საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი

Category: სხვადასხვა

  • ცხადდება კონკურსი ასისტენტ – პროფესორის თანამდებობაზე  „კრივის“ მიმართულებით

    ცხადდება კონკურსი ასისტენტ – პროფესორის თანამდებობაზე „კრივის“ მიმართულებით

    🗓 საბუთების მიღება: 20 ნოემბრიდან 5 დეკემბრის ჩათვლით.
    📎 დეტალური ინფორმაციის მისაღებად ჩამოტვირთეთ თანდართული ფაილი.

    01-171 17.10.2025 წელი კონკურსის გამოცხადება კრივის მიმართულებით ბრძანება
  • ცხადდება კონკურსი ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე – „ძალოსნობის“ მიმართულებით

    ცხადდება კონკურსი ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე – „ძალოსნობის“ მიმართულებით

    🗓 საბუთების მიღება: 20 ნოემბრიდან 5 დეკემბრის ჩათვლით.
    📎 დეტალური ინფორმაციის მისაღებად ჩამოტვირთეთ თანდართული ფაილი.

    01-171 17.10.2025 წელი კონკურსის გამოცხადება ძალოსნობის მიმართულებით ბრძანება
  • ქეთევან ინასარიძე ADHD-ს კონფერენციაზე

    ქეთევან ინასარიძე ADHD-ს კონფერენციაზე

    საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ქეთევან ინასარიძემ მონაწილეობა მიიღო ორგანიზაცია „ADHD ჯორჯია“-ს კონფერენციაში, რომელიც პეტრე შოთაძის სახელობის სამედიცინო აკადემიაში გაიმართა თემაზე — „ADHD-ს მრავალი სახე“.
    პროფესორმა ქეთევან ინასარიძემ წარმოადგინა მოხსენება თემაზე:
    „კოგნიტური სტრატეგიები ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის (ADHD) მქონე ბავშვებისა და მოზარდებისათვის“.
    მისი გამოსვლა შეეხო თანამედროვე თერაპიულ მიდგომებსა და პრაქტიკულ სტრატეგიებს, რომლებიც მიზნად ისახავს ADHD-ს მქონე ბავშვებისა და მოზარდების სოციალური უნარების განვითარებას.

    ქეთევან ინასარიძე

    ქეთევან ინასარიძე

    პროფესორი
  • სპორტის უნივერსიტეტი მხარს უჭერს – სუფთა სპორტს!

    სპორტის უნივერსიტეტი მხარს უჭერს – სუფთა სპორტს!

    22 ოქტომბერს, საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი მონაწილეობდა იუნესკოს ანტი-დოპინგური კონვენციის 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში, რომელიც გაიმართა საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს ორგანიზებით. ღონისძიება ესწრებოდნენ განათლებისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტის, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და უნივერსიტეტების წარმომადგენლები.

    ღონისძიების გახსნის შემდეგ მისასალმებელი სიტყვებით გამოვიდნენ საქართველოს სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე, სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე შოთა ხაბარელი, და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი.

    შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორის, უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, მედიცინის დოქტორის თეიმურაზ უკლებას პრეზენტაციას — „UNESCO-ს სპორტში დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლის კონვენციის ფონდთან თანამშრომლობა და კონვენციის მოთხოვნების იმპლემენტაცია“

    ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი ჯემალ ძაგანია, რომელმაც წარმოადგინა უნივერსიტეტის ახალი ინიციატივა — „სუფთა სპორტის მხარდამჭერი საგანმანათლებლო დაწესებულებისსტატუსის მინიჭების შესახებ.

    უნივერსიტეტი 2017 წლიდან აქტიურად ახორციელებს ანტი-დოპინგურ საგანმანათლებლო საქმიანობას იუნესკოს კონვენციის მოთხოვნების შესაბამისად. ამ პერიოდში სასწავლო პროგრამებში ინტეგრირდა 4-კრედიტიანი საგანი დოპინგთან ბრძოლის საფუძვლები, ასევე მომზადდა და ითარგმნა მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს (WADA) ელექტრონული სასწავლო მოდული ქართულ ენაზე, რომელიც დღეს ხელმისაწვდომია როგორც სტუდენტებისთვის, ისე ფართო საზოგადოებისთვის.

