„სამეცნიერო გრანტის მოპოვებისა და განხორციელების გზები“
საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება ტრენინგი: „სამეცნიერო გრანტის მოპოვებისა და განხორციელების გზები“.
ტრენინგს გაუძღვება ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორი — ქალბატონი ნინო პავლიაშვილი.
შეხვედრა განკუთვნილია უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის და დაეთმობა საგრანტო შესაძლებლობების მიმოხილვას, განაცხადის მომზადების პრაქტიკულ პრინციპებსა და პროექტის ეფექტიანი განხორციელების ეტაპებს.
თუ გსურთ თქვენი კვლევითი იდეა რეალურ პროექტად აქციოთ — ეს ტრენინგი ზუსტად თქვენთვის არის!
