საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი

Category: სტუდენტური

  • წარმომადგენლობითი საბჭოს სტუდენტ წევრთა არჩევნები

    წარმომადგენლობითი საბჭოს სტუდენტ წევრთა არჩევნები

    წარმომადგენლობით საბჭოში მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტიდან 2 სტუდენტი წევრის ადგილზე და მწვრთნელთა ფაკულტეტიდან 1 სტუდენტი წევრის ადგილზე გამოცხადებული არჩევნები გაიმართება: 2025 წლის 20 ნოემბერს 13:00–17:00.

    მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზირი №76ბ

  • გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი

    გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი

    🎓 ეს შანსი შენთვისაა — გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი!

    საქართველოს ბანკი

    საქართველოს ბანკი აგრძელებს ახალგაზრდების მხარდაჭერას და სტუდენტებისთვის იწყებს სტიპენდიების ახალ ეტაპს. ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა, რომ შენი ცოდნა და მონდომება დაფასდეს — მიღე სტიპენდია და გადადგი პირველი ნაბიჯი წარმატებისკენ!

    📅 განაცხადების მიღება გაგრძელდება: 30 ნოემბრამდე
    🔗 დარეგისტრირდი ბმულზე: bankofgeorgia.ge/student-space

    თუ სწავლობ აკადემიურად წარმატებით, ხარ მოტივირებული და გინდა, რომ შენი ძალისხმევა აღიარებულ იქნას — ეს შანსი სწორედ შენთვისაა!

    💡 გირჩევს საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი

  • სწავლის დაფინანსების მიზნობრივი საგანმანათლებლო მხარდაჭერის პროგრამა

    სწავლის დაფინანსების მიზნობრივი საგანმანათლებლო მხარდაჭერის პროგრამა

    მიზნობრივი საგანმანათლებლო მხარდაჭერის პროგრამა

    საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ახორციელებს მიზნობრივ საგანმანათლებლო მხარდაჭერის პროგრამას, რომლის ფარგლებში ფინანსდება აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი და მეორე საფეხურის (ბაკალავრიატი და მაგისტრატურა) აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტები, რომლებიც ცხოვრობენ გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში.

    პროგრამის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს განათლების ხელმისაწვდომობას, სოციალური და რეგიონული უთანასწორობის შემცირებას და ახალგაზრდებისთვის მაღალი განათლების მიღების შესაძლებლობების გაფართოებას. აღნიშნული ინიციატივა უზრუნველყოფს განსაკუთრებულ მხარდაჭერას იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ სახელმწიფოს მიერ განსაზღვრულ კონფლიქტის ზონის მიმდებარე სამიზნე ტერიტორიებზე.

    დაფინანსება გაიცემა სტუდენტებზე, რომლებიც:

    • არიან საქართველოს მოქალაქეები;
    • სწავლობენ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
    • ფლობენ აქტიურ სტუდენტურ სტატუსს;
    • ცხოვრობენ გამყოფი ხაზის მიმდებარე დასახლებებში;
    • ჩართული არიან ბაკალავრიატის, ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო/მედიცინის/სტომატოლოგიის პროგრამებში ან მაგისტრატურაში.

    პროგრამა მიზნად ისახავს მოტივაციის გაძლიერებას, განათლებასთან დაკავშირებული გეოგრაფიული ბარიერების შემცირებას, ახალგაზრდების განათლებაში ჩართულობის მხარდაჭერას და სოციალურ-საგანმანათლებლო სტაბილურობის უზრუნველყოფას.

    მონაწილეობის მსურველ სტუდენტებს რეგისტრაცია შეუძლიათ ელექტრონული ფორმით განსაზღვრულ ვადებში. განაცხადს თან ერთვის შესაბამისი დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს სტუდენტის საცხოვრებელ მისამართს, აქტიურ სტატუსს და სხვა მოთხოვნილ ინფორმაციას.

    პროგრამა წარმოადგენს სახელმწიფო საგანმანათლებლო პოლიტიკის მნიშვნელოვან მიმართულებას და ხელს უწყობს ახალგაზრდების მხარდაჭერასა და განვითარების შესაძლებლობების გაფართოებას იმ რეგიონებში, სადაც სოციალური და ინფრასტრუქტურული გამოწვევები განსაკუთრებით მწვავეა. სამინისტრო მიიჩნევს, რომ განათლება არის უსაფრთხო, ძლიერი და განვითარებული სახელმწიფოს საფუძველი, ხოლო ახალგაზრდებისთვის შესაბამისი პირობებისა და შესაძლებლობების შექმნა — ეროვნული პრიორიტეტი.