    გარდა ამისა, უნივერსიტეტმა 2024 წელს ჩაატარა კვლევა დოპინგის პრევენციის სამეცნიეროკვლევითი და საგანმანათლებლო მხარდაჭერა ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, ხოლო 2025 წლის ბოლომდე დაგეგმილია ახალი სოციალური კვლევა დოპინგის პრევენციის თემაზე, რაც ხელს შეუწყობს საგანმანათლებლო პროგრამების დახვეწას და სუფთა სპორტის იდეის განმტკიცებას.

    ღონისძიება დასრულდა უნივერსიტეტის წარმომადგენელთა ინიციატივით — ყოველწლიურად განხორციელდეს სუფთა სპორტის პოპულარიზაციისკენ მიმართული აქტივობები და კვლევითი პროექტები, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთგულებას სუფთა სპორტის, ეთიკისა და განათლების მიმართ.

  • ამირან შეროზიას 80 წლის იუბილე

    ამირან შეროზიას 80 წლის იუბილე

    ძვირფასო ბატონო ამირან,

    გულითადად გილოცავთ თქვენს დიდ იუბილეს – 80 წლისთავს!

    თქვენი ცხოვრება და მოღვაწეობა სამაგალითო და საქართველოს სპორტის ისტორიის განუყოფელი ნაწილია.

    როგორც საქართველოს დამსახურებულმა მწვრთნელმა, თქვენ უდიდესი წვლილი შეიტანეთ ქართული თანამედროვე ხუთჭიდის განვითარებაში. თქვენი პედაგოგიური საქმიანობა 1972 წელს დაიწყო საქართველოს ფიზიკური კულტურის ინსტიტუტში, სადაც დღემდე წარმატებით აგრძელებთ მოღვაწეობას.

    1984 წელს წარმატებით დაცული საკანდიდატო დისერტაცია ნათლად მოწმობს, რომ თქვენ პროფესიონალურად შეუსაბამეთ სამწვრთნელო პრაქტიკა სამეცნიერო კვლევას და ამით კიდევ ერთხელ წარმოაჩინეთ თქვენი ერთგულება ცოდნისა და ახალგაზრდა თაობების აღზრდის საქმისადმი.

    განსაკუთრებით აღსანიშნავია თქვენი მრავალწლიანი მოღვაწეობა – 1978 წლიდან 2016 წლამდე – საქართველოს თანამედროვე ხუთჭიდის ნაკრების მთავარ მწვრთნელად. 38 წელი ეროვნული ნაკრების სათავეში ყოფნა იშვიათი შემთხვევაა და სწორედ ამ დაუღალავი შრომით მოიპოვეთ ქართული სპორტისთვის არაერთი დიდებული გამარჯვება:

    • 1981 წელი: საქართველოს ნაკრები გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი როგორც პირად, ისე გუნდურ ჩათვლაში;
    • 1982 წელი: საქართველოს ნაკრებმა ევროპის თასზე მეორე ადგილი დაიკავა;
    • 1984 წელი: ნაკრების ლიდერი იგორ ბრიზგალოვი გახდა ევროპის თასის მფლობელი;
    • 1988 წელი: ახალგაზრდული ნაკრების ლიდერი რევაზ ლოხიშვილი გახდა ახალგაზრდთა მსოფლიოს ჩემპიონი;
    • თქვენი აღზრდილია ვახტანგ იაგორაშვილი – მრავალგზის ევროპის ჩემპიონი და 1988 წლის სეულის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლის მფლობელი.

    ეს წარმატებები თქვენი პროფესიონალიზმისა და თავდადებული შრომის უტყუარი დასტურია.

    გისურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობას, დღეგრძელობას და მრავალ ბედნიერ წელს – თქვენი ოჯახის, მეგობრებისა და მადლიერი აღზრდილების სიყვარულით გარემოცულს.

    საუკეთესო სურვილებით,

    საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი

  • Welcome to Sportuni!

    Welcome to Sportuni!

    სასწავლო წლის დაწყების თარიღის ცვლილების გამო, პირველკურსელთა მიღების საზეიმო ცერემონია გადაიდო:

    • 13 ოქტომბერი
    • 13:00 საათი
    • ახალი სპორტის სასახლე (უნივერსიტეტის ქუჩა N15ა)
  • ვიქტორ სანაევის თასი

    ვიქტორ სანაევის თასი

    „ვიქტორ სანეევის თასი“ – გახდი მოხალისე – გაიარე რეგისტრაცია და ჩაერთე ტურნირის ორგანიზებაში!

    https://form.jotform.com/252671243778465

    2025 წლის 3 ოქტომბერს ლეგენდარული ქართველი სპორტსმენი და ჩვენი უნივერსიტეტის კურსდამთავრებული – ვიქტორ სანეევი 80 წლის გახდებოდა.

