საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი

Author: Giorgi Kartvelishvili

  • კონკურსი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე

    კონკურსი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე

    სპორტის მენეჯმენტისა და ადმინისტრირების ფაკულტეტის საბჭო აცხადებს კონკურსს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე

    სპორტის მენეჯმენტისა და ადმინისტრირების ფაკულტეტის საბჭო აცხადებს კონკურსს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

    განცხადებების მიღება: 2026 წლის 17 მარტიდან 30 მარტის ჩათვლით;

    დოკუმენტაციის მიღების დრო: 10:00-დან 17:00 საათამდე (შაბათ-კვირის გარდა);

    არჩევნების თარიღი: 2026 წლის 16 აპრილი;

    მისამართი: უნივერსიტეტის კანცელარია, ქ. თბილისი, ეგნატე ნინოშვილის №55, მე-3 სართული.

    განცხადებას თან უნდა დაერთოს:

    • ა) პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი;
    • ბ) ავტობიოგრაფია (CV);
    • გ) ორი ფოტოსურათი (3X4);
    • ე) ცნობა სამედიცინო ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ;
    • ვ) ფაკულტეტის ხარისხის განვითარების კონცეფცია.
  • არჩევნები სპორტის მენეჯმენტისა და ადმინისტრირების ფაკულტეტის დეკანის თანამდებობაზე

    არჩევნები სპორტის მენეჯმენტისა და ადმინისტრირების ფაკულტეტის დეკანის თანამდებობაზე

    სსიპ – საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის სპორტის მენეჯმენტისა და ადმინისტრირების ფაკულტეტის საბჭო აცხადებს არჩევნებს ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დასაკავებლად

    სსიპ – საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის სპორტის მენეჯმენტისა და ადმინისტრირების ფაკულტეტის საბჭო აცხადებს არჩევნებს ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დასაკავებლად.

    არჩევნების ჩატარების თარიღი: 2026 წლის 22 მაისი;

    განცხადებების მიღება: 2026 წლის 17 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით;

    დოკუმენტაციის მიღების დრო: 10:00-დან 17:00 საათამდე (შაბათ-კვირის გარდა);

    მისამართი: უნივერსიტეტის კანცელარია, ქ. თბილისი, ეგნატე ნინოშვილის №55, მე-3 სართული.

    საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

    • შესაბამისი ფაკულტეტის პროფესორის ან ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა;
    • სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება.

    განცხადებას თან უნდა დაერთოს:

    • ა) პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი;
    • ბ) ავტობიოგრაფია (CV);
    • გ) ორი ფოტოსურათი (3X4);
    • დ) ცნობა უნივერსიტეტის სპორტის მენეჯმენტისა და ადმინისტრირების ფაკულტეტზე დაკავებული აკადემიური თანამდებობის შესახებ;
    • ე) ცნობა სამედიცინო ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ;
    • ვ) სამოქმედო გეგმა (კონცეფცია);
  • არჩევნები უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოში ფაკულტეტის წარმომადგენლის გამოსავლენად

    არჩევნები უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოში ფაკულტეტის წარმომადგენლის გამოსავლენად

    სპორტის მენეჯმენტისა და ადმინისტრირების ფაკულტეტი აცხადებს არჩევნებს უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოში ფაკულტეტის წარმომადგენელი წევრების ასარჩევად

    სპორტის მენეჯმენტისა და ადმინისტრირების ფაკულტეტი აცხადებს არჩევნებს უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოში ფაკულტეტის წარმომადგენელი წევრების ასარჩევად (კვოტა: 3 წარმომადგენელი).

    არჩევნების ჩატარების თარიღი: 2026 წლის 16 აპრილი;

    განცხადებების მიღება: 2026 წლის 17 მარტიდან 23 მარტის ჩათვლით;

    დოკუმენტაციის მიღების დრო: 10:00-დან 17:00 საათამდე (შაბათ-კვირის გარდა);

    მისამართი: უნივერსიტეტის კანცელარია, ქ. თბილისი, ეგნატე ნინოშვილის №55, მე-3 სართული.

    საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

    • შესაბამისი ფაკულტეტის პროფესორის ან ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა;
    • სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება.

    განცხადებას თან უნდა დაერთოს:

    • ა) პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი;
    • ბ) ავტობიოგრაფია (CV);
    • გ) ორი ფოტოსურათი (3X4);
    • დ) ცნობა უნივერსიტეტის სპორტის მენეჯმენტისა და ადმინისტრირების ფაკულტეტზე დაკავებული აკადემიური თანამდებობის შესახებ;
    • ე) ცნობა სამედიცინო ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ;
  • Student Self-Government Elections at the Sports University!

    Student Self-Government Elections at the Sports University!

    🗳️ Student Elections

    Become Part of the Change at the University

    If you are creative, have interesting ideas, and want to make student life more active, engaging, and diverse — this opportunity is for you!

    You can become a part of the changes at the university and contribute to the development of student life.

    📄 Submission of Documents
    March 12 – March 23

    Documents must be submitted to the Dean’s Office of your faculty:

    • ✔️ Application
    • ✔️ List of 5 supporting students (with signatures)
    • ✔️ Certificate of student status
    • ✔️ Copy of ID
    🗳️ Election Day

    📅 March 30
    ⏰ 13:00 – 16:00
    📍 76b Vazha-Pshavela Ave.
  • სპორტის უნივერსიტეტში ცხადდება სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები!

    სპორტის უნივერსიტეტში ცხადდება სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები!

    🗳️ სტუდენტური არჩევნები

    გახდი უნივერსიტეტის ცვლილებების ნაწილი

    თუ ხარ კრეატიული, გაქვს საინტერესო იდეები და გინდა, რომ სტუდენტური ცხოვრება უფრო აქტიური, საინტერესო და მრავალფეროვანი გახდეს — ეს შესაძლებლობა შენთვის არის.

    შეგიძლია უნივერსიტეტში ცვლილებების ნაწილი გახდე და საკუთარი იდეებით მონაწილეობა მიიღო სტუდენტური გარემოს განვითარებაში.

    📄 საბუთების მიღება
    12 მარტი – 23 მარტი

    საბუთები უნდა წარმოადგინოთ თქვენი ფაკულტეტის დეკანატში:

    • ✔️ განცხადება
    • ✔️ მხარდამჭერი სტუდენტების 5-კაციანი სია (ხელმოწერებით)
    • ✔️ ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ
    • ✔️ პირადობის ასლი
    🗳️ არჩევნების დღე

    📅 30 მარტი
    ⏰ 13:00 – 16:00
    📍 ვაჟა-ფშაველას 76ბ
  • უცნობი ოლიმპიური ჩემპიონი, დროის ნისლში დაკარგული ბიჭუნა

    უცნობი ოლიმპიური ჩემპიონი, დროის ნისლში დაკარგული ბიჭუნა

    🏅 ოლიმპიური ისტორია

    უცნობი ოლიმპიური ჩემპიონი — პატარა მესაჭის იდუმალი ისტორია

    ოლიმპიური თამაშების დიდებულ მატიანეში არის ერთი ჩუმი, თითქმის ზღაპრული ეპიზოდი – ამბავი პატარა ბიჭუნასი, რომლის სახელი დროთა ქარბორბალამ წაშალა, თუმცა მისი გამარჯვება სპორტის ისტორიაში ოქროს ასოებით აღიბეჭდა.

    1900 წელი, პარიზი, რიგით მეორე თანამედროვე ოლიმპიური თამაშები. მდინარე სენაზე აკადემიური ნიჩბოსანობის ფინალი მიმდინარეობს. ჰოლანდიურ ეკიპაჟს – ფრანსუა ბრანტსა და რულოფ კლაინს – სერიოზული პრობლემა შეექმნათ: მათი მესაჭე ზედმეტად მძიმე იყო, რაც გადამწყვეტ წამებს ართმევდათ. სპორტსმენებმა ელვისებური და სარისკო გადაწყვეტილება მიიღეს, ნავში იქვე მყოფი, შემთხვევითი პარიზელი ბიჭუნა ჩაისვეს.

