საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტუდენტის უფლებები

📄 დოკუმენტი

სსიპ – საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მექანიზმები

სსიპ – საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მექანიზმები

შესავალი
წინამდებარე დოკუმენტი შემუშავებულია სსიპ – საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის (შემდგომში – ‘სფასსსუ’) სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით, უნივერსიტეტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მხარდაჭერით.
დოკუმენტის მიზანია, განსაზღვროს და თავი მოუყაროს სფასსსუ-ში არსებულ სტუდენტთა უფლებების დაცვის მექანიზმებს და გაზარდოს სტუდენტთა ცნობადობა, გაამარტივოს მათთვის ინფორმაციის მოძიება და მასზე წვდომა.
წინამდებარე დოკუმენტი ამტკიცებს სსიპ – საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭო.

სტუდენტთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მექანიზმები
სტუდენტთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად, სსიპ – საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი:

სფასსსუ-ს სტუდენტების უფლებები განსაზღვრულია როგორც სასწავლო უნივერსიტეტის წესდებაში, ისე სტუდენტთან გაფორმებული ხელშეკრულებით.

სასწავლო უნივერსიტეტს შემუშავებული აქვს სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი, რომელიც განსაზღვრავს სტუდენტის სტატუსის მოპოვების, შეჩერების, შეწყვეტის, აღდგენის, სემესტრის დამატების, მობილობის, საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისობის დადგენის და სწავლის პერიოდში მიღებული განათლების აღიარების წესს, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების და უცხო ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიღებისა და ჩარიცხვის წესებს.

სტუდენტსა და, საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ხელშეკრულება იცავს სტუდენტის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს. მომსახურების ხელშეკრულებაში გათვალისწინებულია სწავლის პირობები, სტუდენტის უფლებები და ვალდებულებები, სწავლის საფასური და ანგარიშსწორების წესი, ხელშეკრულების მოქმედების ვადა და შეწყვეტის პირობები, სადაო საკითხების გადაწყვეტის წესი და სხვა.

სტუდენტთა ხელშეკრულება შემუშავებულია სტუდენტთათვის გასაგებ ენაზე, ხელშეკრულებაზე ხელის მოწერამდე, ხდება მათთან ხელშეკრულებით განსაზღვრული უფლბებისა და მოვალეობების კომუნიკაცია. სტუდენტი უფლებამოსილია:

სტუდენტი უფლებამოსილია:
ა.მიიღოს ხარისხიანი განათლება.
ბ.ჩაერთოს უნივერსიტეტის სასწავლო პროცესში – უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად აირჩიოს მისთვის სასურველი სპეციალობა, დარეგისტრირდეს მისი საგანმანათლებლო პროგრამის (კურიკულუმის) შესაბამის სასწავლო დისციპლინებზე.
გ. მონაწილეობა მიიღოს სამეცნიერო-კველვით აქტივობებში.
დ. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით, შინაგანაწესითა და დებულებებით დადგენილი წესისა და შეზღუდვების გათვალისწინებით ისარგებლოს უნივერსიტეტის მატერიალურ – ტექნიკური ბაზით, საბიბლიოთეკო რესურსით, საინფორმაციო და სხვა საშუალებებით.
ე.მიიღოს სრული ინფორმაცია მისი საგანმანათლებლო პრორგამისა და ამ პროგრამის სასწავლო დისციპლინათა შესახებ, მისთვის გადაცემული უნიკალური პაროლის მეშვეობით.
ვ. გაეცნოს საგანმანათლებლო დაწესებულების შიდა მარეგულირებელ დოკუმენტებს, ეთიკის კოდექსსა და აკადემიური კეთილსინდისიერების ნორმებს.
ზ. თავისუფლად და შეუზღუდავად მიიღოს ინფორმაცია უნივერსიტეტის სტატუსისა და საქმიანობის შესახებ.
თ. მონაწილეობა მიიღოს სტუდენტურ ცხოვრებაში, აირჩიოს წარმომადგენელი ან/და არჩეულ იქნეს სტუდენტური თვითმმართველობის ორგანოში; დააფუძნოს ან/და გაერთიანდეს სხვა სტუდენტურ ორგანიზაციებში.
ი. თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი და დასაბუთებული უარი თქვას სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას შეთავაზებულ იდეათა გაზიარებაზე.
კ. უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესის მიხედვით, გაასაჩივროს მის მიერ მიღებული შეფასება ან ადმინისტრაციული საკითხები, თუკი ადგილი აქვს მის მიმართ უსამართო გადაწყვეტილებას/მიდგომას.
ლ. სხვა დაწესებულებიდან/საგანმანათლებლო პროგრამიდან გადმოყვანის წესით ჩარიცხვის შემთხვევაში, მოსთხოვოს უნივერსიტეტს მის მიერ დაგროვებული კრედიტების აღიარება უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
მ. საჭიროების შემთხვევაში, უნივერსიტეტის მიერ დადგეილი წესის შესაბამისად, მიმართოს დაწესებულებას ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავების თხოვნით.
ნ. სწავლის პერიოდში, შეიჩეროს სტატუსი, ან გადავიდეს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ან უნვერსიტეტში არსებულ სხვა საგანმნათლებლო პროგარმაზე მობილობის ან/და შიდა მობილობის წესით.
ო.საგანმანათლებლო პროგრამის წარმატებით დასრულებისა და კვალიფიკაციის მინიჭების შედეგად მიიღოს უნივერსიტეტის მიერ დამტკიცებული ფორმის საგანმანათლებლო დოკუმენტი – დიპლომი.
პ. საკუთარი სურვილის შესაბამისად აირჩიოს საგანმანათლებლო პროგრამის არჩევითი კომპონენტები და მოახდინოს სპეციალიზაცია მისთვის სასურველი მიმართულებით.
ჟ. პერიოდულად მოახდინოს აკადემიური პერსონალის, სასწავლო პროცესის, უნივერსიტეტის მიერ მიწოდებული სერვისების, ადმინისტრაციული პერსონალისა და უნივერსიტის ბაზის შეფასება.
რ. წარმოადგინოს წინადადებები ფაკულტეტის ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის სისტემისა და სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად, რომელთაც წარუდგენს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.

