საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი

Author: Giorgi Kartvelishvili

  • საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენცია: „წვრთნის, რეაბილიტაციისა და მენეჯმენტის საკითხები სპორტში”

    საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენცია: „წვრთნის, რეაბილიტაციისა და მენეჯმენტის საკითხები სპორტში”

    2025 წლის 24-25 ნოემბერს, საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო კონფერენციას თემაზე: „წვრთნის, რეაბილიტაციისა და მენეჯმენტის საკითხები სპორტში“.

    ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო 22 მოხსენება, რომლებიც მოიცავდა როგორც თეორიული საკითხების ანალიზს, ისე კვლევითი შედეგების განხილვას სპორტის სხვადასხვა აქტუალურ მიმართულებაზე. თემებმა დამსწრე საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია, რაც აქტიურ დისკუსიასა და კითხვა-პასუხის რეჟიმში გადაიზარდა.

    მსგავსი სამეცნიერო კონფერენციების ჩატარება უნივერსიტეტში დამკვიდრებული ტრადიციაა. კონფერენციის მასალები საჯაროა და ხელმისაწვდომია უნივერსიტეტის ვებგვერდზე დარგის სპეციალისტებისა და დაინტერესებული პირებისთვის.

  • მერი არაბიძის მორიგი გამარჯვება

    მერი არაბიძის მორიგი გამარჯვება

    ესპანეთის ლინარესში გამართულ ქალთა მსოფლიო გუნდური ჭადრაკის ჩემპიონატის დახურვაზე, საქართველოს ნაკრების მეოთხე დაფაზე მოასპარეზე, ღირსეული წარმომადგენელი და ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტი — მერი არაბიძე, ოქროს მედლით დაჯილდოვდა!

    მერის ანგარიშზეა 7 შესაძლო ქულიდან 5 — საუკეთესო შედეგი მეოთხე დაფაზე და დამსახურებული მცირე ოქროს მედალი!

  • დეკანის არჩევნები – განაცხადების მიღება 22 დეკემბრიდან იწყება

    დეკანის არჩევნები – განაცხადების მიღება 22 დეკემბრიდან იწყება

    სპორტის უნივერსიტეტში გამოცხადდა მწვრთნელთა ფაკულტეტის დეკანის არჩევნები

    საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოცხადდა არჩევნები მწვრთნელთა ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დასაკავებლად — შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებულია ფაკულტეტის საბჭოს 2025 წლის 20 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №9).

    არჩევნების ჩატარების თარიღი

    2026 წლის 5 თებერვალი
    14:00 – 17:00 საათი

    განცხადებების მიღების პერიოდი

    2025 წლის 22 დეკემბრიდან — 2026 წლის 16 იანვრის ჩათვლით
    ყოველდღე 10:00 – 17:00 საათამდე
    მისამართი: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი №76-ბ, მეორე სართული, ოთახი N22
    (შაბათ-კვირისა და უქმე დღეების გარდა)

    მონაწილეობის პირობები

    • უნივერსიტეტის შესაბამისი ფაკულტეტის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი
    • სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილება — არანაკლებ 5 წელი

    არჩევის პროცედურა

    • დეკანს ირჩევს ფაკულტეტის საბჭო
    • ფარული კენჭისყრით
    • უმრავლესობის მხარდაჭერით
    • საარჩევნო კომისია შედეგებს აცხადებს არჩევნების დღეს

    აუცილებელი დოკუმენტები

    1. პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი
    2. ავტობიოგრაფია (CV)
    3. ორი ფოტოსურათი (3×4)
    4. ცნობა დაკავებული აკადემიური თანამდებობის შესახებ
    5. ცნობა სამედიცინო ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ
    6. სამოქმედო გეგმა (კონცეფცია)

    65 წელს გადაცილებული კანდიდატები

    აკადემიური საბჭო ინდივიდუალურად წყვეტს მონაწილეობის საკითხს (ფარული კენჭისყრით, 2/3-ით). შესაბამისი თანხმობის წარდგენა შესაძლებელია 2026 წლის 5 იანვრის ჩათვლით, უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ დეპარტამენტში: ქ. თბილისი, ეგნატე ნინოშვილის №55, ადმინისტრაციული კორპუსი, მე-3 სართული. კანდიდატის დასწრება განხილვაზე სავალდებულოა.

  • ცხადდება კონკურსი ტანვარჯიშის მიმართულებით ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე

    ცხადდება კონკურსი ტანვარჯიშის მიმართულებით ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე

    საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს ტანვარჯიშის მიმართულებით ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე, სპორტის მასობრივი სახეების კათედრაზე.

    🗓 საბუთების მიღების ვადა: 3 დეკემბრიდან 17 დეკემბრის ჩათვლით.

    დეტალური ინფორმაციის მისაღებად ჩამოტვირთეთ თანდართული ფაილი.

