საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი

Author: Giorgi Kartvelishvili

  • Erasmus + გაცვლითი პროგრამა

    Erasmus + გაცვლითი პროგრამა

    2022 წლის 14-18 თებერვალს, სპორტის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი შოთა გოგიტაური, Erasmus + გაცვლითი პროგრამის ფარგლებში იმყოფებოდა უნგრეთის ფიზიკური აღზრდის უნივერსიტეტში, ბუდაპეშტში. სადაც პროფესორ გაბორ გეცის საელექციო აქტივობების ფარგლებში, წაიკითხა ლექციები ქართული სპორტის განვითარების, დაფინანსების სისტემებისა და სპორტის მენეჯმენტის საკითხებზე.

    2022 წლის 2 მარტს, 18:00 საათზე, ზუმის პლატფორმის მეშვეობით შოთა გოგიტაური წარადგენს პრეზენტაციას უნგრეთში განხორციელებული აქტივობების შესახებ და ასევე საუბარი იქნება სამომავლოდ დაგეგმილი Erasmus + გაცვლითი პროგრამების შესახებ. პრეზენტაციაზე დასწრება შესაძლებელია მოცემული ბმულის მეშვეობით :

    https://sportuni-ge.zoom.us/j/99188035516?pwd=TXBMQlNhQ0k4aFRpeC92WGRCZjk0Zz09

    ID: 991 8803 5516

    Passcode: 581417

    სპორტის უნივერსიტეტი Erasmus + ის ფარგლებში არაერთი ევროპული უნივერსიტეტის პარტნიორია და სამომვლოდაც იგეგმება სხვადასხვა გაცვლითი პროგრამები

  • სპორტის უნივერსიტეტი საერთაშორისო კონფერენციაზე

    სპორტის უნივერსიტეტი საერთაშორისო კონფერენციაზე

    სპორტის უნივერსიტეტის პროფესორმა გიორგი ფარულავამ და ასოცირებულმა პროფესორმა ალექსანდრე ეგოიანმა მონაწილეობა მიიღეს პირველ საერთაშორისო ონლაინ კონფერენციაში „განათლება, ტექნოლოგია და ინოვაცია“ (ICETI2021), რომლის ორგანიზატორები იყვნენ ევროპის უნივერსიტეტი და ქუთაისის უნივერსიტეტი. კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტს წინასწარ გადაეგზავნა მოხსენების აბსტრაქტი, რომლის თაობაზეც მომხსენებლებს ეცნობათ შემდეგი:

     „თქვენს მიერ გადმოგზავნილი აბსტრაქტი შეფასდა ფარული რეცენზირების წესით ორი რეცენზენტის მიერ; აბსტრაქტების შეფასების მაქსიმალური  ქულა  იყო 25, გამსვლელ ქულად კი  განისაზღვრა 15.
    
     კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის სახელით, მოხარულები ვართ, გაცნობოთ, რომ თქვენ მიერ წარმოდგენილი აბსტრაქტი შეფასდა 22.5 ქულით (ეს შედეგი მეორე იყო) და იგი შეირჩა მოხსენებისთვის.“
    
      15 დეკემბერს აღნიშნულ  საერთაშორისო კონფერენციაზე, პროფესორმა გიორგი ფარულავამ და ასოცირებულმა პროფესორმა ალექსანდრე ეგოიანმა, გააკეთეს მოხსენება  თემაზე: “ინოვაციური მეთოდები და ახალი სასწავლო კურსები რეაბილიტაციის საბაკალავრო პროგრამაში” (Innovative Methods and New Teaching Courses in Bachelor’s Program of Rehabilitation).
    
    ვულოცავთ მათ საერთაშორისო კონფერენციაში წარმატებით მონაწილეობას და ვუსურვებთ შემდგომ ნაყოფიერ სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას.
    