სასწავლო უნივერსიტეტში შემუშავებულია ეთიკის კოდექსი და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმები. დისციპლინური წარმოების დაწყება შესაძლებელია იმ პირის მოტივირებული განცხადება/საჩივრის საფუძველზე, რომელსაც მიაჩნია, რომ პერსონალის ან სტუდენტის ქმედებით დაირღვა მისი უფლებები და ინტერესები.

ეთიკის კოდექსი ასევე უზრუნველყოფს სტუდენტთა უფლებების დაცვას, ვინაიდან განსაზღვრავს პერსონალის ისეთ ქცევის ნორმებს, რაც უზრუნველყოფს სტუდენტთა ინტერესების დაცვას, მათ შორის:

1. ვალდებულნი არიან პატივისცემით მოეპყრონ სტუდენტებს და გაუწიონ მათ აკადემიური და ინტელექტუალური ხელმძღვანელობა. დაიცვან სტუდენტების აკადემიური თავისუფლება და ხელი შეუწყონ მათ პროფესიულ ზრდასა და მათში ეთიკური პრინციპების გამყარებას.

2. სტუდენტების შეფასების პროცესში აკადემიური/მოწვეული პერსონალის წარმომადგენლებმა უნდა იმოქმედონ სამართლიანობისა და ობიექტურობის პრინციპების შესაბამისად.
3. მათ მიერ მიცემული შეფასება უნდა იყოს ობიექტური და დაფუძნებული მხოლოდ სტუდენტთა აკადემიურ მოსწრებაზე. შეფასებაზე გავლენა არ უნდა იქონიოს ისეთმა პიროვნულმა მახასიათებლებმა, როგორიცაა: სქესი, რელიგია, რასობრივი კუთვნილება, პიროვნული ღირებებულები, პოლიტიკური კუთვნილება და სხვა.
4. სტუდენტებს უნდა მიაწოდონ სრული ინფორმაცია შეფასების სისტემის შესახებ. მათი მხრიდან არ უნდა იქნას ჩადენილი ისეთი ქმედება, რაც რომელიმე სტუდენტს ჩააყენებს სხვებთან შედარებით ხელსაყრელ ან პრივილეგირებულ მდგომარეობაში.

გამოცდების ჩატარების წესი და სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი ასევე ითვალისწინებს სტუდენტთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის გამჭვირვალე და სამართლიან მექანიზმს, გასაჩივრების პროცედურის არსებობით:

შუალედური/დასკვნითი ძირითადი და დამატებითი გამოცდების შედეგების აპელაციის მიზნით, სტუდენტს აქვს უფლება გაასაჩივროს მიღებული შეფასება შეფასების გაცნობიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში. სტუდენტი გასაჩივრების მიზნით წერილობით მიმართავს შესაბამისი ფაკულტეტის დეკანს, სტუდენტი ვალდებულია დაასაბუთოს აპელაციის საფუძველი. ნაწერი გადაეცემა იმავე მიმართულების სხვა პროფესორს ხელახლა შესაფასებლად. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა მოწვეულ იქნას გარე პირი. შემთხვევაში, თუ ხელახალი შემოწმების შედეგად განსაზღვრული შეფასება 20%-ით განსხვავდება საგნის ლექტორის შეფასებისგან, ნაწერი გადაეცემა მესამე შემმოწმებელს, რომლის შემოწმების შედეგის საფუძველზე დეკანი იღებს გადაწყვეტილებას ქულის საშუალო არითმეტიკულით კორექტირებაზე.

სტუდენტს აქვს უფლება გაასაჩივროს ადმინისტრაციული პერსონალის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები. ადმინისტრაციულ საკითხებთან და ადმინსიტრაციული პერსონალის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების გასაჩივრებისთვის, სტუდენტმა წერილობით უნდა მიმართოს რექტორს.

ადმინისტრაცია და სტრუქტურული ერთეულები კი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ვალდებული არიან, სტუდენტებს გააცნონ მომსახურების ხელშეკრულების შინაარსი, სტუდენტის სტატუსის მინიჭებისას ხელშეკრულების გაფორმების პროცესში. ინფორმაცია განთავსებულია ვებ-გვერდზე, სტუდენტთათვის ხელმისაწვდომ ადგილას.

სტუდენტთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მექანიზმი და შეფასების სისტემა სტუდენტთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის შეფასება უმნიშვნელოვანესი პროცესია, რომლითაც შესაძლებელი ხდება დარღვევებზე რეაგირება. სტუდენტთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მექანიზმების ეფექტურობის შეფასება ხდება კითხვარებით, რომელსაც შეიმუშავებს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური.

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური შეისწავლის სტუდენტთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მექანიზმების ეფექტურობას, მისი გამოყენების სტატისტიკას, გამოკვეთილი ტენდენციების საფუძველზე დაგეგმავს შესაბამის ღონისძიებებს, რაც ხელს შეუწყობს სტუდენტთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მექანიზმების ეფექტურ გამოყენებას.



იხილეთ სრულად