გამოვიდა ჩვენი უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით სახელმძღვანელოდ დამტკიცებული წიგნი “ბიოქიმია”. ვულოცავთ მის ავტორს, ბატონ მურად გარუჩავას ამ შესანიშნავი სახელმძღვანელოს გამოცემას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს.




სპორტის უნივერსიტეტის პროფესორმა გიორგი ფარულავამ და ასოცირებულმა პროფესორმა ალექსანდრე ეგოიანმა მონაწილეობა მიიღეს პირველ საერთაშორისო ონლაინ კონფერენციაში „განათლება, ტექნოლოგია და ინოვაცია“ (ICETI2021), რომლის ორგანიზატორები იყვნენ ევროპის უნივერსიტეტი და ქუთაისის უნივერსიტეტი. კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტს წინასწარ გადაეგზავნა მოხსენების აბსტრაქტი, რომლის თაობაზეც მომხსენებლებს ეცნობათ შემდეგი:
„თქვენს მიერ გადმოგზავნილი აბსტრაქტი შეფასდა ფარული რეცენზირების წესით ორი რეცენზენტის მიერ; აბსტრაქტების შეფასების მაქსიმალური ქულა იყო 25, გამსვლელ ქულად კი განისაზღვრა 15.
კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის სახელით, მოხარულები ვართ, გაცნობოთ, რომ თქვენ მიერ წარმოდგენილი აბსტრაქტი შეფასდა 22.5 ქულით (ეს შედეგი მეორე იყო) და იგი შეირჩა მოხსენებისთვის.“
15 დეკემბერს აღნიშნულ საერთაშორისო კონფერენციაზე, პროფესორმა გიორგი ფარულავამ და ასოცირებულმა პროფესორმა ალექსანდრე ეგოიანმა, გააკეთეს მოხსენება თემაზე: “ინოვაციური მეთოდები და ახალი სასწავლო კურსები რეაბილიტაციის საბაკალავრო პროგრამაში” (Innovative Methods and New Teaching Courses in Bachelor’s Program of Rehabilitation).
ვულოცავთ მათ საერთაშორისო კონფერენციაში წარმატებით მონაწილეობას და ვუსურვებთ შემდგომ ნაყოფიერ სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას.


2021 წლის 2-3 დეკემბერს ქალაქ კაუნასში ლიტვის სპორტის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ სპორტული ფორუმის ფარგლებში ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო ონლაინ კონფერენცია Sport Forum – International Scientific Conference – Athlete Training Management” რომელშიც მონაწილეობდა ჩვენი უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ქეთევან ხაზარაძე და მოწვეული პედაგოგები ნინო ჯაფარიძე და აზა რევიშვილი.

2021 წლის 20 მაისს სპორტის უნივერსიტეტის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის გაიმართა მასტერკლასი ფიზიკური განათლების სწავლების მეთოდების შესახებ. მასტერკლასს უძღვებოდა მადრიდის ალკალას უნივერსიტეტის დოქტორი, პროფესორი როდრიგო რეი ვიეხო.
აღსანიშნავია, რომ ის საქართველოში სპორტის უნივერსიტეტის ბაზაზე ატარებდა კვლევას თავისი სადოქტორო ნაშრომისთვის. ნაშრომის თემაა: „საქართველოში ფიზიკური აღზრდის მასწავლებელთა და პროფესიონალთა მომზადება“.
შეხვედრა Zoom-ის პლატფორმის გამოყენებით გაიმართა და დაესწრო 48 მონაწილე. სამუშაო ენა იყო ინგლისური, ხოლო თარგმანი უზრუნველყოფილი იყო სინქრონულად.

2021 წლის 12-13 აპრილს, სსიპ საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის ორგანიზებით ჩატარდა
I საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე:
“ჯანმრთელობა და სპორტი”
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო 11 ქვეყნის მკვლევარმა და წამოდგენილი იყო 63 თანაავტორის მიერ შესრულებული 32 მოხსენება.
კონფერენცია გაიხსნა, უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ ჯემალ ძაგანიას მისალმებით. მონაწილეებს აგრეთვე მიესალმა ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიორგი ფარულავა.
კონფერენციის მოდერატორი იყო ასოც. პროფესორი ალექსანდრე ეგოანი.