  • STUDFEST 2025

    STUDFEST 2025

    STUDFEST 2025 — სტუდენტების ფესტივალი იწყება!

    სტუდენტებისთვის შექმნილი ფესტივალი, რომელიც აერთიანებს ტალანტებს მთელ საქართველოდან.

    თუ გიყვარს ქართული ცეკვა, სიმღერა ან თანამედროვე ქორეოგრაფია — ეს შენი შანსია!
    გამოავლინე უნარები, აჩვენე შესაძლებლობები და გახდი ფესტივალის მონაწილე.

    რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ: karsporkul@sportuni.ge

  • საგრანტო კონკურსი სტუდენტებისთვის!

    საგრანტო კონკურსი სტუდენტებისთვის!

    ახალგაზრდობის სააგენტოს სტუდენტთა საგრანტო კონკურსი

    ახალგაზრდობის სააგენტოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია უმაღლესი დაპროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტების მხარდაჭერა და გაძლიერება, მათთვის მრავალფეროვანი შესაძლებლობების შეთავაზება. სწორედ ამიტომ, წელს უკვე მეორედ გამოცხადდა საგრანტო კონკურსი სტუდენტებისთვის.

    საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქე, უმაღლესი ან/დაპროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტს/პროფესიულ სტუდენტს, რომელიც საგრანტო პროექტის განხორციელების მიზნით (პროექტის ადმინისტრირებისთვის) საინიციატივო ჯგუფში აერთიანებს აქტიური სტატუსის მქონე არანაკლებ 5 სტუდენტს/პროფესიულ სტუდენტს.

    განაცხადები მიიღება 2025 წლის 8 ოქტომბრიდან 26 ოქტომბრის ჩათვლით.

    ამასთანავე, კონკურსში მონაწილეობისთვის და შემდგომ პროექტის განხორციელების პროცესში მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო დაწესებულებასთან მჭიდრო თანამშრომლობა/მხარდაჭერა. აღნიშნულის გათვალისწინებით, გთხოვთ, შესაძლებლობის ფარგლებში უზრუნველყოთ ზემოაღნიშნული საგრანტო კონკურსის შესახებ ინფორმაციის გავრცელება და ამავე დროს, ითანამშრომლოთ კონკურსში მონაწილეობის მსურველ სტუდენტებთან, წერილობით დაადასტუროთ მხარდაჭერა და პროექტის დაფინანსების შემთხვევაში აღმოუჩინოთ შესაბამისი დახმარება.

    სტუდენტების დაინტერესების შემთხვევაში (არანაკლებ 30 სტუდენტისა), მზად ვართ საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით გავმართოთ საკონსულტაციო შეხვედრაც.

    საგრანტო კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე:
    იხილეთ დეტალურად

    კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით:
    ელ-ფოსტა: Grants-3@youthagency.gov.ge
    ტელეფონი: 032 230 51 65; 598 932 300; 598 657 232

  • ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის კონკურსი 2025/2026 წლის გაზაფხულის სემესტრისთვის!

    ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის კონკურსი 2025/2026 წლის გაზაფხულის სემესტრისთვის!

    გაცნობებთ, რომ ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში 2025/2026 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრისთვის გამოცხადდა კონკურსი მობილობისათვის

    კონკურსის ფარგლებში სტუდენტები მიიღებენ ERASMUS-ის სტიპენდიასა და მგზავრობის დაფინანსებას.

    მობილობა ცხადდება შემდეგ პარტნიორ უნივერსიტეტებში:

    • ლიეტუვის სპორტის უნივერსიტეტში (კაუნასი, ლიეტუვა) – 2 ადგილი (ბაკალავრი და მაგისტრი)
    • ვასილ ლევსკის სახელობის ეროვნული სპორტის აკადემია (სოფია, ბულგარეთი) – 4 ადგილი (ბაკალავრი და მაგისტრი)

    კონკურსში მონაწილეობის პირობები:

    • სპორტის უნივერსიტეტის აქტიური სტუდენტის სტატუსი;
    • ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე;
    • მაღალი აკადემიური მოსწრება (GPA მინიმუმ 2.5).

    კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელია გაიაროთ შიდა საუნივერსიტეტო შერჩევა, რომელიც მოიცავს 3 საფეხურს:

    1. დოკუმენტაციის წარმოდგენა:

      • CV და სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე;
      • ნიშნების ამონაწერი;
      • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ.
    2. ინგლისური ენის გამოცდა (ინგლისური ენის B2 დონის საერთაშორისო სერტიფიკატის ქონის შემთხვევაში აპლიკანტი არ გადის გამოცდის ეტაპს);
    3. გასაუბრება ინგლისურ ენაზე.

