობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელოვან მამოძრავებელ ძალად. სპორტი აღარ წარმოადგენს მხოლოდ ფიზიკური აქტივობის ფორმას ან თავისუფალი დროის გატარების საშუალებას, იგი იქცა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუციად, რომელიც ახდენს გავლენას ადამიანთა ცხოვრების მრავალ ასპექტზე.

    სპორტს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ადამიანის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის საქმეში. რეგულარული ფიზიკური აქტივობა ამცირებს არაგადამდები დაავადებების რისკს, ზრდის ფსიქოემოციურ სტაბილურობას და ხელს უწყობს ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას. ამავე დროს, სპორტის აღმზრდელობითი ფუნქცია დაკავშირებულია პიროვნების ჩამოყალიბებასთან, დისციპლინის, შრომისმოყვარეობის, მიზანდასახულობისა და პატიოსანი კონკურენციის პრინციპების დამკვიდრებასთან.

    ეკონომიკური თვალსაზრისით, სპორტის ინდუსტრია წარმოადგენს გლობალური ეკონომიკის ერთ-ერთ ყველაზე დინამიკურ სექტორს. სპორტის სფერო მოიცავს მრავალწახნაგოვან ეკონომიკურ საქმიანობას — ინფრასტრუქტურის განვითარებას, სპორტული ტურიზმის, მედიაპროდუქციის, მარკეტინგის, ინვესტიციებისა და დასაქმების მიმართულებებს. საერთაშორისო სპორტული ღონისძიებები, განსაკუთრებით კი ოლიმპიური თამაშები, მსოფლიო და კონტინენტალური ჩემპიონატები, იქცა გლობალური ეკონომიკური აქტივობისა და კულტურული დიალოგის მნიშვნელოვან პლატფორმად.

    სპორტს ასევე გააჩნია უნიკალური სოციალური ფუნქცია. იგი აერთიანებს ადამიანებს სხვადასხვა ეთნიკური, რელიგიური, სქესობრივი თუ სოციალური ჯგუფებიდან. სპორტული წარმატებები აჩენს საერთო ეროვნული სიამაყისა და ერთიანობის განცდას. ეროვნული ნაკრებების გამარჯვება ხშირად აღიქმება როგორც ქვეყნის სულიერი და კულტურული გამარჯვება, რაც ხელს უწყობს საზოგადოებაში პატრიოტული სულისკვეთების გაძლიერებას.

    საქართველოსთვის, როგორც მრავალეთნიკური და მრავალკონფესიური ქვეყნისთვის, სპორტს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ეთნიკურ უმცირესობათა ინტეგრაციისა და რეგიონულ თანასწორობაზე დაფუძნებული საზოგადოების ფორმირების პროცესში. სპორტის საშუალებით შესაძლებელია საერთო მიზნებისა და ღირებულებების დაფუძნება, რაც ხელს შეუწყობს სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელთა ჩართულობას ქვეყნის სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაში.

    განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს სპორტის განვითარების სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირებასა და მის სტრატეგიულ განხორციელებას. აუცილებელია ისეთი მექანიზმების შექმნა, რომლებიც უზრუნველყოფს სპორტის სისტემურ მხარდაჭერას, მათ შორის სპორტული განათლების გაძლიერებას, ინფრასტრუქტურის განახლებას, სპორტსმენთა სოციალური დაცვის გაუმჯობესებას, სპორტული მეცნიერების განვითარებას და სპორტის მენეჯმენტის თანამედროვე მოდელების დანერგვას.

    ოლიმპიური მოძრაობა, ევროპის სპორტის ქარტია და გაეროს მიერ სპორტის, როგორც მშვიდობისა და განვითარების ინსტრუმენტის აღიარება, წარმოადგენენ საერთაშორისო მაგალითებს, რომლებიც ხაზს უსვამენ სპორტის ძალას ადამიანთა გაერთიანებაში. ამ გამოცდილების გაზიარება და ადაპტირება საქართველოს ეროვნულ პოლიტიკაში ხელს შეუწყობს ქვეყნის პოზიტიურ საერთაშორისო იმიჯს და შიდა განვითარების პროცესების გაძლიერებას.

    არსებული გამოწვევების დასაძლევად და სპორტის სისტემური განვითარების უზრუნველსაყოფად აუცილებელია სპორტის განვითარების სახელმწიფო პოლიტიკისა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმის შემუშავება. აღნიშნული დოკუმენტი უნდა ეფუძნებოდეს მრავალდონიან სტრატეგიას, რომელიც მოიცავს:

    • მასობრივი და ბავშვთა სპორტის ხელშეწყობას;
    • პროფესიული სპორტის განვითარებასა და სპორტსმენთა სოციალური დაცვის მექანიზმებს;
    • სპორტული განათლებისა და მეცნიერების განვითარებას;
    • სპორტული ინფრასტრუქტურის თანაბარ რეგიონულ განაწილებას;
    • სპორტის ეკონომიკურ სექტორად აღიარებასა და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას;
    • სპორტის გამოყენებას კულტურათაშორისი დიალოგისა და მშვიდობის ხელშეწყობის საშუალებად.

