საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი

Category: სასწავლო

  • სპორტის უნივერსიტეტს  სამუშაო ვიზიტით ხორვატიის, ქ.ზაგრების უნივერსიტეტის დელეგაცია ეწვია

    სპორტის უნივერსიტეტს სამუშაო ვიზიტით ხორვატიის, ქ.ზაგრების უნივერსიტეტის დელეგაცია ეწვია

    2018 წლის 18 მაისს საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერისტეტს სამუშაო ვიზიტით ხორვატიის, ქ. ზაგრების უნივერსიტეტის დელეგაცია ეწვია.

    დელეგაციის წევრები იყვნენ უნივერსიტეტის კინეზიოლოგიის ფაკულტეტის დეკანი პროფესორი ტომისლავ კრისტიჩევიჩი და მისი ორი მოადგილე. ვიზიტის ფარგლებში პროფესორმა კრისტიჩევიჩმა სპორტის უნივერსიტეტში წაიკითხა მოხსენება კინეზიოლოგიის მეცნიერების შესახებ და წარმოადგინა პრეზენტაცია ზაგრების უნივერსიტეტის კინეზიოლოგიის ფაკულტეტის საქმიანობის შესახებ.

    სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სპორტის უნივერსიტეტსა და ზაგრების უნივერსიტეტს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის სასწავლო პროცესების განვითარებას და პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებას გაცვლითი პროგრამების ფარგლებში. აღნიშნული მემორანდუმი ასევე გაამყარებს ხორვატია–საქართველოს მეგობრულ და თანამშრომლურ ურთიერთობებს.


    სტუდენტთა საუნივერსიტეტთაშორისო კონფერენცია სპორტის უნივერსიტეტში

    2018 წლის 23 მაისს, საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია (ორგანიზატორები: ქეთევან ბერიძე და გიორგი ზუბიტაშვილი), რომელიც მიეძღვნა სპორტის უმაღლესი სასწავლებლის დაარსებიდან 80 წლის იუბილეს.

    კონფერენციაში მონაწილეობდნენ მწვრთნელთა ფაკულტეტის, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის სტუდენტები, ასევე სპორტის კოლეჯის, გორის უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის სტუდენტები და მაგისტრანტები.

  • სტუმრად სივასის უნივერსიტეტში

    სტუმრად სივასის უნივერსიტეტში

    2017 წლის 16-20 ნოემბერს საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაცია სამომავლო ერთობლივი პროექტების განხორციელებისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, სტუმრად იმყოფებოდა თურქეთის ქალაქ სივასის უნივერსიტეტში. დაისახა სამომავლო ურთიერთობის პერსპექტივები ჩვენსა და სივაშის უნივერსიტეტს შორის. ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც მიზანდ ისახავს სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების გაცვლითი პროგრამების უზრუნველყოფას, სტუდენტების მობილობასა და ერთობლივი პროექტებისა და ღონისძიებების განხორციელებას. დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა სპორტის უნივერსიტეტის მორაგბეთა გუნდი, რომელმაც ორი ამხანაგური შეხვედრა გამართა ადგილობრივი უნივესიტეტის გუნდთან (ორივე შეხვედრა ჩვენი მორაგბეების დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა). მემორანდუმის ფარგლებში ხელშეკრულება დაიდო რაგბის, ფეხბურთის, ფრენბურთის, ფუტსალის, ხელბურთისა და კალათბურთის გუნდების გაცვლითი პროგრამების შესახებ. ჩვენი დელეგაციის სტუმრობის დროს სპორტის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორმა, საქართველოს დამსახურებულმა მწვრთნელმა ლევან მგელაძემ მასტერ კლასი ჩაუტარა სივაშის უნივერსიტეტის რაგბისტთა გუნდს.

  • სპორტის უნივერსიტეტის მაგისტრანტებმა მონაწილეობა მიიღეს გაცვლით პროგრამაში სომხეთის ფიზიკური კულტურის და სპორტის სახელმწფო ინსტიტუტში

    სპორტის უნივერსიტეტის მაგისტრანტებმა მონაწილეობა მიიღეს გაცვლით პროგრამაში სომხეთის ფიზიკური კულტურის და სპორტის სახელმწფო ინსტიტუტში

    2017 წლის 5-12 მარტს საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სპორტის მენეჯმენტის ორმა მაგისტრანტმა, ზურა ბერუკაშვილმა და მურად ფახურიძემ, მონაწილეობა მიიღეს გაცვლით პროგრამაში, სომხეთის ფიზიკური კულტურის და სპორტის სახელმწფო ინსტიტუტში. გაცვლითი პროგრამა მოიცავდა ორ სასწავლო კურსს – კონტროლს სპორტულ ორგანიზაციებში და სპორტის მენეჯმენტს. გარდა ამისა, სტუდენტები შეხვდნენ სპორტული ფედერაციის წარმომადგენლებს და მოინახულეს ქ. ერევნის სხვადასხვა სპორტული ობიექტები. სტუდენტების სწავლის, კვების და განთავსების ფინანსური ხარჯები თავის თავზე აიღო სომხეთის მხარემ