საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი

Author: Giorgi Kartvelishvili

  • ღია ლექციების სერია სპორტის უნივერსიტეტში

    ღია ლექციების სერია სპორტის უნივერსიტეტში

    2019 წლის 4 დეკემბერს, საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების ცენტრის ინიციატივით, დაიწყო შიდა საუნივერსიტეტო ღია ლექციების სერია. ამ წამოწყების მთავარი არსი, უნივერსიტეტის კვალიფიკაციის ამაღლების კურსებში ჩართული წამყვანი პროფესურის მიერ, უახლესი ინფორმაციის გაზიარებაა კოლეგებისათვის.

    ამავე დღეს ღია ლექცია ჩაატარა სპორტის დოქტორმა (PhD), პროფესორმა გიორგი ზუბიტაშვილმა. აღნიშნულ ღონისძიებას ესწრებოდნენ სპორტის უნივერსიტეტის სხვადასხვა კათედრის წარმომადგენელი პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და სხვა დაინტერესებული პირები.

    ლექცია ჩატარდა საგანში – სპორტული წვრთნის თეორია და მეთოდოლოგია. თემის სახელწოდება იყო „საწვრთნელი ცვლადები, საწვრთნელი ციკლები და წვრთნის პრინციპები“. აღნიშნული თემატიკა სრულად იყო დამუშავებული უახლესი ინგლისურენოვანი ლიტერატურიდან.

    საკითხმა პოზიტიური გამოხმაურება ჰპოვა სპორტის უნივერსიტეტის პროფესურის მხრიდან. მოხსენების შემდეგ გაიმართა დისკუსია, სპორტული წვრთნის საკვანძო საკითხების ირგვლივ, და კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების ცენტრის დირექტორის, ასისტენტ-პროფესორ მერაბ მეტრეველის მხრიდან კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა, რომ უახლოეს მომავალში უნივერსიტეტის რამოდენიმე სხვა პროფესორის მიერ, წარმოდგენილი იქნება თემატიკები სპორტის პედაგოგიკაში, სპორტის ფიზიოლოგიაში, სპორტის ფსიქოლოგიაში და ა.შ.

  • სპორტის უნივერსიტეტის სტუდენტები საერთაშორისო ოლიმპიური აკადემიის “ახალგაზრდობის 59-ე ყოველწლიურ საერთაშორისო შეკრებაზე” იმყოფებოდნენ

    სპორტის უნივერსიტეტის სტუდენტები საერთაშორისო ოლიმპიური აკადემიის “ახალგაზრდობის 59-ე ყოველწლიურ საერთაშორისო შეკრებაზე” იმყოფებოდნენ

    სპორტის უნივერსიტეტის, მწვრთნელთა ფაკულტეტის სტუდენტები გიორგი სულაბერიძე და გვანცა სადრაძე საბერძნეთში, საერთაშორისო ოლიმპიური აკადემიის “ახალგაზრდობის 59- ე ყოველწლიურ საერთაშორისო შეკრებაზე” იმყოფებოდნენ.

  • სპორტის უნივერსიტეტის სტუდენტი გიორგი სულაბერიძე  ქ. კიევში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე წარსდგა

    სპორტის უნივერსიტეტის სტუდენტი გიორგი სულაბერიძე ქ. კიევში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე წარსდგა

    2019 წლის 16-18 მაისს უკრაინაში, ქ. კიევში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე „ახალგაზრდობა და ოლიმპიური მოძრაობა“, მივლინებულ იქნა საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მწვრთნელთა ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტი გიორგი სულაბერიძე, რომელმაც წარადგინა თემა “სპორტის ფსიქოლოგია თეორიასა და პრაქტიკაში

  • მსოფლიო სპორტის მეცნიერების ფორუმი თბილისში

    მსოფლიო სპორტის მეცნიერების ფორუმი თბილისში

    დამთავრდა საერთაშორისო სამეცნიერო კონგრესი „ოლიმპიური სპორტი და სპორტი ყველასათვის“, რომელიც სპორტის უმაღლესი სასწავლებლის დაარსებიდან 80 წლის იუბილეს მიეძღვნა.