    პატარა სხეული და გიგანტური პასუხისმგებლობა: მას უნდა ემართა ნავი, ეგრძნო წყლის წინააღმდეგობა და ტაქტიკური ალღოთი მიეყვანა გოლიათები გამარჯვებამდე. ისტორიკოსები ვარაუდობენ, რომ ის 10 წლამდე ასაკის იქნებოდა. როდესაც ნავის ცხვირმა ფინიშის ხაზი გადაკვეთა, ოქრო ჰოლანდიის ნაკრებს ერგო. ბიჭუნამ ჩემპიონებთან ერთად ფოტო გადაიღო და… გაუჩინარდა. იგი გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, რომელიც არც ოფიციალურ ოქმებში ფიგურირებს და არც საზეიმო სიებში. იგი იყო და, ამავდროულად, თითქოს არც ყოფილა.

    ათწლეულების შემდეგ, ამერიკულმა გამოცემამ „უოლ სტრიტ ჯორნალმა“ (The Wall Street Journal), გამოაქვეყნა სტატია, რომელიც სწორედ ამ იდუმალ ფიგურას მიუძღვნა. ავტორი სვამდა კითხვას: ვინ არის ფოტოზე აღბეჭდილი ყველაზე პატარა ოლიმპიელი? 1900 წლის გაცვეთილ ფოტოზე, ორ გამარჯვებულ გოლიათს შორის, პატარა ბიჭი დგას. მისი მზერა პირდაპირ ობიექტივს გასცქერის, ბავშვური სისპეტაკით, მაგრამ საოცარი, კაცური სერიოზულობით.

    „ეს არის ოლიმპიადის ისტორიაში ყველაზე დიდი საიდუმლო,“ – ამბობდა ოლიმპიადის ისტორიკოსთა საერთაშორისო საზოგადოების პრეზიდენტი დევიდ უოლეჩინსკი, რომელიც წლების განმავლობაში ავრცელებდა ამ ფოტოს იმ იმედით, რომ ვინმე ამოიცნობდა უცნობ ჩემპიონს.

    ისტორიის თეთრ ლაქებს ხშირად ერთი უბრალო მოგონება ავსებს. გაჩნდა ჰიპოთეზა, რომელმაც ამ ამბავს მოულოდნელი, კავკასიური ელფერი შესძინა. ქართველმა ისტორიკოსმა და ჟურნალისტმა პაატა ნაცვლიშვილმა ოლიმპიადის ისტორიკოსთა საზოგადოებას გაუგზავნა კვლევა, რომელიც ამტკიცებდა, რომ უცნობი ბიჭუნა შესაძლოა წარმოშობით ქართველი, შემდგომში გამოჩენილი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე – გიორგი ნიკოლაძე ყოფილიყო.

    ეს ვერსია 1980 წელს ჩაწერილ ინტერვიუს ეყრდნობოდა, სადაც ნიკოლაძის და რუსუდანი იხსენებდა, თუ როგორ მოიგო მისმა ძმამ „ნავების შეჯიბრი საფრანგეთში“ სწორედ 1900 წელს. იმ პერიოდში ნიკოლაძეების ოჯახი მართლაც პარიზში იმყოფებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ჰოლანდიელი ისტორიკოსი ანტონი ბიჟრეკი ფრთხილობს და მიიჩნევს, რომ საიდუმლო კვლავ ამოუხსნელია, ქართული კვალი ერთ-ერთი ყველაზე დამაჯერებელი და პოეტურია ამ ისტორიაში.

