საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი

Author: Giorgi Kartvelishvili

  • სპორტის უნივერსიტეტში გაიმართა მოხსენება, „პლაგიატი და მისი პრევენცია“

    სპორტის უნივერსიტეტში გაიმართა მოხსენება, „პლაგიატი და მისი პრევენცია“

    2021 წლის 16 აპრილს, სპორტის უნივერსიტეტში Zoom-ის ელექტრონული პლატფორმის გამოყენებით, გაიმართა მოხსენება: „პლაგიატი და მისი პრევენცია“ (მომხს. სამეცნიერო-კვლევითი სამსახურის უფროსი, პროფ. გიორგი ზუბიტაშვილი). მას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი, საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტები და მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის მსმენელები.

    საკითხი ეხებოდა საუნივერსიტეტო ცხოვრებისთვის ისეთ მნიშვნელოვან ასპექტებს, როგორებიცაა:

      • აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპებიrn
      • პლაგიატის პრობლემა და მისი ფორმები
      • პლაგიატის თავიდან არიდების გზები
      • ციტირების
  • სპორტის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი სერტიფიკატებით დაჯილდოვდა

    სპორტის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი სერტიფიკატებით დაჯილდოვდა

    2021 წლის 15 აპრილს, საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა – პროფესორმა ჯემალ ძაგანიამ უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის იმ ნაწილს, რომელთა სამეცნიერო ნაშრომები მაღალი სამეცნიერო ღირებულებისაა და Scopus-ის ბაზაში იძებნება, სერტიფიკატები გადასცა.

    აღსანიშნავია, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში აღნიშნულ ბაზაში ხსენებულ პროფესორ-მასწავლებელთა ავტორობით შექმნილი სტატიების რაოდენობა და ციტირების ინდექსი საგრძნობლად გაზრდილია.

    სერტიფიკატები გადაეცათ:

    1. გიორგი ზუბიტაშვილი
    2. ქეთევან ინასარიძე
    3. ელისო მურვანიძე
    4. ედუარდ ფეროიანი
    5. ნინო ქოჩაკიძე
    6. ლიანი კაკიაშვილი
    7. ალექსანდრე ეგოიანი
    8. ირაკლი ჩაგანავა
    9. გიორგი ფარულავა
    10. დავით ხაჩიძე
    11. კარლო მოისწრაფიშვილი
    12. პაატა ღუდუშაური
    13. ეკა ხურციძე
    14. მაია ჩხარტიშვილი
    15. მურად გარუჩავა
  • სპორტის უნივერსიტეტი აცხადებს შიდა საგრანტო კონკურსს!

    სპორტის უნივერსიტეტი აცხადებს შიდა საგრანტო კონკურსს!

    შიდა საუნივერსიტეტო დაფინანსების ფარგლებში საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში აცხადებს კონკურსს, კვლევის წარმოებაზე. გრანტში მონაწილეობის უფლება აქვს უნივერსიტეტის მაგისტრანტს, უნივერსიტეტის აკადემიურ და მოწვეულ პერსონალს და მოწვეულ მეცნიერ-თანამშრომელს.

    საგრანტო განაცხადს განიხილავს და შეაფასებს რექტორის ბრძანებით შექმნილი საკონკურსო კომისია.

    შიდა საგრანტო კონკურსი წარიმართება უნივერსიტეტის „კვლევითი საქმიანობის წახალისების, მხარდაჭერისა და დაფინანსების წესის შესაბამისად“. (იხ. მიმაგრებული ფაილი).

    გამარჯვებული საგრანტო განაცხადი შეიძლება დაფინანსდეს სრულად ან ნაწილობრივ ან შეიძლება დაფინანსებაზე ეთქვას უარი.

    საბუთების მიღება იწარმოებს უნივერსიტეტის კანცელარიაში. კონკურსი ცხადდება 2021 წლის 7 აპრილიდან, საბუთების მიღება იწარმოებს 31 მაისიდან 10 ივნისის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა). ინფორმაცია დაფინანსებული საგრანტო განაცხადის შესახებ გამოქვეყნდება არაუგვიანეს 20 ივნისისა უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე.

    შედეგების გასაჩივრება შეიძლება საიტზე ინფორმაციის განთავსებიდან სამი კალენდარული დღის ვადაში (არაუგვიანეს 23 ივნისისა).

    დაინტერესებულ პირებს კონსულტაციისთვის შეუძლიათ მიმართონ სამეცნიერო-კვლევით სამსახურს.

    გისურვებთ წარმატებას!

  • სპორტის უნივერსიტეტის სტუდენტთა საუნივერსიტეტო ონლაინ კონფერენცია – „წვრთნისა და რეაბილიტაციის საკითხები სპორტში“

    სპორტის უნივერსიტეტის სტუდენტთა საუნივერსიტეტო ონლაინ კონფერენცია – „წვრთნისა და რეაბილიტაციის საკითხები სპორტში“

    2020 წლის 25 დეკემბერს, სამეცნიერო-კვლევითი სამსახურის ორგანიზებით და ფაკულტეტების აქტიური მხარდაჭერით, ჩატარდა სპორტის უნივერსიტეტის სტუდენტთა საუნივერსიტეტო ონლაინ კონფერენცია. აღნიშნულ ღონისძიებას ესწრებოდნენ სპორტის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი, ასევე საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტები.

    კონფერენციამ დიდი ინტერესი გამოიწვია დამსწრე საზოგადოებას შორის და კითხვა-პასუხისა და აქტიური დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. მომხსენებლებს გადაეცათ შესაბამისი ელექტრონული სერტიფიკატები.

    უნივერსიტეტი აქტიურად უჭერს მხარს ამ და სხვა მსგავსი სახის აქტივობებს, რომლებიც ახალგაზრდა კადრის სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში ეფექტურ ჩართვას უკავშირდება; ეხმარება მათ კვლევის ეთიკური და აკადემიური კეთილსინდისიერების ღირებულებების დამკვიდრებაში.

    პროგრამის სანახავად დააჭირეთ აქ.

  • სპორტის უნივერსიტეტში ჩატარდა მოხსენება – „როგორ დავწეროთ სამეცნიერო სტატია

    სპორტის უნივერსიტეტში ჩატარდა მოხსენება – „როგორ დავწეროთ სამეცნიერო სტატია

    2020 წლის 22 დეკემბერს, სპორტის უნივერსიტეტში, კომუნიკაციის თანამედროვე ელექტრონული საშუალება Zoom ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით, ჩატარდა საჯარო მოხსენება სახელწოდებით „როგორ დავწეროთ სამეცნიერო სტატია“. მოხსენება წარმოადგინა სამეცნიერო-კვლევითი სამსახურის უფროსმა, გიორგი ზუბიტაშვილმა.

    აღნიშნული ღონისძიება, როგორც სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში კომპეტენციების ზრდაზე მიმართული აქტივობა, შეეხო ისეთ საკითხებს, რომლებიც ქვაკუთხედს წარმოადგენენ ძლიერი და მეთოდოლოგიურად გამართული სტატიის დაწერის პროცესში. მოხსენების ფარგლებში აქცენტი გაკეთდა აკადემიური კეთილსინდისიერების დაცვაზე, განხილულ იქნა პლაგიატის სახეები და მისი თავიდან აცილების საშუალებები.

    შეხვედრას დაესწრნენ სპორტის უნივერსიტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალი, უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტები.

    მოხსენება ჩაწერილ იქნა ვიდეოზე, რომელიც პრეზენტაციასთან ერთად დაინტერესებული პირებისთვის ხელმისაწვდომია უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში.

  • საერთაშორისო კონფერენცია (ქუთაისი 2020), „ბავშვთა უფლებები საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო პროგრამებსა და კურიკულუმებში“

    საერთაშორისო კონფერენცია (ქუთაისი 2020), „ბავშვთა უფლებები საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო პროგრამებსა და კურიკულუმებში“

    2020 წლის 1-2 ოქტომბერს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია (ქუთაისი 2020), „ბავშვთა უფლებები საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო პროგრამებსა და კურიკულუმებში“.

       აღნიშნულ კონფერენციაზე   მოხსენებით გამოვიდა  საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, აკადემიური დოქტორი მამუკა მაღლაკელიძე. თემით „მოსწავლეთა ჩართულობა სპორტის უნივერსიტეტის საქმიანობაში“.  კონფერენციაზე ასევე მონაწილეობა მიიღო სპორტის უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორმა გივი გოგოძემ (ონლაინ რეჟიმში), რომელმაც წარადგინა ორი თემა:"ჰიპოქსია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების წამყვან სპეციალისტთა პრაქტიკული რეკომენდაციები მაღალ და საშუალო მთიან რაიონებში სპორტსმენთა და არასპორტსმენთა მომზადებაში" და “ფიტნესი და ფიზიკური ვარჯიშის მოქმედება ბავშვთა და მოზარდთა ორგანიზმზე”.  
    