    დამატებითი გრანტის შესაძლებლობა მათთვის, ვისაც სურვილი აქვს ისწავლოს ლიეტუვის სპორტის უნივერსიტეტში:

    ლიეტუვის სპორტის უნივერსიტეტი სთავაზობს დამატებით გრანტს სტუდენტებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ქვემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს
    (ნაკლები შესაძლებლობების მქონე სტუდენტთა ჯგუფები):

    • სტუდენტები, რომლებიც იღებენ სოციალური დახმარებას (საჭიროა ცნობა სოციალური დახმარების მიღების შესახებ);
    • სტუდენტები, რომელთა შრომისუნარიანობის დონე შეადგენს 45%-ს ან ნაკლებს (საჭიროა: შშმ პირის მოწმობა ან სამედიცინო დაწესებულების ცნობა);
    • 25 წლის ან უფროსი ასაკის სტუდენტები, რომლებიც სრულწლოვანების მიღწევამდე იმყოფებოდნენ მეურვეობის ქვეშ, ან რომელთა მშობლები (ან ერთ-ერთი მშობელი) გარდაცვლილია (საჭიროა: შესაბამისი დოკუმენტაცია);
    • სტუდენტები, რომლებიც არიან მცირეწლოვანი შვილ(ებ)ის (7 წლამდე) ან შშმ შვილ(ებ)ის (14 წლამდე) მშობლები/მეურვეები (საჭიროა: დაბადების მოწმობა, შშმ პირის მოწმობა);
    • იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებმაც განიცადეს პოლიტიკური რეპრესიები (საჭიროა: თავშესაფრის მინიჭების გადაწყვეტილება ან მუდმივი ბინადრობის ნებართვა);
    • სტუდენტები ჯანმრთელობის პრობლემებით (საჭიროა: ოფიციალური სამედიცინო ცნობა).

    ყველა ზემოაღნიშნული დოკუმენტი წარმოდგენილი უნდა იყოს ინგლისურ ენაზე.

    განცხადების მიღების ბოლო ვადა: 25 ოქტომბერი

    დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
    erasmus@sportuni.ge

  •  სასწავლო წლის დაწყება გადაიდო!

     სასწავლო წლის დაწყება გადაიდო!

    საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო წლის დაწყების თარიღი შეიცვალა.

    სწავლა დაიწყება 13 ოქტომბერს.

  • ვიქტორ სანაევის თასი

    ვიქტორ სანაევის თასი

    „ვიქტორ სანეევის თასი“ – გახდი მოხალისე – გაიარე რეგისტრაცია და ჩაერთე ტურნირის ორგანიზებაში!

    https://form.jotform.com/252671243778465

    2025 წლის 3 ოქტომბერს ლეგენდარული ქართველი სპორტსმენი და ჩვენი უნივერსიტეტის კურსდამთავრებული – ვიქტორ სანეევი 80 წლის გახდებოდა.

    ამ მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით გაიმართება „ვიქტორ სანეევის თასი“ სამხტომსა და სიგრძეზე ხტომაში.

    ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ სპორტსმენები საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და სინგაპურიდან. ღონისძიებას დაესწრება ბატონი ვიქტორის მეუღლე.

    ორგანიზატორები – საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი; საქართველოს ეროვნული ფედერაცია „სპორტი ყველასათვის“

    მხარდამჭერები – საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი, მძლეოსნობის ეროვნული ფედერაცია, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო, საქართველოს სპეციალური ოლიმპიადის ეროვნული ფედერაცია.

    გელოდებით ყველას!

    • 3 ოქტომბერი
    • 10:00 საათი
    • ვაკის საფეხბურთო სტადიონი

  • მობილობის შიდა (სპორტული) ტურის შედეგები

    მობილობის შიდა (სპორტული) ტურის შედეგები

    2025-2026 სასწავლო წელს საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის (მწვრთნელი)“ და „ფიტნესი და ჯანმრთელობის“ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე, მობილობით გადმოსვლის მიზნით, ჩატარებული შიდა (სპორტული) ტურის შედეგები  იხილეთ ფაილი

    აბიტურიენტი უფლებამოსილია, შეიტანოს სააპელაციო განცხადება რექტორის ბრძანებით შექმნილ სააპელაციო კომისიის სახელზე, მისაღები (შიდა) სპორტული ტურის შედეგების გამოცხადებიდან 24 საათის განმავლობაში. 

    საპრეტენზიო განაცხადი სააპელაციო კომისიის სახელზე ბარდება უნივერსიტეტის კანცელარიაში: ქ. თბილისი, ეგ. ნინოშვილის ქ. 55. ტელ: 032 256-05-01