    25 ოქტომბრიდან 28 ოქტომბრის ჩათვლით, თბილისი მერიოტისა და ქორთიარდ მერიოტის ექვს საკონფერენციო დარბაზში, მსოფლიოს 17 ქვეყნის 54 სპორტის უმაღლესი სასწავლებლის 122-მა წარმომადგენელმა გააკეთა 125 მოხსენება 3 პლენარულ, 12 სექციურ და 2 სასტენდო სესიაზე, ექვსი სამეცნიერო მიმართულებით, რომლებშიც განხილული იყო ოლიმპიური სპორტისა და სპორტი ყველასათვის აქტუალური საკითხები, კერძოდ: თანამედროვე სპორტში კადრების მომზადების და გადამზადებისპრობლემები, სამედიცინო-ბიოლოგიური და ფსიქოლოგიურ-პედაგოგიკური ასპექტები, გენდერის პრობლემატიკა, ბავშვთა და მოზარდთა სპორტი, სპორტული რეზერვის მომზადების პრობლემები, სპორტი შეზღუდული შესაძლებლობის პირთათვის და ადაპტიური სპორტი.

    ფოტო გალერეა

  • სპორტის უნივერსიტეტს ბელგრადის სინგადუნუმის უნივერსიტეტის დელეგაცია ეწვია

    სპორტის უნივერსიტეტს ბელგრადის სინგადუნუმის უნივერსიტეტის დელეგაცია ეწვია

    11 ივნისს საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერისტეტს სამუშაო ვიზიტით სერბიის ქ. ბელგრადის სინგადუნუმის უნივერსიტეტის დელეგაცია ეწვია, რომლის შემადგენლობაში იყვნენ: პროფესორი ნენად დიკიჩი – ფიზიკური განათლება და სპორტის მენეჯმენტის ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამის: „სპორტული კვება და საკვები დანამატები“ – ხელმძღვანელი და სპორტისა და ჯანმრთელობის კოლეჯის პროფესორი – მარიჯა ანდელკოვიჩი.

    დელეგაციის წევები უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას შეხვდა. შეხვედრამ სამუშაო ვითარებაში ჩაიარა, სადაც განხილულ იქნა სამომვალო ურთიერთთანამშრომლობის გეგმები.

  • სპორტის უნივერსიტეტში სტუდენტთა საუნივერსიტეტთაშორისო კონფერენცია გაიმართა

    სპორტის უნივერსიტეტში სტუდენტთა საუნივერსიტეტთაშორისო კონფერენცია გაიმართა

    2018 წლის 23 მაისს, საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა (კონფერენციის ორგანიზატორები: ქეთევან ბერიძე და გიორგი ზუბიტაშვილი), რომელიც მიეძღვნა სპორტის უმაღლესი სასწავლებლის დაარსებიდან 80 წლის იუბილეს.

    კონფერენციაზე მონაწილეობას იღებდნენ სპორტის სასწავლო უნივერსიტეტის მწვრთნელთა ფაკულტეტისა და ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტების სტუდენტები; ასევე, სპორტის კოლეჯის, გორის სასწავლო უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტები და მაგისტრანტები.

  • სპორტის უნივერსიტეტს  სამუშაო ვიზიტით ხორვატიის, ქ.ზაგრების უნივერსიტეტის დელეგაცია ეწვია

    სპორტის უნივერსიტეტს სამუშაო ვიზიტით ხორვატიის, ქ.ზაგრების უნივერსიტეტის დელეგაცია ეწვია

    2018 წლის 18 მაისს საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერისტეტს სამუშაო ვიზიტით ხორვატიის, ქ. ზაგრების უნივერსიტეტის დელეგაცია ეწვია.

    დელეგაციის წევრები იყვნენ უნივერსიტეტის კინეზიოლოგიის ფაკულტეტის დეკანი პროფესორი ტომისლავ კრისტიჩევიჩი და მისი ორი მოადგილე. ვიზიტის ფარგლებში პროფესორმა კრისტიჩევიჩმა სპორტის უნივერსიტეტში წაიკითხა მოხსენება კინეზიოლოგიის მეცნიერების შესახებ და წარმოადგინა პრეზენტაცია ზაგრების უნივერსიტეტის კინეზიოლოგიის ფაკულტეტის საქმიანობის შესახებ.

    სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სპორტის უნივერსიტეტსა და ზაგრების უნივერსიტეტს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის სასწავლო პროცესების განვითარებას და პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებას გაცვლითი პროგრამების ფარგლებში. აღნიშნული მემორანდუმი ასევე გაამყარებს ხორვატია–საქართველოს მეგობრულ და თანამშრომლურ ურთიერთობებს.


    სტუდენტთა საუნივერსიტეტთაშორისო კონფერენცია სპორტის უნივერსიტეტში

    2018 წლის 23 მაისს, საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია (ორგანიზატორები: ქეთევან ბერიძე და გიორგი ზუბიტაშვილი), რომელიც მიეძღვნა სპორტის უმაღლესი სასწავლებლის დაარსებიდან 80 წლის იუბილეს.

    კონფერენციაში მონაწილეობდნენ მწვრთნელთა ფაკულტეტის, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის სტუდენტები, ასევე სპორტის კოლეჯის, გორის უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის სტუდენტები და მაგისტრანტები.

  • პროფესორ აგოტა ლენარტის საჯარო ლექცია სპორტის უნივერსიტეტში

    პროფესორ აგოტა ლენარტის საჯარო ლექცია სპორტის უნივერსიტეტში

    2 მაისს სპორტის უნივერსიტეტს უნგრეთის ფიზიკური აღზრდის უნივერსიტეტის სპორტის ფსიქოლოგიის კათედრის ხელმძღვანელი და უნგრეთის ოლიმპიური ნაკრების ფსიქოლოგი

  • სტუმრად სივასის უნივერსიტეტში

    სტუმრად სივასის უნივერსიტეტში

    2017 წლის 16-20 ნოემბერს საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაცია სამომავლო ერთობლივი პროექტების განხორციელებისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, სტუმრად იმყოფებოდა თურქეთის ქალაქ სივასის უნივერსიტეტში. დაისახა სამომავლო ურთიერთობის პერსპექტივები ჩვენსა და სივაშის უნივერსიტეტს შორის. ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც მიზანდ ისახავს სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების გაცვლითი პროგრამების უზრუნველყოფას, სტუდენტების მობილობასა და ერთობლივი პროექტებისა და ღონისძიებების განხორციელებას. დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა სპორტის უნივერსიტეტის მორაგბეთა გუნდი, რომელმაც ორი ამხანაგური შეხვედრა გამართა ადგილობრივი უნივესიტეტის გუნდთან (ორივე შეხვედრა ჩვენი მორაგბეების დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა). მემორანდუმის ფარგლებში ხელშეკრულება დაიდო რაგბის, ფეხბურთის, ფრენბურთის, ფუტსალის, ხელბურთისა და კალათბურთის გუნდების გაცვლითი პროგრამების შესახებ. ჩვენი დელეგაციის სტუმრობის დროს სპორტის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორმა, საქართველოს დამსახურებულმა მწვრთნელმა ლევან მგელაძემ მასტერ კლასი ჩაუტარა სივაშის უნივერსიტეტის რაგბისტთა გუნდს.

  • სპორტის უნივერსიტეტი მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალზე

    სპორტის უნივერსიტეტი მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალზე

    6 ოქტომბერს, მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ორგანიზებით, ჩატარდა მასტერკლასი − „მოზარდთა კოგნიტური ფუნქციონირების იდენტიფიცირება“ (ყურადღების ობიექტური და სუბიექტური ფაქტორების გამოვლენის მაგალითზე).

    აღნიშნულ ღონისძიებას, რომელსაც სპორტის უნივერსიტეტმა უმასპინძლა, დაესწრნენ თბილისის N55 საჯარო სკოლის დამამთავრებელი კლასების მოწაფეები, და, ძიუდოს აკადემიის მოზარდი სპორტსმენები.

    მასტერკლასი ჩაატარა სპორტის უნივერსიტეტის პროფესორმა, გიორგი ზუბიტაშვილმა.