    ასე დგას დროის ნისლში პატარა მესაჭის ფიგურა, ბავშვი, რომელმაც ოლიმპიურ ჩემპიონებს გზა გაუკვალა და თავად ისტორიის ლაბირინთებში დაიკარგა. იქნებ ის მართლაც ქართველი გიორგი იყო? ან იქნებ პარიზელი ქუჩის ბიჭუნა, რომელსაც შემთხვევით შესთავაზეს ნავში დაჯდომა?

    ფაქტი ერთია: ოლიმპიური თამაშების გრანდიოზულ ეპოსში, გმირთა შორის, ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი დღემდე უცნობად რჩება. და იქნებ სწორედ ამაშია მისი განსაკუთრებული სიმბოლიზმი — რომ სპორტის ისტორია მხოლოდ სახელებსა და რეკორდებს კი არა, ადამიანურ საიდუმლოებებსაც ინახავს.

    სენა ისევ მიედინება. პარიზი კვლავ ანათებს. ოლიმპიური დროშა თაობიდან თაობას გადაეცემა. და სადღაც, ძველ ფოტოზე, პატარა ბიჭი კვლავ ამაყად დგას ოქროს მედლით, მაგრამ სახელის გარეშე და მარადისობას შესცქერის.

  • სამ დღიანი სტაჟირება იტალიაში

    სამ დღიანი სტაჟირება იტალიაში

    🌍 საერთაშორისო სტაჟირება

    საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაცია, სპორტული მედიცინისა და მეცნიერების აკადემიასთან თანამშრომლობით, ახორციელებს სამდღიან საერთაშორისო სტაჟირების პროგრამას თემაზე:

    „ფუნქციური შეფასება, მოძრაობის ანალიზი და რეაბილიტაცია“

    პროგრამა გაიმართება იტალიაში, ქალაქ ბერგამოში, მიმდინარე წლის 16-20 მარტს.

    პროგრამა განკუთვნილია ფიზიოთერაპიის, რეაბილიტაციისა და სპორტული მედიცინის მიმართულების სტუდენტებისა და მოქმედი სპეციალისტებისთვის და მიზნად ისახავს თანამედროვე კლინიკური და პრაქტიკული კომპეტენციების განვითარებას ფუნქციური შეფასებისა და შეფასებაზე დაფუძნებული რეაბილიტაციის მიმართულებით.

    სტაჟირების ფარგლებში მონაწილეები:

    • ✔️ დაეუფლებიან ფუნქციური შეფასების თანამედროვე მეთოდოლოგიას
    • ✔️ შეისწავლიან მოძრაობის ბიომექანიკური ანალიზის პრინციპებს
    • ✔️ შეისწავლიან ინდივიდუალური რეაბილიტაციის დაგეგმვის მოდელებს
    • ✔️ იმუშავებენ მაღალტექნოლოგიურ სარეაბილიტაციო სისტემებზე
    • ✔️ მიიღებენ პრაქტიკულ გამოცდილებას რეალურ კლინიკურ ქეისებზე მუშაობით

    პროგრამა განხორციელდება სრულად პრაქტიკულ ფორმატში, რაც უზრუნველყოფს მონაწილეთა აქტიურ ჩართულობას და პროფესიულ გამოცდილებას საერთაშორისო გარემოში.

    💰 პროგრამის სრული ღირებულება: 1450 ევრო

    ღირებულებაში შედის:

    • ✔️ სასწავლო პროცესში მონაწილეობა
    • ✔️ საერთაშორისო სერტიფიკატის გაცემა
    • ✔️ სასტუმროში განთავსება (16-20 მარტი)

  • საქართველოს სახელმწიფო სპორტის უნივერსიტეტის მორბენალთა კლუბი იწყებს რეგისტრაციას!

    საქართველოს სახელმწიფო სპორტის უნივერსიტეტის მორბენალთა კლუბი იწყებს რეგისტრაციას!

    🏃‍♂️ მორბენალთა კლუბი

    საქართველოს სახელმწიფო სპორტის უნივერსიტეტის მორბენალთა კლუბი იწყებს რეგისტრაციას!

