საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი

პლაგიატის პოლიტიკა

ჟურნალი მკაცრად იცავს სამეცნიერო კეთილსინდისიერების პრინციპებს და დაუშვებლად მიიჩნევს პლაგიატის ნებისმიერი ფორმით გამოვლენას. პლაგიატი აზიანებს არა მხოლოდ ავტორის აკადემიურ რეპუტაციას, არამედ მთლიანად სამეცნიერო სივრცეს, რის გამოც ჟურნალის რედაქცია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ნაშრომების ორიგინალობას.


პლაგიატად მიიჩნევა

  • პირდაპირი პლაგიატი – სხვისი ინტელექტუალური შრომის შედეგის ტექსტის, იდეის, კონცეფციის, ვიზუალური ან აუდიო მასალის, ნებისმიერი სახის მონაცემების გამოყენება და გავრცელება ავტორის მითითების გარეშე;
  • პერიფრაზირებული პლაგიატი – სხვისი აზრის საკუთარი სიტყვებით გადმოცემა ავტორის მითითების გარეშე;
  • მოზაიკური პლაგიატი – მოზაიკური პლაგიატისას სხვადასხვა წყაროებიდან აღებული მოსაზრებების იმგვარი გაერთიანება, როდესაც ცალკეული ავტორი მითითებული არ არის;
  • პლაგიატი დაუდევრობით – არასწორი ციტირება დაუდევრობის გამო;
  • საავტორო უფლებების დარღვევა – სხვისი ნამუშევრის გამოყენება საავტორო უფლებების მოპოვების გარეშე;
  • თვითპლაგიატი – საკუთარი ნაშრომის განმეორებით გამოყენება ორიგინალური წყაროს მიუთითებლად;
  • გამოუქვეყნებელი მასალის (ნაშრომი, ბლოგი, ლექციის ჩანაწერები, კონსპექტი, ლექცია, ზეპირი სიტყვა და სხვა) გამოყენება ავტორის/წყაროს მითითების გარეშე;
  • ვებ გვერდის, ფილმის, სატელევიზიო გადაცემის და სხვა გამოყენება ავტორის/წყაროს მითითების გარეშე;
  • სხვისი ტექსტის სიტყვა-სიტყვით ან შინაარსობრივი გადმოტანა სათანადო ციტირების გარეშე;
  • ავტორის მიერ საკუთარი წინა ნაშრომების ხელახალი გამოყენება სათანადო მითითების გარეშე („თვითპლაგიატი“);
  • სხვისი იდეების, სტრუქტურის ან მეთოდოლოგიური მიდგომების გადმოღება მითითების გარეშე;
  • თარგმნილი ტექსტის წარდგენა როგორც დამოუკიდებელი, ორიგინალური ნაშრომი.


შემოწმების პროცესი
ყველა სტატია პლაგიატზე მოწმდება სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით, სანამ იგი გადაეცემა რეცენზენტს.

პლაგიატის დადასტურების შემთხვევაში, რედაქცია იღებს შემდეგ ზომებს:

  1. მცირე დამთხვევების შემთხვევაში  (მაგ., შეუსაბამო ციტირება, ტექნიკური სახის გამეორებები): ავტორს მიეწოდება რეკომენდაციები ტექსტის გასწორებისა და სათანადო ციტირების დასამატებლად.
  2. მნიშვნელოვანი დამთხვევის შემთხვევაში – სტატია არ მიიღება და ავტორს ეცნობება მიზეზი დეტალურად.
  3. გრავიტაციული შემთხვევისას (შინაარსობრივი პლაგიატი, დიდი მოცულობის  დაკოპირება) – სტატია სრულად მოიხსნება განხილვიდან, და ეს სტატია აღარ დაიშვება გამოსაქვეყნებლად.

შეგვიძლია უფრო გავამკაცროთ პლაგიატის საკითხი


პასუხისმგებლობა
პლაგიატზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ავტორს. ნაშრომის წარდგენისას ავტორი ადასტურებს, რომ იგი წარმოადგენს დამოუკიდებელ და ეთიკურად მომზადებულ ტექსტს და ყველა გამოყენებული წყარო ციტირებულია სათანადოდ.

იმ შემთხვევაში, თუ პლაგიატი სტატიის გამოქვეყნების შემდეგ დგინდება, რომელსაც წარადგენს მკითხველი, მკვლევარი, რეცენზენტი თუ სხვა დაინტერესებული მხარე სტატიის ავტორის მიმართ, რომელიც უკავშირდება მონაცემთა ფალსიფიკაციას, ეთიკურ დარღვევებს ან ავტორის არაეთიკური ქმედების სხვა სერიოზულ საკითხს, სარედაქციო კოლეგია უფლებამოსილია განიხილოს პლაგიატის სიმძიმე და მიიღოს შესაბამისი ზომები:

  • ამოიღოს ნაშრომი და ავტორს აღარ მისცეს სხვა დროს ამავე ჟურნალში გამოქვეყნების შესაძლებლობა;
  • ამოიღოს ნაშრომი და ავტორს გარკვეული ვადით (3 წლიდან 5 წლამდე) შეუზღუდოს ამავე ჟურნალში სტატიის გამოქვეყნება;


ეთიკის კოდექსი
ჟურნალი იზიარებს საერთაშორისო სტანდარტებს სამეცნიერო ეთიკის დაცვის კუთხით (COPE-ის სახელმძღვანელო პრინციპები), და პლაგიატის პოლიტიკა ამ სტანდარტებთან სრული თანხვედრით მოქმედებს.