საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი

Author: Giorgi Kartvelishvili

  • სპორტის უნივერსიტეტის მაგისტრანტებმა მონაწილეობა მიიღეს გაცვლით პროგრამაში სომხეთის ფიზიკური კულტურის და სპორტის სახელმწფო ინსტიტუტში

    სპორტის უნივერსიტეტის მაგისტრანტებმა მონაწილეობა მიიღეს გაცვლით პროგრამაში სომხეთის ფიზიკური კულტურის და სპორტის სახელმწფო ინსტიტუტში

    2017 წლის 5-12 მარტს საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სპორტის მენეჯმენტის ორმა მაგისტრანტმა, ზურა ბერუკაშვილმა და მურად ფახურიძემ, მონაწილეობა მიიღეს გაცვლით პროგრამაში, სომხეთის ფიზიკური კულტურის და სპორტის სახელმწფო ინსტიტუტში. გაცვლითი პროგრამა მოიცავდა ორ სასწავლო კურსს – კონტროლს სპორტულ ორგანიზაციებში და სპორტის მენეჯმენტს. გარდა ამისა, სტუდენტები შეხვდნენ სპორტული ფედერაციის წარმომადგენლებს და მოინახულეს ქ. ერევნის სხვადასხვა სპორტული ობიექტები. სტუდენტების სწავლის, კვების და განთავსების ფინანსური ხარჯები თავის თავზე აიღო სომხეთის მხარემ 

  • სპორტის უნივერსიტეტის სტუდენტების სტაჟირება საზღვარგარეთ

    სპორტის უნივერსიტეტის სტუდენტების სტაჟირება საზღვარგარეთ

    საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტსა და თურქეთის რესპუბლიკის ქ. ტარსუსის რეაბილიტაციის ცენტრ „YENIDE SEVGI”-   შორის 2016 წლის 11 ნოემბერს  გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე,  2017 წლის 6 იანვარს მე-3 კურსელ წარმატებულ სტუდენტთა ექვსკაციანი ჯგუფი(შაქრო  აბრამიშვილი,     გიორგი  აბულაძე,   მაია ისაშვილი,    გიორგი  სვიმონიშვილი,   სოფიკო ჩიტაური და    ოთარ ხუციშვილი) ორკვირიან სტაჟირებაზე  გაემგზავრა.  სტაჟირება მიმართულია პროფესიული დონის ამაღლებისა  და დამატებითი გამოცდილების მისაღებად.