    
    
          კონფერენციის ორგანიზატორები:

    საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
    აკაკი წერეთლის სახელობის პედაგოგიური უნივერსიტეტი
    Unicef გაეროს ბავშვთა ფონდი

  • 28-29 აპრილს პირველად უნივერსიტეტის ისტორიაში ჩატარდა მწვრთნელთა

    28-29 აპრილს პირველად უნივერსიტეტის ისტორიაში ჩატარდა მწვრთნელთა

    ფაკულტეტის პროფესორ მასწავლებლთა სამეცნიერო კონფერენცია ონლაინ რეჟიმში. კონფერენციაშ, რომლის თემა იყო „თანამედროვე სპორტი და მისი პრობლემები საქართველოში“, მონაწილეობა მიიღო 21 პედაგოგმა, რომლებმაც თავიანთ მოხსენებებში განიხილეს სპორტის სფეროში არსებული პრობლემები და მათი აღმოფხვრის გზები.

  • სპორტის უნივერსიტეტში გაიმართა მოხსენება, საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებში მუშაობის შესახებ

    სპორტის უნივერსიტეტში გაიმართა მოხსენება, საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებში მუშაობის შესახებ

    2020 წლის 26 თებერვალს, საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, სამეცნიერო-კვლევითი სამსახურის ორგანიზებით, გაიმართა მოხსენება, ელექტრონულ სამეცნიერო მონაცემთა ბაზებში მუშაობის შესახებ.

    პრეზენტაცია წარმოადგინა საქართველოს ბიბლიოთეკების ინტეგრირებული საინფორმაციო ქსელის კონსორციუმის ლიცენზირების კოორდინატორმა, ქალბატონმა მარიკა ჟორჟოლიანმა.

    დამსწრე საზოგადოებას შორის იყვნენ სპორტის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის თანამშრომლები, საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელები და სხვა დაინტერესებული პირები.

    მოხსენება შეეხო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა: საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებში მუშაობის სპეციფიკა, მათში განთავსებული წიგნებისა თუ სტატიების მოძიების მეთოდოლოგია და პლაგიატის საკითხები.

    უნივერსიტეტის მიერ სრულად მოხდა აღნიშნული პრეზენტაციის ვიდეოს სახით ჩაწერა და ის ხელმისაწვდომია სპორტის უნივერსიტეტში მომუშავე აკადემიური პერსონალისთვის.

  • ERASMUS+ პროგრამით SportUni-ში განხორციელდა კიდევ ერთი სასწავლო მობილობა

    ERASMUS+ პროგრამით SportUni-ში განხორციელდა კიდევ ერთი სასწავლო მობილობა

    ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტიდან კიდევ ერთისასწავლო მობილობა განხორციელდა.

    2020 წლის 14 თებერვალს ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი ანა კაპანაძე და მწვრნელთა ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი ვლადიმირ ტერტერიანი ბულგარეთში გაემგზავრნენ. მათ მოიპოვეს ERASMUS+ -ის სტიპენდია და 1 სემესტრის განმავლობაში სწავლას სოფიაში, ეროვნული სპორტის აკადემია „ვასილ ლევსკი“- ში გააგრძელებენ.

    ეროვნული სპორტის აკადემია „ვასილ ლევსკი“ ჩვენი უნივერსიტეტის პარტნიორია და მომავალშიც გაგრძელდება თანამშრომლობა, როგორც სტუდენტების მობილობის ასევე ლექტორების მობილობის თვალსაზრისით.

  • ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში

    ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში

    საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტიდან პირველი
    სასწავლო მობილობა განხორციელდა.

    2020 წლის 28 იანვარს ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი, ანი ბერიაშილი ლიეტვუაში გაემგზავრა. ანიმ მოიპოვა ERASMUS+ -ის სტიპენდია და 1 სემესტრის განმავლობაში სწავლას ლიეტვუას სპორტის უნივერსიტეტში გააგრძელებს.

    ლიეტვუას სპორტის უნივერსიტეტი ჩვენი უნივერსიტეტის პარტნიორია და მომავალშიც გაგრძელდება თანამშრომლობა, როგორც სტუდენტების მობილობის ასევე ლექტორების მობილობის თვალსაზრისით.