  • ცხადდება კონკურსი ტრამვატოლოგია-ორთოპედიის მიმართულებით ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე

    ცხადდება კონკურსი ტრამვატოლოგია-ორთოპედიის მიმართულებით ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე

    საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს ტრამვატოლოგია-ორთოპედიის მიმართულებით ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე, სპორტული მედიცინისა და კინეზოლოგიის კათედრაზე.

    🗓 საბუთების მიღების ვადა: 5 დეკემბრიდან 17 დეკემბრის ჩათვლით.

    დეტალური ინფორმაციის მისაღებად ჩამოტვირთეთ თანდართული ფაილი.

  • ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის ფორუმი

    ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის ფორუმი

    2025 წლის 12-14 ნოემბერს საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის ფორუმში (EQAF 2025), რომელიც უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაიმართა. ფორუმს ბუდაპეშტის კორვინუსის უნივერსიტეტმა უმასპინძლა.

    EQAF მნიშვნელოვანი ევროპული პლატფორმაა, სადაც ერთ სივრცეში იყრიან თავს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის წამყვანი ექსპერტები, პოლიტიკის განმსაზღვრელები და სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლები, რომლებიც მსჯელობენ და განიხილავენ უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სფეროში არსებულ ტენდენციებს, გამოწვევებსა და განვითარების შესაძლებლობებს. წლევანდელი ფორუმის მთავარი თემა – „ხარისხის კონტროლი კრიზისების დროს – სტაბილურობის, ავტონომიისა და საერთაშორისო თანამშრომლობის უზრუნველყოფა“ – ევროპასა და მსოფლიოში არსებული გამოწვევებით იყო ნაკარნახევი.

    EQAF 2025-ზე საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტს წარმოადგენდნენ: მაია ხურცილავა – უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი; ნინო ძაგანია – ასოცირებული პროფესორი, მწვრთნელთა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი; ანა აბისონაშვილი – უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტი.

    სამდღიანი ფორუმის განმავლობაში ჩვენი დელეგაციის წარმომადგენლები აქტიურად იყვნენ ჩართულები სამუშაო სესიებში, დისკუსიებსა და თემატურ შეხვედრებში. მათ საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ხარისხის გაუმჯობესების თანამედროვე ევროპულ პრაქტიკებს, მიეღოთ ფასეული ინფორმაცია წამყვან ევროპულ უნივერსიტეტებში არსებული გამოწვევებსა და მათზე რეაგირების მექანიზმებზე, დაემყარებინათ ახალი პროფესიული ურთიერთობები, რომლებიც მომავალში ხელს შეუწყობს უნივერსიტეტის განვითარებას.

    EQAF 2025-ში მონაწილეობამ კიდევ უფრო გაამყარა ჩვენი უნივერსიტეტის ერთგულება ევროპული ხარისხის სტანდარტებისა და უწყვეტი განვითარების მიმართ.

    საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი მადლობას უხდის EQAF-ის ორგანიზატორებსა და კორვინუსის უნივერსიტეტს ფორუმის უმაღლეს დონეზე ორგანიზებისთვის და გულთბილი მასპინძლობისთვის.

  • წარმომადგენლობითი საბჭოს სტუდენტ წევრთა არჩევნები

    წარმომადგენლობითი საბჭოს სტუდენტ წევრთა არჩევნები

    წარმომადგენლობით საბჭოში მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტიდან 2 სტუდენტი წევრის ადგილზე და მწვრთნელთა ფაკულტეტიდან 1 სტუდენტი წევრის ადგილზე გამოცხადებული არჩევნები გაიმართება: 2025 წლის 20 ნოემბერს 13:00–17:00.

    მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზირი №76ბ

  • გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი

    გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი

    🎓 ეს შანსი შენთვისაა — გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი!

    საქართველოს ბანკი

    საქართველოს ბანკი აგრძელებს ახალგაზრდების მხარდაჭერას და სტუდენტებისთვის იწყებს სტიპენდიების ახალ ეტაპს. ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა, რომ შენი ცოდნა და მონდომება დაფასდეს — მიღე სტიპენდია და გადადგი პირველი ნაბიჯი წარმატებისკენ!

    📅 განაცხადების მიღება გაგრძელდება: 30 ნოემბრამდე
    🔗 დარეგისტრირდი ბმულზე: bankofgeorgia.ge/student-space

    თუ სწავლობ აკადემიურად წარმატებით, ხარ მოტივირებული და გინდა, რომ შენი ძალისხმევა აღიარებულ იქნას — ეს შანსი სწორედ შენთვისაა!

    💡 გირჩევს საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი

  • სკბთს ახალი ხედვები და კვლევები – პროფესორი ქეთევან ინასარიძე

    სკბთს ახალი ხედვები და კვლევები – პროფესორი ქეთევან ინასარიძე

    კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის მესამე ყოველწლიური კონფერენცია

    2025 წლის 8 ნოემბერს გაიმართა საქართველოს კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის საზოგადოების
    მესამე, ყოველწლიური კონფერენცია თემაზე:
    „კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის როლი კრიზისების დროს: თეორია და პრაქტიკა“.

    ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა
    ქეთევან ინასარიძემ, რომელიც გახლავთ PhD – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი,
    ნეიროფსიქოლოგი, კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპევტი, მეტყველების თერაპევტი, ფსიქომეტრი
    და სპორტის ფსიქოლოგი.
    პროფესორმა წარმოადგინა CBT-ის მნიშვნელოვანი როლი
    აფაზიის შედეგად წარმოქმნილი კრიზისების მართვაში.

    კონფერენციის მიზანი იყო CBT-ის მნიშვნელობის გააზრება კრიზისულ სიტუაციებში, თანამედროვე თერაპიული მიდგომების გაცნობა და პროფესიონალებს შორის პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება.

    მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია შემდეგ საკითხებზე:

    • კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის სწავლებისა და გამოყენების განვითარება საქართველოში;
    • თერაპიის ეფექტურობა კრიზისულ სიტუაციებში (სუიციდის რისკი, ტრავმა, კვებითი აშლილობები, ADHD და სხვა);
    • ჯგუფური თერაპიები, მაინდფულნეს-ზე დაფუძნებული მიდგომები და ემოციური გადაწვის პრევენცია;
    • განახლებული თერაპიული პროტოკოლები და ახალი კვლევები;
    • პრაქტიკოს სპეციალისტებთან და მკვლევრებთან თანამშრომლობის შესაძლებლობები.


    ქეთევან ინასარიძე

    ქეთევან ინასარიძე

    პროფესორი

  • სწავლის დაფინანსების მიზნობრივი საგანმანათლებლო მხარდაჭერის პროგრამა

    სწავლის დაფინანსების მიზნობრივი საგანმანათლებლო მხარდაჭერის პროგრამა

    მიზნობრივი საგანმანათლებლო მხარდაჭერის პროგრამა

    საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ახორციელებს მიზნობრივ საგანმანათლებლო მხარდაჭერის პროგრამას, რომლის ფარგლებში ფინანსდება აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი და მეორე საფეხურის (ბაკალავრიატი და მაგისტრატურა) აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტები, რომლებიც ცხოვრობენ გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში.

    პროგრამის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს განათლების ხელმისაწვდომობას, სოციალური და რეგიონული უთანასწორობის შემცირებას და ახალგაზრდებისთვის მაღალი განათლების მიღების შესაძლებლობების გაფართოებას. აღნიშნული ინიციატივა უზრუნველყოფს განსაკუთრებულ მხარდაჭერას იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ სახელმწიფოს მიერ განსაზღვრულ კონფლიქტის ზონის მიმდებარე სამიზნე ტერიტორიებზე.

    დაფინანსება გაიცემა სტუდენტებზე, რომლებიც:

    • არიან საქართველოს მოქალაქეები;
    • სწავლობენ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
    • ფლობენ აქტიურ სტუდენტურ სტატუსს;
    • ცხოვრობენ გამყოფი ხაზის მიმდებარე დასახლებებში;
    • ჩართული არიან ბაკალავრიატის, ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო/მედიცინის/სტომატოლოგიის პროგრამებში ან მაგისტრატურაში.

    პროგრამა მიზნად ისახავს მოტივაციის გაძლიერებას, განათლებასთან დაკავშირებული გეოგრაფიული ბარიერების შემცირებას, ახალგაზრდების განათლებაში ჩართულობის მხარდაჭერას და სოციალურ-საგანმანათლებლო სტაბილურობის უზრუნველყოფას.

    მონაწილეობის მსურველ სტუდენტებს რეგისტრაცია შეუძლიათ ელექტრონული ფორმით განსაზღვრულ ვადებში. განაცხადს თან ერთვის შესაბამისი დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს სტუდენტის საცხოვრებელ მისამართს, აქტიურ სტატუსს და სხვა მოთხოვნილ ინფორმაციას.

    პროგრამა წარმოადგენს სახელმწიფო საგანმანათლებლო პოლიტიკის მნიშვნელოვან მიმართულებას და ხელს უწყობს ახალგაზრდების მხარდაჭერასა და განვითარების შესაძლებლობების გაფართოებას იმ რეგიონებში, სადაც სოციალური და ინფრასტრუქტურული გამოწვევები განსაკუთრებით მწვავეა. სამინისტრო მიიჩნევს, რომ განათლება არის უსაფრთხო, ძლიერი და განვითარებული სახელმწიფოს საფუძველი, ხოლო ახალგაზრდებისთვის შესაბამისი პირობებისა და შესაძლებლობების შექმნა — ეროვნული პრიორიტეტი.