    
  • საერთაშორისო სამეცნიერო ონლაინ კონფერენცია ,,Sport Forum – International Scientific Conference – Athlete Training Management

    საერთაშორისო სამეცნიერო ონლაინ კონფერენცია ,,Sport Forum – International Scientific Conference – Athlete Training Management

    2021 წლის 2-3 დეკემბერს ქალაქ კაუნასში ლიტვის სპორტის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ სპორტული ფორუმის ფარგლებში ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო ონლაინ კონფერენცია Sport Forum – International Scientific Conference – Athlete Training Management” რომელშიც მონაწილეობდა ჩვენი უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ქეთევან ხაზარაძე და მოწვეული პედაგოგები ნინო ჯაფარიძე და აზა რევიშვილი.

  • შეხვედრა სპორტის უნივერსიტეტის და რომის სახელმწიფო უნივერსიტეტი

    შეხვედრა სპორტის უნივერსიტეტის და რომის სახელმწიფო უნივერსიტეტი

    29 ოქტომბერს ზუმის პლატფორმის გამოყენებით გაიმართა შეხვედრა სპორტის უნივერსიტეტის და რომის სახელმწიფო უნივერსიტეტის – “ფორო იტალიკოს” წარმომადგენლებს შორის.

    შეხვედრას ესწრებოდნენ სპორტის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვლადიმერ ბოჟაძე, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი მედეა მეტრეველი, იტალიური ენის მოწვეული პედაგოგი ომარ ფოსკი და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი მარიამ მაისურაძე. “ფორო იტალიკო” -ს წარმომადგენლებს შორის იყვნენ ვიცე რექტორი პროფესორი ემანუელე ისიდორი, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის თანამშრომელები პაოლა ტეტი და დიეგო ვიზენტინი.

    შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, რომელიც მოიცავს როგორც გაცვლით პროგრამებს ისე სამეცნიერო თანამშრომლობას. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება ორ უნივერსიტეტს შორის უახლოეს მომავალში იგეგმება.

    რომის სახელმწიფო უნივერსიტეტი “ფორო იტალიკო” არის იტალიაში ერთადერთი უმაღლესი საწავლებელი, რომელიც ახორციელებს ფიზიკური ვარჯიშებისა და სპორტის მეცნიერულ შესწავლას.

  • ბულგარეთის ვასილ ლევსკის ეროვნული სპორტის აკადემიის პროფესორების ვიზიტი სპორტის უნივერსიტეტში

    ბულგარეთის ვასილ ლევსკის ეროვნული სპორტის აკადემიის პროფესორების ვიზიტი სპორტის უნივერსიტეტში

    12 და 15 ოქტომბერს ERASMUS + გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სპორტის უნივერსიტეტს ბულგარეთის ვასილ ლევსკის ნაციონალური სპორტის აკადემიის პროფესორები ტატიანა ჰრისტაკიევა და ელეონორა მილევა ესტუმრნენ. პროფესორებმა სპორტის უნივერსიტეტში პროგრამით გათვალისწინებული ლექციები ჩაატარეს, რომელიც შეეხებოდა ზოგად ინფორმაციას ბულგარეთის ნაციონალური სპორტის აკადემიის, სწავლის მეთოდებს და ასევე ინგლისური ენის სწავლების სპეციფიკას. ვასილ ლევსკის სახელობის ეროვნული სპორტის აკადემია სპორტის უნივერსიტეტის პარტნიორია 2017 წლიდან და ორ უნივერსიტეტს აქტიურად ხორციელდება ERASMUS + პროგრამით გათვალისწინებული აქტივობები.

  • სპორტის უნივერსიტეტის წარმომადგენლების ვიზიტი უნგრეთში

    სპორტის უნივერსიტეტის წარმომადგენლების ვიზიტი უნგრეთში

    2021 წლის 14 სექტემბრიდან 17 სექტემბრის ჩათვლით უნგრეთში, ქ. ბუდაპეშტში საერთაშორისო პარტნიორების დღეები და ინოვაციების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა სადაც სპორტის უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის მთავარი სპეციალისტი მარიამ მაისურაძე და ამავე უნივერსიტეტის ასისტენტი პროფესორი შოთა გოგიტაური იმყოფებოდნენ.