2021 წლის 21 აპრილს, სპორტის უნივერსიტეტსა და ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს სპორტის უნივერსიტეტის რექტორმა – პროფესორმა ჯემალ ძაგანიამ და ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის დირექტორმა ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა გვანცა ჭკადუამ.
მემორანდუმი ითვალისწინებს ურთიერთშორის სამეცნიერო მიღწევების გაზიარებას, ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამებისა და სამეცნიერო-კვლევითი პროექტების შემუშავება-განხორციელებას, სამეცნიერო-კვლევითი უნარების მქონე სპეციალისტების მომზადებაში ხელის შეწყობასა და საგანმანათლებლო პროგრამების შეფასება/განვითარებაში მონაწილეობის მიღებას.
მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ ორ ინსტიტუციას თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ და მათი პროფესორ-მასწავლებლები პარალელურად ორივე ინსტიტუციაში წლების განმავლობაში ეწეოდნენ აკადემიურ და სამეცნიერო საქმიანობას. მაგალითისთვის, სპორტის უნივერსიტეტში ფიზიოლოგიისა და ბიოქიმიის კათედრა 1938 წელს გაიხნა, კათედრის გამგე კი აკადემიკოსი სერგი ნარიკაშვილი იყო, რომელიც 1953-1969 წლებში ასევე გახლდათ ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი. ასევე, 1977 წლიდან, ელგუჯა მონიავა ამავე ინსტიტუტის ნეიროენდოკრინოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი გახლდათ, 1983-2007 წლებში კი ფიზკულტურის ინსტიტუტის ფიზიოლოგიისა და ბიოქიმიის კათედრის გამგის პოზიციას იკავებდა.
სხვადასხვა დროს ფიზკულტურის ინსტიტუტში ლექციების წასაკითხად ცნობილ მეცნიერებს იწვევდნენ, მათ შორის იყო საქართველოში ფიზიოლოგიური სკოლის ფუძემდებელი – ივანე ბერიტაშვილი, რომელმაც ფიზკულტურის ინსტიტუტის ახლად გახსნილ შენობაში პირველმა წაიკითხა საჯარო ლექცია.

2021 წლის 16 აპრილს, სპორტის უნივერსიტეტში Zoom-ის ელექტრონული პლატფორმის გამოყენებით, გაიმართა მოხსენება: „პლაგიატი და მისი პრევენცია“ (მომხს. სამეცნიერო-კვლევითი სამსახურის უფროსი, პროფ. გიორგი ზუბიტაშვილი). მას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი, საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტები და მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის მსმენელები.
საკითხი ეხებოდა საუნივერსიტეტო ცხოვრებისთვის ისეთ მნიშვნელოვან ასპექტებს, როგორებიცაა:

2021 წლის 15 აპრილს, საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა – პროფესორმა ჯემალ ძაგანიამ უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის იმ ნაწილს, რომელთა სამეცნიერო ნაშრომები მაღალი სამეცნიერო ღირებულებისაა და Scopus-ის ბაზაში იძებნება, სერტიფიკატები გადასცა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში აღნიშნულ ბაზაში ხსენებულ პროფესორ-მასწავლებელთა ავტორობით შექმნილი სტატიების რაოდენობა და ციტირების ინდექსი საგრძნობლად გაზრდილია.

შიდა საუნივერსიტეტო დაფინანსების ფარგლებში საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში აცხადებს კონკურსს, კვლევის წარმოებაზე. გრანტში მონაწილეობის უფლება აქვს უნივერსიტეტის მაგისტრანტს, უნივერსიტეტის აკადემიურ და მოწვეულ პერსონალს და მოწვეულ მეცნიერ-თანამშრომელს.
საგრანტო განაცხადს განიხილავს და შეაფასებს რექტორის ბრძანებით შექმნილი საკონკურსო კომისია.
შიდა საგრანტო კონკურსი წარიმართება უნივერსიტეტის „კვლევითი საქმიანობის წახალისების, მხარდაჭერისა და დაფინანსების წესის შესაბამისად“. (იხ. მიმაგრებული ფაილი).
გამარჯვებული საგრანტო განაცხადი შეიძლება დაფინანსდეს სრულად ან ნაწილობრივ ან შეიძლება დაფინანსებაზე ეთქვას უარი.
საბუთების მიღება იწარმოებს უნივერსიტეტის კანცელარიაში. კონკურსი ცხადდება 2021 წლის 7 აპრილიდან, საბუთების მიღება იწარმოებს 31 მაისიდან 10 ივნისის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა). ინფორმაცია დაფინანსებული საგრანტო განაცხადის შესახებ გამოქვეყნდება არაუგვიანეს 20 ივნისისა უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე.
შედეგების გასაჩივრება შეიძლება საიტზე ინფორმაციის განთავსებიდან სამი კალენდარული დღის ვადაში (არაუგვიანეს 23 ივნისისა).
დაინტერესებულ პირებს კონსულტაციისთვის შეუძლიათ მიმართონ სამეცნიერო-კვლევით სამსახურს.
გისურვებთ წარმატებას!

2020 წლის 25 დეკემბერს, სამეცნიერო-კვლევითი სამსახურის ორგანიზებით და ფაკულტეტების აქტიური მხარდაჭერით, ჩატარდა სპორტის უნივერსიტეტის სტუდენტთა საუნივერსიტეტო ონლაინ კონფერენცია. აღნიშნულ ღონისძიებას ესწრებოდნენ სპორტის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი, ასევე საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტები.
კონფერენციამ დიდი ინტერესი გამოიწვია დამსწრე საზოგადოებას შორის და კითხვა-პასუხისა და აქტიური დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. მომხსენებლებს გადაეცათ შესაბამისი ელექტრონული სერტიფიკატები.
უნივერსიტეტი აქტიურად უჭერს მხარს ამ და სხვა მსგავსი სახის აქტივობებს, რომლებიც ახალგაზრდა კადრის სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში ეფექტურ ჩართვას უკავშირდება; ეხმარება მათ კვლევის ეთიკური და აკადემიური კეთილსინდისიერების ღირებულებების დამკვიდრებაში.
პროგრამის სანახავად დააჭირეთ აქ.