საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი

საინფორმაციო

საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა თანამედროვე საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრია, რომელიც უზრუნველყოფს უნივერსი-ტეტის სტუდენტების, აკადემიური პერსონალისა და მკვლევრების საინფორმაციო მხარდაჭერას. ბიბლიოთეკის მთავარი მიზანია, ხელი
შეუწყოს სწავლისა და კვლევის მაღალ დონეს და მომხმარებლებს შესთავაზოს მრავალფეროვანი რესურსები როგორც ტრადიციული, ისე ციფრული ფორმატით.

ბიბლიოთეკა აღჭურვილია კომფორტული სამუშაო სივრცითა და უახლესი ტექნოლოგიებით, რაც უზრუნველყოფს სწავლასა და კვლევას თანამედროვე სტანდარტებით. მის ფონდში თავმოყრილია ქართული და უცხოენოვანი გამოცემები, სამეცნიერო ჟურნალები, კვლევითი ნაშრომები და ელექტრონული ბაზები.
ბიბლიოთეკის ძირითადი მიმართულებები და შესაძლებლობები:

     

      • აკადემიური და სამეცნიერო ლიტერატურა: ფიზიკური აღზრდისა და სპორტის, ფიტნესის, მედიცინის, მენეჯმენტის, პედაგოგიკის, ფსიქოლოგიისა და სხვა დაკავშირებული სფეროების შესახებ.

      • ელექტრონული რესურსები და ბაზები:  წვდომა საერთაშორისო სამეცნიერო და საგანმანათლებლო მონაცემთა ბაზებზე.

      • სპეციალიზებული ინფორმაცია სპორტისა და ჯანდაცვის სფეროში: უნიკალური მასალები, რომლებიც მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კვლევებს.

      • საკითხავი დარბაზი და ინდივიდუალური სამუშაო სივრცე: კომფორტული გარემო ჯგუფური და ინდივიდუალური მუშაობისთვის.

      • კონსულტაციები და მხარდაჭერა: ბიბლიოთეკის თანამშრომლები მომხმარებლებს ეხმარებიან საჭირო მასალების მოძიებაში და ინფორმაციის ეფექტურად გამოყენებაში.

    ბიბლიოთეკა მუდმივად ავითარებს საკუთარ რესურსებსა და სერვისებს, რაც უზრუნველყოფს უნივერსიტეტის აკადემიური ცხოვრების გაძლიერებას და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას.