საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი

Author: Giorgi Kartvelishvili

  • მობილობის შიდა სპორტული ტურის შედეგები

    მობილობის შიდა სპორტული ტურის შედეგები

    📋 შედეგები

    2025-2026 სასწავლო წელს საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის (მწვრთნელი)“ და „ფიტნესი და ჯანმრთელობის“ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე, მობილობით გადმოსვლის მიზნით, ჩატარებული შიდა (სპორტული) ტურის შედეგები

    აბიტურიენტი უფლებამოსილია, შეიტანოს სააპელაციო განცხადება რექტორის ბრძანებით შექმნილ სააპელაციო კომისიის სახელზე, მისაღები (შიდა) სპორტული ტურის შედეგების გამოცხადებიდან 24 საათის განმავლობაში.

    საპრეტენზიო განაცხადი სააპელაციო კომისიის სახელზე ბარდება უნივერსიტეტის კანცელარიაში: ქ. თბილისი, ეგ. ნინოშვილის ქ. 55. ტელ: 032 256-05-01
    პირადი ნომრის ბოლო 5 ციფრი შედეგი (ქულა)
    0172645
    0192475
    0809550
    1571961
    1821866
    1831663
    2225460
    3173457
    3207167
    4067075
    544950
    5494170
    5680370
    5760273
    5872960
    5889362
    6419675
    6712060
    8131266
    9105462
  • Erasmus+ Visit and Lecture by Associate Professor Seyed Houtan Shahidi

    Erasmus+ Visit and Lecture by Associate Professor Seyed Houtan Shahidi

    Associate Professor Seyed Houtan Shahidi Continues Week-Long Visit at the Georgian State University of Sport

    Within the framework of the Erasmus+ program, the Georgian State University of Sport continues to host Associate Professor Seyed Houtan Shahidi, Ph.D. in Physiology, from Istanbul Gedik University, for a week-long working visit.

    As part of the visit, on February 4th, Professor Shahidi delivered a lecture at the university regarding “Training assessment, performance testing, and evidence-based training prescription”. During the session, he shared his research findings and discussed modern evidence-based approaches in sports science with the faculty and students. The students expressed significant interest in such activities, and the second part of the meeting proceeded in a Q&A format. Furthermore, the students took the initiative to request more meetings in this format with international guests.

    The Professor has already held an official meeting with the university leadership to discuss the strengthening of academic and institutional cooperation. Professor Shahidi serves as the Head of the Sports Performance Laboratory and Coordinator of Research Development at Istanbul Gedik University. This visit aims to further enhance the partnership between the two institutions in the field of research and professional development.

  • საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში Erasmus+ პროგრამის ფარგლებში საჯარო ლექცია გაიმართა

    საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში Erasmus+ პროგრამის ფარგლებში საჯარო ლექცია გაიმართა

    სტამბოლის გედიკის უნივერსიტეტის პროფესორის ერთკვირიანი ვიზიტი სპორტის უნივერსიტეტში

    Erasmus+ პროგრამის ფარგლებში, საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტამბოლის გედიკის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, ფიზიოლოგიის დოქტორ სეიდ ჰოუტან შაჰიდის ერთკვირიანი ვიზიტი გრძელდება.

    ვიზიტის ფარგლებში, 4 თებერვალს, პროფესორმა შაჰიდმა უნივერსიტეტში ჩაატარა ლექცია თემაზე: „წვრთნის შეფასება, შესრულების ტესტირება და მტკიცებულებებზე დაფუძნებული წვრთნა“. მომხსენებელმა აკადემიურ პერსონალს და სტუდენტებს გაუზიარა საკუთარი კვლევის შედეგები და ისაუბრა სპორტული მეცნიერების თანამედროვე მიდგომებზე. სტუდენტებმა გამოხატეს დიდი ინტერესი მსგავსი აქტივობების მიმართ, და შეხვედრის მეორე ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სუტენდებმა ასევე გამოიჩინეს ინიციატივა საერთაშორისო სტუმრებთან ამ ფორმატში შეხვედრის თაობაზე.

    პროფესორმა უკვე გამართა ოფიციალური შეხვედრა უნივერსიტეტის წარმომადგენლობასთან, სადაც მხარეებმა აკადემიური და ინსტიტუციური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. სეიდ ჰოუტან შაჰიდი სტამბოლის გედიკის უნივერსიტეტში ხელმძღვანელობს სპორტული შესრულების ლაბორატორიას და კოორდინაციას უწევს კვლევით განვითარებას.

  • FIEPS representatives visit to Georgian State University of Sport

    FIEPS representatives visit to Georgian State University of Sport

    High-Level FIEPS Delegation Visits the Georgian State University of Sport

    On February 2-3, 2026, the Georgian State University of Sport hosted a high-level working visit from the International Federation of Physical Education and Sport (FIEPS), represented by Mr. Dario Novak and Mr. Branislav Antala.

    A primary milestone of the visit was the official opening of the FIEPS National Office in Georgia, established at the Georgian State University of Sport. This new office marks a significant step in strengthening the country’s role within the international sports science community and serves as a strategic hub for future collaboration.

    During the working sessions, leadership from both the University and FIEPS finalized plans for Georgia to serve as the host nation for the 2028 FIEPS World Congress. This global-scale event will bring together international experts, researchers, and educators to discuss the future of physical education and sports science.

    The Georgian State University of Sport is now actively engaged in the organizational and preparatory phases to ensure the success of this prestigious world-class forum.

  • FIEPS-ის წარმომადგენელთა ვიზიტი საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში

    FIEPS-ის წარმომადგენელთა ვიზიტი საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში

    FIEPS-ის წარმომადგენლობა სამუშაო ვიზიტით ეწვია საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტს

    მიმდინარე წლის 2-3 თებერვალს, საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტს სამუშაო ვიზიტით ეწვია ორგანიზაცია FIEPS-ის (ფიზიკური აღზრდისა და სპორტის საერთაშორისო ფედერაცია) წარმომადგენლობა: ბატონი დარიო ნოვაკი და ბატონი ბრანისლავ ანტალა.

    ვიზიტის ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრები უნივერსიტეტის წარმომადგენლობასთან, სადაც გაიხსნა საქართველოში FIEPS-ის ოფიციალური ოფისი და დაიგეგმა 2028 წლის მსოფლიო კონგრესის მასპინძლობის საკითხები.

    საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი აქტიურად ერთვება მსოფლიო კონგრესის ორგანიზების საკითხებში და უმასპინძლებს მსოფლიო მასშტაბის ღონისძიებას სპორტის სფეროსში.

  • ღია ლექცია სტუდენტებისთვის

    ღია ლექცია სტუდენტებისთვის

    სტამბულის გედიკის უნივერსიტეტის პროფესორი, სეიდ ჰუთან შაჰიდი, ატარებს ლექციას თემაზე:

    “Training Assessment, Performance Testing, and Evidence-Based Training Prescription”

    გაიგეთ მეტი სპორტული შედეგების შეფასებისა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული წვრთნის თანამედროვე მეთოდებზე. ლექცია წარიმართება ინგლისურ ენაზე.

    📅 თარიღი 4 თებერვალი
    ⏰ დრო 11:00 საათი
    📍 ლოკაცია ე.ნინოშვილის ქ. 55 (სპორტის უნივერსიტეტი, მე-5 სართული, საკონფერენციო დარბაზი)
    🗣️ ენა ინგლისური
    ✅ დასწრება თავისუფალია! არ გაუშვათ შანსი, მიიღოთ ცოდნა საერთაშორისო დონის ექსპერტისგან
  • კონკურსი ფსიქოლოგიის მიმართულებით

    კონკურსი ფსიქოლოგიის მიმართულებით

    საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს ფსიქოლოგიის მიმართულებით აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად

    საბუთების მიღების ვადა: 2026 წლის 2 მარტიდან 2026 წლის 16 მარტის ჩათვლით

    * დოკუმენტი იხსნება ახალ ფანჯარაში (PDF ფორმატი).

  • მწვრთნელთა ფაკულტეტის დეკანობის კანდიდატი, ასოცირებული პროფესორი – ნინო ძაგანია

    მწვრთნელთა ფაკულტეტის დეკანობის კანდიდატი, ასოცირებული პროფესორი – ნინო ძაგანია

    მწვრთნელთა ფაკულტეტის განვითარების სტრატეგიული ხედვა ემყარება უმაღლესი განათლების თანამედროვე მოთხოვნებს, სპორტული მეცნიერებების განვითარების ტენდენციებსა და ეროვნული სპორტული სისტემის პრიორიტეტებს.

    მიზნის მისაღწევად აუცილებელია:

    • სპორტული მეცნიერებების უახლესი მიღწევების ინტეგრირება სასწავლო პროცესში და ინტერდისციპლინური კურსების შექმნა;
    • აკადემიური პერსონალის უწყვეტი პროფესიული განვითარება და ახალგაზრდა სპეციალისტების მოზიდვა და მხარდაჭერა;
    • სტუდენტზე ორიენტირებული გარემოს შექმნა და „ორმაგი კარიერის“ სისტემური მხარდაჭერა;
    • სასწავლო პროგრამების ფედერაციების სალიცენზიო მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა;
    • ფედერაციების ჩართვა შიდა აკრედიტაციის პროცესში, რათა პროგრამა პასუხობდეს ბაზრის რეალურ საჭიროებებს;
    • ინსტიტუციური თანამშრომლობა და ფაკულტეტის სისტემური გაძლიერება;
    • თანამშრომლობა განათლებისა და სპორტის სამინისტროებთან ერთობლივი სტანდარტებისა და კვლევითი სტრატეგიების განსაზღვრის მიზნით;
    • საერთაშორისო პარტნიორობა – უცხოურ უნივერსიტეტებთან აკადემიური, გაცვლითი და ერთობლივი კვლევების წახალისება, საგრანტო პროექტებში ჩართულობა;

    სლოგანი

    მწვრთნელთა ფაკულტეტი – კონკურენტუნარიანი, მდგრადი საგანმანათლებლო ცენტრია, რომელიც ამზადებს მაღალკვალიფიციურ, პასუხისმგებლიან და ეროვნული სპორტული სისტემის განვითარებაზე ორიენტირებულ პროფესიონალ კადრებს.

  • მწვრთნელთა ფაკულტეტის დეკანობის კანდიდატი, ასოცირებული პროფესორი – ალექსანდრე გობირახაშვილი

    მწვრთნელთა ფაკულტეტის დეკანობის კანდიდატი, ასოცირებული პროფესორი – ალექსანდრე გობირახაშვილი

    ძირითადი გზავნილები:

    • სამართლიანობის პრინციპები, აკადემიური თავისუფლება.
    • ზრუნვა და ხელშეწყობა აკადემიურ პესონალზე.
    • თანამედროვე და საერთაშორისო სტანდარტების პროგრამების შეთავაზება სტუდენტებისთვის, მათზე ზრუნვა და ხელშეწყობა
    • დოქტორანტურა
    • ურთიერთობა სპორტის სამინისტროსა და სპორტის ყველა სახეობის ფედერაციასთან.

    სლოგანი:

    მწვრთნელთა ფაკულტეტი ქვეყნისა და ქართული სპორტის სამსახურში.

  • 2025-2026 სასწავლო წლის შიდა მობილობა

    2025-2026 სასწავლო წლის შიდა მობილობა

    ყურადღება!

    2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში შიდა მობილობის პროცესის ადმინისტრირების ვადები:

    შიდა მობილობის მსურველი სტუდენტების მიერ განაცხადის გაკეთების ვადა –

    16 თებერვლიდან 23 თებერვლის ჩათვლით

    „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის“ საბაკალავრო საგანმანათლებლო და „ფიტნესი და ჯანმრთელობის“ პროგრამებზე მობილობის შემთხვევაში შიდა სპორტული ტური ჩატარდება 24 თებერვალს;

    სპორტულ ტურთან დაკავშირებით საკონტაქტო პირი: მარიამ პაპიაშვილი 557 32 80 89

    სტუდენტების თანხმობის ან უარის წერილობითი დადასტურება არაუგვიანეს 2026 წლის 26 თებერვლისა;

    გაითვალისწინეთ: 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე და შემდგომ ჩარიცხული პირებისათვის, შიდა მობილობით სარგებლობისთვის ჩაბარებული უნდა გქონდეთ შემდეგი საგნები:

    • ბიზნესის ადმინისტრირება და სპორტის მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამა – მესამე საგანი: ისტორია ან მათემატიკა;
    • ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის საბაკალავრო პროგრამაზე მობილობის მსურველი პირი ვალდებულია ჩაბარებული ჰქონდეს ქართული ენა და ლიტერატურა; უცხო ენა, ბიოლოგია და მათემატიკა ან ფიზიკა ან ქიმია.

    ფიზიკური აღზრდა და სპორტი; ბიზნესის ადმინისტრირება და სპორტის მენეჯმენტი;

    nino.dzagania@sportuni.ge
    ნინო ძაგანია
    574 92 73 73

    „ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია“; „ფიტნესი და ჯანმრთელობა“

    ketevan.beridze@sportuni.ge
    ქეთევან ბერიძე
    593 300 400