გსურს გახდე ჩვენი გუნდის წევრი?
ჩვენ ვაფასებთ პროფესიონალიზმს,
პასუხისმგებლობას და
განვითარებაზე ორიენტირებულობას.
დამატებითი ინფორმაციისთვის ან განაცხადის გაგზავნის მიზნით, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:
vacancy@sportuni.ge
კონკურსზე წარმოდგენილი დოკუმენტაციის საშუალებით, კანდიდატი ადასტურებს, რომ ინფორმირებულია
მის მიერ საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის მიზნებისა და საფუძვლების შესახებ. კერძოდ,
წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები დამუშავდება საქართველოს კანონის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“
მოთხოვნათა შესაბამისად, პერსონალის შერჩევის და აგრეთვე შესაძლო შრომითი ურთიერთობის გაფორმების მიზნით.კონკურსანტის მიერ მოწოდებული საკონკურსო დოკუმენტაცია შენახული იქნება უნივერსიტეტის მიერ,
შესაბამისად საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის ბრძანების N72-ის მოთხოვნების შესაბამისად,
რომელიც ადგენს დაწესებულებების საქმიანობის პროცესში შექმნილი ტიპობრივი მმართველობითი დოკუმენტების
შენახვის ვადებს.ამასთან, იმ კანდიდატების პერსონალური მონაცემები, რომლებმაც ვერ გადალახეს შერჩევის ეტაპი,
უნივერსიტეტი ინახავს აკადემიური პერსონალის შემთხვევაში — ავტორიზაციის ვადით,
ხოლო დამხმარე პერსონალის შემთხვევაში — ორი თვის ვადით, რის შემდეგაც დოკუმენტაცია განადგურდება.