საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი

Day: November 20, 2025

  • ცხადდება კონკურსი ტანვარჯიშის მიმართულებით ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე

    ცხადდება კონკურსი ტანვარჯიშის მიმართულებით ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე

    საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს ტანვარჯიშის მიმართულებით ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე, სპორტის მასობრივი სახეების კათედრაზე.

    🗓 საბუთების მიღების ვადა: 3 დეკემბრიდან 17 დეკემბრის ჩათვლით.

    დეტალური ინფორმაციის მისაღებად ჩამოტვირთეთ თანდართული ფაილი.

  • ცხადდება კონკურსი ტრამვატოლოგია-ორთოპედიის მიმართულებით ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე

    ცხადდება კონკურსი ტრამვატოლოგია-ორთოპედიის მიმართულებით ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე

    საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს ტრამვატოლოგია-ორთოპედიის მიმართულებით ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე, სპორტული მედიცინისა და კინეზოლოგიის კათედრაზე.

    🗓 საბუთების მიღების ვადა: 5 დეკემბრიდან 17 დეკემბრის ჩათვლით.

    დეტალური ინფორმაციის მისაღებად ჩამოტვირთეთ თანდართული ფაილი.

  • ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის ფორუმი

    ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის ფორუმი

    2025 წლის 12-14 ნოემბერს საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის ფორუმში (EQAF 2025), რომელიც უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაიმართა. ფორუმს ბუდაპეშტის კორვინუსის უნივერსიტეტმა უმასპინძლა.

    EQAF მნიშვნელოვანი ევროპული პლატფორმაა, სადაც ერთ სივრცეში იყრიან თავს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის წამყვანი ექსპერტები, პოლიტიკის განმსაზღვრელები და სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლები, რომლებიც მსჯელობენ და განიხილავენ უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სფეროში არსებულ ტენდენციებს, გამოწვევებსა და განვითარების შესაძლებლობებს. წლევანდელი ფორუმის მთავარი თემა – „ხარისხის კონტროლი კრიზისების დროს – სტაბილურობის, ავტონომიისა და საერთაშორისო თანამშრომლობის უზრუნველყოფა“ – ევროპასა და მსოფლიოში არსებული გამოწვევებით იყო ნაკარნახევი.

    EQAF 2025-ზე საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტს წარმოადგენდნენ: მაია ხურცილავა – უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი; ნინო ძაგანია – ასოცირებული პროფესორი, მწვრთნელთა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი; ანა აბისონაშვილი – უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტი.

    სამდღიანი ფორუმის განმავლობაში ჩვენი დელეგაციის წარმომადგენლები აქტიურად იყვნენ ჩართულები სამუშაო სესიებში, დისკუსიებსა და თემატურ შეხვედრებში. მათ საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ხარისხის გაუმჯობესების თანამედროვე ევროპულ პრაქტიკებს, მიეღოთ ფასეული ინფორმაცია წამყვან ევროპულ უნივერსიტეტებში არსებული გამოწვევებსა და მათზე რეაგირების მექანიზმებზე, დაემყარებინათ ახალი პროფესიული ურთიერთობები, რომლებიც მომავალში ხელს შეუწყობს უნივერსიტეტის განვითარებას.

    EQAF 2025-ში მონაწილეობამ კიდევ უფრო გაამყარა ჩვენი უნივერსიტეტის ერთგულება ევროპული ხარისხის სტანდარტებისა და უწყვეტი განვითარების მიმართ.

    საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი მადლობას უხდის EQAF-ის ორგანიზატორებსა და კორვინუსის უნივერსიტეტს ფორუმის უმაღლეს დონეზე ორგანიზებისთვის და გულთბილი მასპინძლობისთვის.

  • წარმომადგენლობითი საბჭოს სტუდენტ წევრთა არჩევნები

    წარმომადგენლობითი საბჭოს სტუდენტ წევრთა არჩევნები

    წარმომადგენლობით საბჭოში მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტიდან 2 სტუდენტი წევრის ადგილზე და მწვრთნელთა ფაკულტეტიდან 1 სტუდენტი წევრის ადგილზე გამოცხადებული არჩევნები გაიმართება: 2025 წლის 20 ნოემბერს 13:00–17:00.

    მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზირი №76ბ