საქართველოს სპორტის
სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტუდენტებისთვის
მთავარი სტუდენტებისთვის სამაგისტრო რეგულაციები

სამაგისტრო რეგულაციები

სამაგისტრო ნაშრომის შესრულების, დაცვისა და შეფასების ინსტრუქცია

„დამტკიცებულია“ სსიპ „საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის“ წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებით (ოქმი №5, 30 ოქტომბერი 2015 წ.) შესწორებები შეტანილია აკადემიური საბჭოს 2022 წლის 20 მაისის სხდომაზე (ოქმი №4) შესწორებები შეტანილია აკადემიური საბჭოს 2025 წლის თებერვლის სხდომაზე (ოქმი №10) მუხლი 1. ზოგადი ნაწილი 1.1. წინამდებარე ინსტრუქცია განსაზღვრავს საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახემლწიფო სასწავლო უნივერსიტეტის (შემდგომში – სპორტის უნივერსიტეტი) მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების შემადგენელი სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტის – სამაგისტრო ნაშრომის შესრულების, დაცვისა და შეფასების საერთო წესებს. 1.2. სამაგისტრო ნაშრომი არის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის შემადგენელი სამეცნიერო-კვლევითი ნაწილი, რომელსაც მაგისტრანტი ამზადებს მე-4 სემესტრის განმავლობაში, სამაგისტრო ნაშრომის დაცვის კომისიის ღია სხდომაზე საჯარო დაცვისათვის; 1.3. ნაშრომი ასახავს მაგისტრანტის ცოდნის დონეს და სათანადო კომპეტენციას, არჩეული სპეციალობის სფეროში; ასევე შემოქმედებითი და კვლევის უნარ-ჩვევების შესაბამისობას, სამაგისტრო პროგრამით განსაზღვრულ მოთხოვნებთან; 1.4. სამაგისტრო ნაშრომზე დაშვების წინაპირობა დაკონკრეტებულია თითოეული პროგრამის სასწავლო გეგმაში; მუხლი 2. სამაგისტრო ნაშრომის თემის შერჩევის პროცედურები და დამტკიცების წესი 2.1. მაგისტრანტი კვლევითი ინტერესიდან გამომდინარე, ირჩევს სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვანელს. ხელმძღვანელის თანხმობის შემთხვევაში, ამ ორ სუბიექტს შორის ხდება სამაგისტრო ნაშრომის სამუშაო სათაურის ფორმულირება; 2.2. სამაგისტრო ნაშრომში განხილული უნდა იყოს აქტუალური საკითხი და მასში აშკარად უნდა იკვეთებოდეს კვლევითი ელემენტები; 2.3. სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი, შერჩეული სამაგისტრო ნაშრომის სამუშაო დასახელებას და ხელმძღვანელის ვინაობას წარუდგენს დეკანს (IV სემესტრის არაუგვიანეს I კვირისა); შენიშვნა: მე-7 კვირის ბოლოს, სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვანელი დეკანატს წარუდგენს სათაურების საბოლოოდ დაზუსტებულ ვერსიებს. 2.4. შერჩეული სამაგისტრო ნაშრომის სამუშაო სათაურს, შესაბამისი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელ(ებ)ის წარდგინებით ამტკიცებს ფაკულტეტის საბჭო, აკადემიური კალენდრით განსაზღვრული სალექციო პერიოდის დაწყებიდან არაუგვიანეს II კვირისა. მუხლი 3. სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვანელი 3.1. მაგისტრანტი ირჩევს თემის ხელმძღვანელს, რომელიც შეიძლება იყოს: ა) უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი; ბ) მოწვეული პირი, რომელსაც აქვს შესაბამის სფეროში არანაკლებ მაგისტრის აკადემიური ხარისხი. 3.2. საგანმანათლებლო პროგრამის სპეციფიკის გათვალისწინებით, ცალკეული პროგრამის ფარგლებში სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვანელად შეიძლება დაშვებულ იქნას შესაბამისი პრაქტიკული გამოცდილების და მაგისტრის აკადემიური ხარისხის მქონე პირი. 3.3. პირი არ შეიძლება იყოს სამზე მეტი მაგისტრანტის ხელმძღვანელი, ერთი სემესტრის განმავლობაში. მუხლი 4. სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვანელის ვალდებულებები 4.1. სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვანელის ვალდებულებები: ა) სამეცნიერო ხელმძღვანელობა – უზრუნველყოს მაგისტრანტისთვის კვლევითი და მეთოდოლოგიური მხარდაჭერა, მიმართულება და რეკომენდაციები სამაგისტრო ნაშრომის ფარგლებში. ბ) კონსულტაციის გაწევა – რეგულარულად შეხვდეს მაგისტრანტს, გაუწიოს კონსულტაცია კვლევითი საკითხების, წყაროების მოძიებისა და ანალიზის, თეორიული ჩარჩოს განსაზღვრის და შედეგების ინტერპრეტაციის შესახებ. გ) სამაგისტრო ნაშრომის შინაარსობრივი და სტრუქტურული მონიტორინგი – დააკვირდეს ნაშრომის შინაარსს, აკადემიურ სტილსა და სტრუქტურას, რათა ის აკმაყოფილებდეს უნივერსიტეტის სტანდარტებს. დ) პლაგიატის პრევენცია – მაგისტრანტს დაეხმაროს აკადემიური კეთილსინდისიერების დაცვაში და უზრუნველყოს, რომ ნაშრომი არ შეიცავდეს პლაგიატს. ე) გრაფიკის დაცვა – დაეხმაროს მაგისტრანტს კვლევის დაგეგმვაში, ეტაპობრივი ვადების განსაზღვრაში და დროული შესრულების კონტროლში. ვ) სამაგისტრო ნაშრომის წინასწარი შეფასება – ნაშრომის საბოლოო ვერსიის წარდგენამდე შეაფასოს მისი ხარისხი, შესთავაზოს მაგისტრანტს საჭირო შესწორებები და გაუწიოს რეკომენდაციები. ზ) დაცვისთვის მომზადება – მოამზადოს მაგისტრანტი ნაშრომის დაცვაზე წარსადგენად, დაეხმაროს პრეზენტაციის სტრუქტურის და ძირითადი მიგნებების ჩამოყალიბებაში. თ) უნივერსიტეტის რეგულაციების დაცვა – უზრუნველყოს, რომ სამაგისტრო ნაშრომი და მისი ხელმძღვანელობა შეესაბამებოდეს უნივერსიტეტის შიდა აკადემიურ წესებსა და ეთიკის ნორმებს. ი) მოხსენებებისა და პუბლიკაციების მხარდაჭერა – წაახალისოს მაგისტრანტი კვლევითი შედეგების კონფერენციებზე წარდგენაში და აკადემიურ გამოცემებში გამოქვეყნების მხრივ. …

* დოკუმენტი იხსნება ახალ ფანჯარაში.