    თუ ხარ საქართველოს სპორტის უნივერსიტეტის სტუდენტი ან აკადემიური პერსონალის წარმომადგენელი და გიყვარს სირბილი — ეს შესაძლებლობა შენთვისაა!

    მორბენალთა კლუბი აერთიანებს მათ, ვისაც სურს:

    • ✔️ ჯანსაღი ცხოვრების წესი
    • ✔️ პროფესიონალური და მეგობრული გარემო
    • ✔️ ერთობლივი ვარჯიშები და სპორტული აქტივობები
    • ✔️ უნივერსიტეტის სახელით სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობა

    📌 კლუბში გაწევრიანებისთვის რეგისტრაცია სავალდებულოა.

    დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით — სტუდენტთა კარიერული განვითარების სპორტისა და კულტურის დეპარტამენტს
    📞 598 717 259

    გაიარე რეგისტრაცია ბმულზე:

    👉 რეგისტრაცია

    💙🏅 შემოგვიერთდი და ვირბინოთ ერთად წარმატებისკენ!

  • სამეცნიერო გრანტის მოპოვებისა და განხორციელების გზები: საჯარო ლექცია სპორტის უნივერსიტეტში

    სამეცნიერო გრანტის მოპოვებისა და განხორციელების გზები: საჯარო ლექცია სპორტის უნივერსიტეტში

    🎤 საჯარო ლექცია

    „სამეცნიერო გრანტის მოპოვებისა და განხორციელების გზები“

    2026 წლის 26 თებერვალს, საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე: „სამეცნიერო გრანტის მოპოვებისა და განხორციელების გზები“. სამუშაო შეხვედრას უძღვებოდა ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორი, ქალბატონი ნინო პავლიაშვილი.

    ძირითადი საკითხები და საერთაშორისო ფონდები

    მომხსენებელმა ვრცლად ისაუბრა „ღია მეცნიერების“ (Open Science) თანამედროვე კონცეფციასა და იმ საერთაშორისო თუ ადგილობრივ საგრანტო შესაძლებლობებზე, რომლებიც ხელმისაწვდომია ქართველი მკვლევრებისთვის. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შემდეგ პროგრამებს:

    • ევროკომისიის პროგრამები (Horizon Europe): MSCA Postdoctoral Fellowship; MSCA Staff Exchanges და Erasmus+ Cooperation Partnership.
    • ადგილობრივი ფონდები: შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი.
    • სპეციალიზებული ამერიკული ფონდები: NSCA Foundation (Graduate Research Grant / Coaching Advancement) და ACSM Foundation (Research Endowment Grants).

    ციფრული ინსტრუმენტები და აკადემიური სტანდარტები

    • ციფრული რეპოზიტორიუმები და პორტალები: openscience.ge, openlibrary.ge და სამეცნიერო ჟურნალების პორტალი openjournals.ge.
    • მონაცემთა მართვა: გრანტის მომზადების პროცესში FAIR პრინციპების (მონაცემთა მოძიებადობა, ხელმისაწვდომობა, თავსებადობა და მრავალჯერადი გამოყენება) დაცვის მნიშვნელობა.
    • მკვლევრის იდენტიფიცირება: ORCID-ის (Open Researcher and Contributor ID) გამოყენების აუცილებლობა საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაციისთვის.

    სპეციფიკური რეკომენდაციები

    შეხვედრის დასასრულს, ქალბატონმა ნინომ განიხილა სპორტის უნივერსიტეტის პროფილური მიმართულებები და დარგობრივი სპეციფიკის გათვალისწინებით, გამოკვეთა ის მთავარი კონკურენტული უპირატესობები, რომლებიც ჩვენს მკვლევრებს საგრანტო კონკურსებში წარმატების მიღწევაში დაეხმარება.

    Class name – კურსის სახელი: სპორტული წვრთნის თეორია და მეთოდოლოგია 2

    Section – სავალდებულო თუ არჩევითი

    Subject – პროგრამის სახელწოდება: სამაგისტრო პროგრამა „ფიზიკური აღზრდა და სპორტი (მწვრთნელი“).