    ინოვაციების საერთაშორისო კონფერენციაზე ასისტენტ პროფესორმა შოთა გოგიტაურმა წარადგინა მოხსენება თემაზე „შემოსავალი ბილეთების გაყიდვიდან“, რომელმაც ბევრი დადებითი შეფასება მიიღო.

    ვიზიტის ფარგლებში მოეწყო სპეციალური შეხვედრები პარტნიორ, უნგრეთის ფიზიკური აღზრდის უნივერსიტეტის რექტორთან, საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტის თანამშრომლებთან და აკადემიურ პერსონალთან. შეხვედრაზე მხარეება ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე და სხვადასხვა სახის გაცვლით პროგრამაზე, როგორც სტუდენტებისთვის ასევე აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის. დაიგეგმა შეხვედრები სამომავლო ერთობლივ პროგრამებზე და სხვა საერთაშორისო პროექტებზე, რომელსაც სპორტის უნივერსიტეტი თავის პარტნიორებთან ერთად განახორციელებს.

    აღნიშნულ ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ სხვადასხვა ქვეყნების უნივერსიტეტების წარმომადგენლები, რომლებთანაც ასევე ვიმსჯელეთ ურთიერთთანამშრომლობის შესახებ.

    სააქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი 2014 წლიდან არის უნგრეთის ფიზიკური აღზრდის უნივერსიტეტის პარტნიორი.

  • სპორტის უნივერსიტეტის წარმომადგენლების შეხვედრა  საქართველოში იტალიის საელჩოს განათლების ატაშესთან  ქალბატონ   ორნელა სპანოსთან

    სპორტის უნივერსიტეტის წარმომადგენლების შეხვედრა საქართველოში იტალიის საელჩოს განათლების ატაშესთან ქალბატონ ორნელა სპანოსთან

    9 სექტემბერს ზუმის პლატფორმის გამოყენებით გაიმართა შეხვედრა საქართველოში იტალიის საელჩოს განათლების ატაშესთან ქალბატონ ორნელა სპანოსთან. შეხვედრას ესწრებოდნენ სპორტის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვლადიმერ ბოჟაძე, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი მაია ხურცილავა, იტალიური ენის მოწვეული პედაგოგი ომარ ფოსკი და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი მარიამ მაისურაძე. შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, როგორც საელჩოსთან, ასევე იტალიის უმაღლეს სასწავლებლებთან, რაც ითვალისწინებს გაცვლით პროგრამებს, მასტერკლასებს და სხვა აქტივობებს. ქალბატონმა ორნელა სპანომ დიდი კმაყოფილება გამოთქვა 2021/2022 აკადემიური წლიდან სპორტის უნივერსიტეტში იტალიური ენის სასწავლო გეგმაში შეტანასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად მოხდება უნივერსიტეტის მხარდაჭერა. ასევე იგეგმება იტალიის საელჩოსთან მემორანდუმის გაფორმება.

  • სპორტის უნივერსიტეტის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის მადრიდის ალკალას უნივერსიტეტის პროფესორმა მასტერკლასი გამართა

    სპორტის უნივერსიტეტის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის მადრიდის ალკალას უნივერსიტეტის პროფესორმა მასტერკლასი გამართა

    2021 წლის 20 მაისს სპორტის უნივერსიტეტის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის გაიმართა მასტერკლასი ფიზიკური განათლების სწავლების მეთოდების შესახებ. მასტერკლასს უძღვებოდა მადრიდის ალკალას უნივერსიტეტის დოქტორი, პროფესორი როდრიგო რეი ვიეხო.

    აღსანიშნავია, რომ ის საქართველოში სპორტის უნივერსიტეტის ბაზაზე ატარებდა კვლევას თავისი სადოქტორო ნაშრომისთვის. ნაშრომის თემაა: „საქართველოში ფიზიკური აღზრდის მასწავლებელთა და პროფესიონალთა მომზადება“.

    შეხვედრა Zoom-ის პლატფორმის გამოყენებით გაიმართა და დაესწრო 48 მონაწილე. სამუშაო ენა იყო ინგლისური, ხოლო თარგმანი უზრუნველყოფილი იყო სინქრონულად.