    სპორტის სახელმწიფო პოლიტიკის მიზანი უნდა იყოს არა მხოლოდ სპორტული მიღწევების ზრდა, არამედ ჯანსაღი, განათლებული, ინტეგრირებული და ღირსეული საზოგადოების ფორმირება. სპორტი, როგორც საერთო ეროვნული ღირებულება, უნდა იქცეს საქართველოს განვითარებისა და საერთაშორისო პოზიციონირების მნიშვნელოვან საყრდენად.


    ჯემალ ძაგანია

    ჯემალ ძაგანია

    ვიცე-რექტორი, პროფესორი

  • ქეთევან ინასარიძე ADHD-ს კონფერენციაზე

    ქეთევან ინასარიძე ADHD-ს კონფერენციაზე

    საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ქეთევან ინასარიძემ მონაწილეობა მიიღო ორგანიზაცია „ADHD ჯორჯია“-ს კონფერენციაში, რომელიც პეტრე შოთაძის სახელობის სამედიცინო აკადემიაში გაიმართა თემაზე — „ADHD-ს მრავალი სახე“.
    პროფესორმა ქეთევან ინასარიძემ წარმოადგინა მოხსენება თემაზე:
    „კოგნიტური სტრატეგიები ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის (ADHD) მქონე ბავშვებისა და მოზარდებისათვის“.
    მისი გამოსვლა შეეხო თანამედროვე თერაპიულ მიდგომებსა და პრაქტიკულ სტრატეგიებს, რომლებიც მიზნად ისახავს ADHD-ს მქონე ბავშვებისა და მოზარდების სოციალური უნარების განვითარებას.

    ქეთევან ინასარიძე

    ქეთევან ინასარიძე

    პროფესორი
  • სპორტის უნივერსიტეტი მხარს უჭერს – სუფთა სპორტს!

    სპორტის უნივერსიტეტი მხარს უჭერს – სუფთა სპორტს!

    22 ოქტომბერს, საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი მონაწილეობდა იუნესკოს ანტი-დოპინგური კონვენციის 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში, რომელიც გაიმართა საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს ორგანიზებით. ღონისძიება ესწრებოდნენ განათლებისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტის, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და უნივერსიტეტების წარმომადგენლები.

    ღონისძიების გახსნის შემდეგ მისასალმებელი სიტყვებით გამოვიდნენ საქართველოს სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე, სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე შოთა ხაბარელი, და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი.

    შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორის, უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, მედიცინის დოქტორის თეიმურაზ უკლებას პრეზენტაციას — „UNESCO-ს სპორტში დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლის კონვენციის ფონდთან თანამშრომლობა და კონვენციის მოთხოვნების იმპლემენტაცია“

    ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი ჯემალ ძაგანია, რომელმაც წარმოადგინა უნივერსიტეტის ახალი ინიციატივა — „სუფთა სპორტის მხარდამჭერი საგანმანათლებლო დაწესებულებისსტატუსის მინიჭების შესახებ.

    უნივერსიტეტი 2017 წლიდან აქტიურად ახორციელებს ანტი-დოპინგურ საგანმანათლებლო საქმიანობას იუნესკოს კონვენციის მოთხოვნების შესაბამისად. ამ პერიოდში სასწავლო პროგრამებში ინტეგრირდა 4-კრედიტიანი საგანი დოპინგთან ბრძოლის საფუძვლები, ასევე მომზადდა და ითარგმნა მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს (WADA) ელექტრონული სასწავლო მოდული ქართულ ენაზე, რომელიც დღეს ხელმისაწვდომია როგორც სტუდენტებისთვის, ისე ფართო საზოგადოებისთვის.

    გარდა ამისა, უნივერსიტეტმა 2024 წელს ჩაატარა კვლევა დოპინგის პრევენციის სამეცნიეროკვლევითი და საგანმანათლებლო მხარდაჭერა ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, ხოლო 2025 წლის ბოლომდე დაგეგმილია ახალი სოციალური კვლევა დოპინგის პრევენციის თემაზე, რაც ხელს შეუწყობს საგანმანათლებლო პროგრამების დახვეწას და სუფთა სპორტის იდეის განმტკიცებას.

    ღონისძიება დასრულდა უნივერსიტეტის წარმომადგენელთა ინიციატივით — ყოველწლიურად განხორციელდეს სუფთა სპორტის პოპულარიზაციისკენ მიმართული აქტივობები და კვლევითი პროექტები, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთგულებას სუფთა სპორტის, ეთიკისა და განათლების მიმართ.

  • საქართველოს სპორტის უნივერსიტეტის წარმომადგენლები ერევანში საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმში მონაწილეობდნენ

    საქართველოს სპორტის უნივერსიტეტის წარმომადგენლები ერევანში საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმში მონაწილეობდნენ

    16-17 ოქტომბერს, ერევანში, სომხეთის ფიზიკური კულტურისა და სპორტის სახელმწიფო ინსტიტუტის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმი „სპორტი მშვიდობისა და ჯანმრთელობისთვის“, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმაც მიიღეს.