    Room – რომელ აუდიტორიაში უტარდებათ, თუმცა არ ვავსებთ

  • სპორტი და ცხოვრება – თანამედროვე სამყაროს განუყოფელი ნაწილი

    სპორტი და ცხოვრება – თანამედროვე სამყაროს განუყოფელი ნაწილი

    სპორტი და ცხოვრება

    თანამედროვე სამყაროში ძნელია მოიძებნოს ისეთი სფერო, რომელიც სრულად იზოლირებული იქნებოდა სხვა საზოგადოებრივი პროცესებისგან. სოციალური, ეკონომიკური, კულტურული და პოლიტიკური მოვლენები ერთმანეთთან მჭიდრო კავშირში ვითარდება და ქმნის ერთიან სისტემას, რომლის განუყოფელ ნაწილსაც სპორტი წარმოადგენს. სპორტი და ცხოვრება სწორედ ის ორი მიმართულებაა, რომლებიც მუდმივ ურთიერთქმედებაშია ერთმანეთთან და ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ვერ იარსებებს. მათი გადაკვეთა განსაზღვრავს არა მხოლოდ ინდივიდის ყოველდღიურ გამოცდილებას, არამედ საზოგადოების საერთო განწყობას, ღირებულებებსა და განვითარების სტრატეგიულ მიმართულებებს. სპორტი ხშირად აღიქმება როგორც გართობა ან მხოლოდ ფიზიკური აქტივობის ერთ-ერთი ფორმა, თუმცა რეალურად იგი ბევრად უფრო ფართო და მრავალშრიანი სოციალურ-კულტურული ფენომენია. სპორტი შეიძლება ჩაითვალოს ცხოვრების მინიატურულ მოდელად, სადაც კონცენტრირებულად აისახება ის პროცესები, რომლებიც რეალურ ცხოვრებაშიც გვხვდება. გამარჯვება და მარცხი, მიზნის დასახვა და მისკენ მიმავალი რთული გზა, შრომა და შედეგი, ინდივიდუალური ძალისხმევა და გუნდური პასუხისმგებლობა – ეს ყველაფერი სპორტში მკაფიოდ და თვალსაჩინოდ იკვეთება და ადამიანისთვის მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული გაკვეთილების წყაროდ იქცევა. დისციპლინა და ნებისყოფა სპორტის ერთ-ერთ უმთავრეს ღირებულებას წარმოადგენს. სპორტსმენი ყოველდღიურად მუშაობს საკუთარ თავზე, ხშირად უხილავად, რთულ და სტრესულ პირობებში. ეს პროცესი მოითხოვს დროის მართვას, თვითკონტროლს და გრძელვადიან მიზნებზე კონცენტრაციას. ანალოგიურად, ცხოვრებაშიც წარმატება იშვიათად მიიღწევა დაუღალავი შრომისა და მოთმინების გარეშე. სპორტი ადამიანს ასწავლის, რომ სწრაფი შედეგები ხშირად ილუზიურია, ხოლო ნამდვილი მიღწევები ხანგრძლივ პროცესსა და მიზნისადმი ერთგულებას მოითხოვს. არანაკლებ მნიშვნელოვანია მარცხთან გამკლავების უნარი. სპორტში წაგება გარდაუვალია და იგი სპორტული კარიერის ბუნებრივ ნაწილს წარმოადგენს. თუმცა სწორედ მარცხის გამოცდილებაში ყალიბდება ხასიათი, შინაგანი სიმტკიცე და ფსიქოლოგიური მდგრადობა. სპორტსმენი სწავლობს შეცდომების გაანალიზებას, პასუხისმგებლობის აღებას და ხელახლა ცდას. ეს გამოცდილება პირდაპირ გადაიტანება ყოველდღიურ ცხოვრებაშიც, სადაც შეცდომა ხშირად არა დასასრული, არამედ განვითარების საწყისი ეტაპია. სპორტი ადამიანს ამზადებს რეალური ცხოვრების სირთულეებისთვის და აძლევს მარცხის კონსტრუქციულად გამოყენების უნარს. გუნდურობა კიდევ ერთი არსებითი კომპონენტია, რომელსაც სპორტი