საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ჟურნალის შესახებ

საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი „ინოვაციები სპორტულ მეცნიერებასა და ჯანდაცვაში“არის საერთაშორისო რეფერირებადი და რეცენზირებადი სამეცნიერო ჟურნალი, რომელიც საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზეა დაფუძნებული. უნივერსიტეტი უკვე 90 წელია რაც სპორტის მეცნიერებისა და მწვრთნელობის სფეროებში ცოდნისა და ინტერდისციპლინური კვლევის განვითარებას ემსახურება. ჟურნალი გამოიცემა როგორც ონლაინ, ასევე ბეჭდური ფორმატით.

მიზნები და ამოცანები


  • ჟურნალის მიზანია გახდეს სანდო და გავლენიანი პლატფორმა სპორტის მეცნიერებისა და ჯანდაცვის ინტერდისციპლინარულ კვლევებში, რომელიც:
  • ხელს შეუწყობს ახალი, მტკიცებულებაზე დაფუძნებული სამეცნიერო ცოდნის შექმნასა და გავრცელებას;
  • წაახალისებს თანამშრომლობას მკვლევრებს, აკადემიურ ინსტიტუტებსა და პროფესიულ ორგანიზაციებს შორის ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე;
  • მხარს დაუჭერს ახალგაზრდა მეცნიერებისა და მკვლევრების პროფესიულ განვითარებას;
  • ხელს შეუწყობს თეორიული და პრაქტიკული კვლევების ინტეგრაციას, რაც საფუძველს შექმნის ინოვაციების განვითარებისთვის როგორც სპორტის საშეჯიბრო მიმართულებაში, ისე სპორტის როგორც ჯანმრთელობის განმტკიცებისა და დაავადებათა პრევენციის მექანიზმის კონტექსტში;
  • გააძლიერებს სამეცნიერო ეთიკის, გამჭვირვალობისა და ხარისხის პრინციპებზე დაფუძნებულ პუბლიკაციის კულტურას.

ხედვა


  • რეგიონული ლიდერი და საერთაშორისო რეფერენტული პლატფორმა სპორტულ მეცნიერებასა და ჯანდაცვის ინტერდისციპლინარულ კვლევებში;
  • სივრცე, სადაც ერთიანდება თეორიული და გამოყენებითი მეცნიერება,
  • ადგილი, სადაც მეცნიერები, პრაქტიკოსები და სპორტის და ჯანდაცვის პოლიტიკის შემმუშავებლები ერთობლივად განიხილავენ გლობალურ და ლოკალურ გამოწვევებს.

ღირებულებები


  • მეცნიერული მთლიანობა და ეთიკა – ჟურნალის რედაქცია ემყარება გამჭვირვალობას, ობიექტურობას და სამეცნიერო პატიოსნებას.
  • ინოვაცია და ხარისხი – სწრაფვა ინოვაციური იდეების მხარდაჭერისა და მაღალი ხარისხის პუბლიკაციების უზრუნველსაყოფად.
  • ინკლუზიურობა და მრავალფეროვნება – ადგილობრივი და საერთაშორისო ავტორების ჩართულობა აკადემიურ დისკურსში.
  • თანამშრომლობა და პარტნიორობა – პროფესიული ქსელების, ინსტიტუციებისა და ორგანიზაციების დაკავშირება საერთო სამეცნიერო მიზნების მისაღწევად.
  • განვითარებაზე ორიენტირებულობა – ახალგაზრდა მკვლევართა ხელშეწყობა და სამეცნიერო გარემოს გამდიდრება უახლესი ცოდნითა და მიგნებებით.

საკვლევი თემატიკა


ჟურნალი აერთიანებს სპორტის მეცნიერებისა და ჯანდაცვის სფეროში ჩატარებულ მრავალმხრივ და ინტერდისციპლინარულ კვლევებს.

  • სპორტსმენთა ფიზიოლოგიური, ბიომექანიკური, ბიოქიმიური და ფსიქოლოგიური მახასიათებლების შესწავლა;
  • ვარჯიშის დაგეგმვის, დატვირთვის მართვისა და აღდგენის თანამედროვე/ინოვაციური მეთოდები;
  • სპორტული კვება;
  • წვრთნის თეორია, პრაქტიკა და პროფესიული განვითარება;
  • სპორტის ფსიქოლოგია;
  • მონაცემებზე დაფუძნებული სპორტული ანალიზი და ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრაცია;
  • სპორტის მენეჯმენტი, ორგანიზაციული მოდელები და მმართველობა;
  • სასპორტო განათლება;
  • სოციალური და კულტურული ასპექტები სპორტში (გენდერი, ინკლუზიურობა, პარასპორტი);
  • ბავშვთა და მოზარდთა სპორტის განვითარება;
  • ელიტური სპორტი;
  • ფიზიკური აქტივობის გავლენა ჯანმრთელობაზე;
  • სამედიცინო და სარეაბილიტაციო პროგრამები სპორტსა და ფიზიკურ აღზრდაში;
  • სპორტული მედიცინა, ტრავმების პრევენცია და აღდგენა
  • ვარჯიშზე დაფუძნებული ინტერვენციები ქრონიკული დაავადებების მართვაში.