    მასტერკლასის თემები:

    • ფიზიკური განათლება ესპანეთში — ფიზიკური აღზრდა არსებული განათლების სისტემის პირობებში
    • საერთაშორისო გამოცდილება და პროფესიული შესაძლებლობები
    • ფიზიკური დატვირთვა და სპორტი
    • სკანდინავიური ღია სივრცეში ჩასატარებელი პროგრამები
    • ფიზიკური აღზრდის მასწავლებლების სახელმძღვანელოები, რესურსები და დავალებები
    • სადოქტორო ნაშრომის მოკლე განხილვა — საქართველოში 2017–2019 წლებში ფიზიკური აღზრდის პედაგოგების ტრენინგების შესწავლა
    • ინკლუზიური განათლების განხილვა საქართველოს რეალობაში
    • გამოწვევები და ახალი შესაძლებლობები საქართველოში
  • I საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია 'ჯანმრთელობა და სპორტი'

    I საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია 'ჯანმრთელობა და სპორტი'

    2021 წლის 12-13 აპრილს, სსიპ საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის ორგანიზებით ჩატარდა
    I საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე:
    “ჯანმრთელობა და სპორტი”

    კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო 11 ქვეყნის მკვლევარმა და წამოდგენილი იყო 63 თანაავტორის მიერ შესრულებული 32 მოხსენება.
    კონფერენცია გაიხსნა, უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ ჯემალ ძაგანიას მისალმებით. მონაწილეებს აგრეთვე მიესალმა ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიორგი ფარულავა.
    კონფერენციის მოდერატორი იყო ასოც. პროფესორი ალექსანდრე ეგოანი.

  • სპორტის უნივერსიტეტსა და ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

    სპორტის უნივერსიტეტსა და ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

    2021 წლის 21 აპრილს, სპორტის უნივერსიტეტსა და ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს სპორტის უნივერსიტეტის რექტორმა – პროფესორმა ჯემალ ძაგანიამ და ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის დირექტორმა ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა გვანცა ჭკადუამ.

    მემორანდუმი ითვალისწინებს ურთიერთშორის სამეცნიერო მიღწევების გაზიარებას, ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამებისა და სამეცნიერო-კვლევითი პროექტების შემუშავება-განხორციელებას, სამეცნიერო-კვლევითი უნარების მქონე სპეციალისტების მომზადებაში ხელის შეწყობასა და საგანმანათლებლო პროგრამების შეფასება/განვითარებაში მონაწილეობის მიღებას.

    მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ ორ ინსტიტუციას თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ და მათი პროფესორ-მასწავლებლები პარალელურად ორივე ინსტიტუციაში წლების განმავლობაში ეწეოდნენ აკადემიურ და სამეცნიერო საქმიანობას. მაგალითისთვის, სპორტის უნივერსიტეტში ფიზიოლოგიისა და ბიოქიმიის კათედრა 1938 წელს გაიხნა, კათედრის გამგე კი აკადემიკოსი სერგი ნარიკაშვილი იყო, რომელიც 1953-1969 წლებში ასევე გახლდათ ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი. ასევე, 1977 წლიდან, ელგუჯა მონიავა ამავე ინსტიტუტის ნეიროენდოკრინოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი გახლდათ, 1983-2007 წლებში კი ფიზკულტურის ინსტიტუტის ფიზიოლოგიისა და ბიოქიმიის კათედრის გამგის პოზიციას იკავებდა.

    სხვადასხვა დროს ფიზკულტურის ინსტიტუტში ლექციების წასაკითხად ცნობილ მეცნიერებს იწვევდნენ, მათ შორის იყო საქართველოში ფიზიოლოგიური სკოლის ფუძემდებელი – ივანე ბერიტაშვილი, რომელმაც ფიზკულტურის ინსტიტუტის ახლად გახსნილ შენობაში პირველმა წაიკითხა საჯარო ლექცია.