    ღონისძიებაზე უნივერსიტეტს წარმოადგენდნენ მწვრთნელთა ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ირაკლი დოლაბერიძე და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი მარიამ მაისურაძე.

    ღონისძიების ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრები სომხეთის, ბულგარეთისა და საბერძნეთის სპორტული უმაღლესი სასწავლებლების ხელმძღვანელებთან. შეხვედრებზე განხილულ იქნა სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის შესაძლებლობები და განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო “Erasmus+” პროგრამის ფარგლებში გაცვლითი პროექტების პერსპექტივებს.

    სამეცნიერო ფორუმი სომხეთის განათლების, მეცნიერების, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ჰასმიკ ავაგიანმა და ერევნის ფიზიკური კულტურისა და სპორტის ინსტიტუტის რექტორმა ტიგრან სიმონიანმა გახსნეს. ღონისძიების ფარგლებში საერთაშორისო ექსპერტებმა და მეცნიერებმა განიხილეს ისეთი თემები, როგორებიცაა ფიზიკური აღზრდისა და სპორტული მომზადების პედაგოგიური და სამეცნიერო-მეთოდური მიდგომები, ოლიმპიზმის საგანმანათლებლო ასპექტები, სპორტის სამართლის განვითარება, ფიზიკური აღზრდისა და სპორტული აქტივობების ფსიქოლოგიური მხარდაჭერის ასპექტები, სპორტული ტურიზმის პერსპექტივები და სპორტული მენეჯმენტის თანამედროვე გამოწვევები.

    ღონისძიება დასრულდა საზეიმო გალაკონცერტით ერევნის ოპერის თეატრში, რომელსაც სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი დაესწრო და ქვეყნის უმაღლეს სპორტულ სასწავლებელს იუბილე მიულოცა.

  • STUDFEST 2025

    STUDFEST 2025

    STUDFEST 2025 — A Festival Created for Students

    A stage built for student talent — uniting performers from across the country.

    If you love Georgian folk dance, singing, or modern choreography — this is your chance!
    Show your skills, demonstrate your talent and become part of STUDFEST 2025.

    To register, please contact: karsporkul@sportuni.ge

  • STUDFEST 2025

    STUDFEST 2025

    STUDFEST 2025 — სტუდენტების ფესტივალი იწყება!

    სტუდენტებისთვის შექმნილი ფესტივალი, რომელიც აერთიანებს ტალანტებს მთელ საქართველოდან.

    თუ გიყვარს ქართული ცეკვა, სიმღერა ან თანამედროვე ქორეოგრაფია — ეს შენი შანსია!
    გამოავლინე უნარები, აჩვენე შესაძლებლობები და გახდი ფესტივალის მონაწილე.

    რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ: karsporkul@sportuni.ge

  • საგრანტო კონკურსი სტუდენტებისთვის!

    საგრანტო კონკურსი სტუდენტებისთვის!

    ახალგაზრდობის სააგენტოს სტუდენტთა საგრანტო კონკურსი

    ახალგაზრდობის სააგენტოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია უმაღლესი დაპროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტების მხარდაჭერა და გაძლიერება, მათთვის მრავალფეროვანი შესაძლებლობების შეთავაზება. სწორედ ამიტომ, წელს უკვე მეორედ გამოცხადდა საგრანტო კონკურსი სტუდენტებისთვის.

    საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქე, უმაღლესი ან/დაპროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტს/პროფესიულ სტუდენტს, რომელიც საგრანტო პროექტის განხორციელების მიზნით (პროექტის ადმინისტრირებისთვის) საინიციატივო ჯგუფში აერთიანებს აქტიური სტატუსის მქონე არანაკლებ 5 სტუდენტს/პროფესიულ სტუდენტს.

    განაცხადები მიიღება 2025 წლის 8 ოქტომბრიდან 26 ოქტომბრის ჩათვლით.

    ამასთანავე, კონკურსში მონაწილეობისთვის და შემდგომ პროექტის განხორციელების პროცესში მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო დაწესებულებასთან მჭიდრო თანამშრომლობა/მხარდაჭერა. აღნიშნულის გათვალისწინებით, გთხოვთ, შესაძლებლობის ფარგლებში უზრუნველყოთ ზემოაღნიშნული საგრანტო კონკურსის შესახებ ინფორმაციის გავრცელება და ამავე დროს, ითანამშრომლოთ კონკურსში მონაწილეობის მსურველ სტუდენტებთან, წერილობით დაადასტუროთ მხარდაჭერა და პროექტის დაფინანსების შემთხვევაში აღმოუჩინოთ შესაბამისი დახმარება.

    სტუდენტების დაინტერესების შემთხვევაში (არანაკლებ 30 სტუდენტისა), მზად ვართ საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით გავმართოთ საკონსულტაციო შეხვედრაც.

    საგრანტო კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე:
    იხილეთ დეტალურად

    კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით:
    ელ-ფოსტა: Grants-3@youthagency.gov.ge
    ტელეფონი: 032 230 51 65; 598 932 300; 598 657 232