მკაფიოდ წარმოაჩენს. სპორტული პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ მხოლოდ ინდივიდუალური ნიჭი და შესაძლებლობები არ არის საკმარისი საერთო წარმატების მისაღწევად. ურთიერთდახმარება, პასუხისმგებლობის გაზიარება, საერთო მიზნისთვის მოქმე-დება და ერთმანეთის მხარდაჭერა ქმნის წარმატებული გუნდის საფუძველს. იგივე პრინციპი მოქმედებს საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც. ოჯახი, მეგობრები, სამუშაო კოლექტივი და სოციალური გარემო ქმნიან ჩვენს „გუნდს“, რომლის გარეშე სტაბი-ლური და მდგრადი შედეგების მიღწევა რთული, ხოლო ხშირად შეუძლებელიც კია. სპორტში განსაკუთრებული სიმძლავრით ვლინდება ეროვნული იდენტობა და კულტურული თვითგამოხატვა. საერთაშორისო სპორტულ ასპარეზზე მიღწეული გამარჯვება არა მხოლოდ ინდივიდუალური ან გუნდური წარმატებაა, არამედ სახელმწიფოს პრესტიჟისა და საერთაშორისო იმიჯის განმტკიცების მნიშვნელოვანი საშუალება. სპორტული შეჯიბრებები ხშირად იქცევა საერთო ეროვნული სიამაყისა და ერთიანობის სიმბოლოდ, რომელიც დროებით მაინც ამცირებს სოციალურ განსხვავებებს და აძლიერებს საზოგადოებრივ კონსოლიდაციას. სპორტი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ახალგაზრდების აღზრდისა და სოციალიზაციის პროცესშიც. ის ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩამოყალიბებას, პასუხისმგებლობის გრძნობას, წესების პატივისცემასა და სამართლიანობის აღიარებას. სპორტული საქმიანობა ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, საკუთარი ენერგია პოზიტიურ მიმართულებას მოახმარონ და თავიდან აიცილონ სოციალური რისკები. სპორტისა და ცხოვრების გადაკვეთაზე ყალიბდება თანამედროვე ადამიანი, ემოციურად მდგრადი, პასუხისმგებლიანი და საზოგადოებრივ პროცესებში აქტიურად ჩართული ინდივიდი. სპორტი გვაძლევს ენერგიას, ხასიათს და ერთიანობის განცდას, ხოლო ცხოვრება გვთავაზობს გამოცდილებას, შეცდომებსა და სიბრძნეს, რომლებიც ადამიანის სრულფასოვან ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. დიდი სპორტული გამარჯვებები ხშირად მთელ ერს აერთიანებს და ძლიერ ემოციურ მუხტს ქმნის, რაც მნიშვნელოვანი სოციალური ეფექტის მატარებელია. ამის თვალსაჩინო მაგალითია საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წარმატება ევროპის ჩემპიონატზე – მოვლენა, რომელმაც არა მხოლოდ სპორტული, არამედ ეროვნული თვითშეგნების განმტკიცება განაპირობა და საზოგადოებაში ერთიანობის განსაკუთრებული განცდა შექმნა. ამრიგად, სპორტისა და ცხოვრების ურთიერთგაგება და სიღრმისეული გააზრება აუცილებელია, თუ გვინდა უკეთ შევიცნოთ როგორც საკუთარი თავი, ისე ის სოციალური და კულტურული სივრცე, რომელშიც ვცხოვრობთ. სპორტი აღარ არის მხოლოდ ფიზიკური აქტივობა – იგი თანამედროვე ცხოვრების სარკეა, რომელიც ასახავს ადამიანის შესაძლებლობებს, ღირებულებებსა და მისწრაფებებს. გურამ ძაგანია