    ამ მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით გაიმართება „ვიქტორ სანეევის თასი“ სამხტომსა და სიგრძეზე ხტომაში.

    ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ სპორტსმენები საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და სინგაპურიდან. ღონისძიებას დაესწრება ბატონი ვიქტორის მეუღლე.

    ორგანიზატორები – საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი; საქართველოს ეროვნული ფედერაცია „სპორტი ყველასათვის“

    მხარდამჭერები – საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი, მძლეოსნობის ეროვნული ფედერაცია, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო, საქართველოს სპეციალური ოლიმპიადის ეროვნული ფედერაცია.

    გელოდებით ყველას!

    • 3 ოქტომბერი
    • 10:00 საათი
    • ვაკის საფეხბურთო სტადიონი

  • მობილობის შიდა (სპორტული) ტურის შედეგები

    მობილობის შიდა (სპორტული) ტურის შედეგები

    2025-2026 სასწავლო წელს საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის (მწვრთნელი)“ და „ფიტნესი და ჯანმრთელობის“ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე, მობილობით გადმოსვლის მიზნით, ჩატარებული შიდა (სპორტული) ტურის შედეგები  იხილეთ ფაილი

    აბიტურიენტი უფლებამოსილია, შეიტანოს სააპელაციო განცხადება რექტორის ბრძანებით შექმნილ სააპელაციო კომისიის სახელზე, მისაღები (შიდა) სპორტული ტურის შედეგების გამოცხადებიდან 24 საათის განმავლობაში. 

    საპრეტენზიო განაცხადი სააპელაციო კომისიის სახელზე ბარდება უნივერსიტეტის კანცელარიაში: ქ. თბილისი, ეგ. ნინოშვილის ქ. 55. ტელ: 032 256-05-01

  • საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი ულოცავს აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას!

    საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი ულოცავს აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას!

    გილოცავთ ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას და სპორტის უნივერსიტეტში ჩარიცხვას. იწყება ახალი საინტერესო და მრავალფეროვანი სტუდენტური ცხოვრება – გზა განათლებისა და პიროვნული განვითარებისკენ. 

    სპორტის უნივერსიტეტის 2025-2026 სასწავლო წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ პირველკურსელთა რეგისტრაცია:


    8 სექტემბრიდან – 19 სექტემბრის ჩათვლით


    10:00 საათიდან – 17:00 საათამდე

    რეგისტრაცია იწარმოებს ორ მისამართზე:

    ქ. თბილისი, ვაჟა-ფშველას გამზ. N76ბ. მე-2 სართული, ოთახი 22


    •    ფიზიკური აღზრდა და სპორტი (მწვრთნელი);


    •    ბიზნესის ადმინისტრირება და სპორტის მენეჯმენტი.


    ქ. თბილისი, ნინოშვილის ქ. N55, მე-2 სართული


    •    ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია;


    •    ფიტნესი და ჯანმრთელობა

    •    ქართულ ენაში მომზადების პროგრამა

    წარმოსადგენი დოკუმენტები:


    ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;


    ბ) ფოტოსურათი ¾ (2 ცალი და CD-დისკზე ჩაწერილი) (მხოლოდ „ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის“ და „ბიზნესის ადმინისტრირების და სპორტის მენეჯმენტის“ სტუდენტებისთვის);


    გ) ატესტატი – დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი;


    დ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ვაჟებისთვის);


    ე) პირველი სემესტრის სწავლის საფასურის (1125 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (სახაზინო კოდი: 709027289 მიუთითეთ სტუდენტის სახელი და გვარი და პირადი ნომერი).

    შენიშვნა: არასრულწლოვანი (18 წლამდე) აბიტურიენტის შემთხვევაში აბიტურიენტს უნდა ახლდეს კანონიერი წარმომადგენელი და თან იქონიოს წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (მშობლის უფლების მქონე პირმა უნდა წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და აბიტურიენტის დაბადების მოწმობა, ხოლო მინდობილი პირის შემთხვევაში – მინდობილობის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და მინდობილი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი).