საქართველოს სპორტის
სახელმწიფო უნივერსიტეტი

სამეცნიერო ჟურნალი
მთავარი სამეცნიერო ჟურნალი სტატიის შეფასების პროცედურა

სტატიის შეფასების პროცედურა

რეცენზირების პოლიტიკა


საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი „ინოვაციები სპორტულ მეცნიერებასა და ჯანდაცვაში“ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ობიექტურ და მაღალი ხარისხის რეცენზირების პროცესს, რაც განაპირობებს ჟურნალში გამოქვეყნებული ნაშრომების სამეცნიერო ღირებულებასა და სანდოობას.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ შემდეგი რეკომენდაციები და სტანდარტები, რომლებიც უზრუნველყოფენ რეცენზირების ეთიკურ და აკადემიურად გამართულ პროცესს:

რეცენზირების ფორმატი


  • რეცენზენტს გადაეცემა ნაშრომი, რომელიც არის პლაგიატის პროგრამაზე გატარებული.
  • სარედაქციო კოლეგია ირჩევს ორ დამოუკიდებელ რეცენზენტს, რომელიც არის დარგი მკვლევარი, ექსპერტი და აქვს სპეციფიური გამოცდილება სტატიის თემატიკის მიმართულებით.
  • სტატიის შეფასების პროცესის ადმინისტრირებას ახდენს სარედაქციო კოლეგია მთავარი რედაქტორის ხელმძღვანელობით.
  • თითოეული სტატია ფასდება ორი რეცენზენტის მიერ.
  • ჟურნალი იყენებს ორმაგი ფარული რეცენზირების სისტემას (double-blind peer review).

რეცენზენტის ვალდებულებები


  • ობიექტურად შეაფასოს ნაშრომი შინაარსობრივი და მეთოდოლოგიური თვალსაზრისით;
  • შეაფასოს შესაბამისობა ჟურნალის თემატიკასთან;
  • მიუთითოს ძლიერი/სუსტი მხარეები და რეკომენდაციები;
  • დაიცვას კონფიდენციალურობა;
  • თავი შეიკავოს ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევაში.

შეფასების კრიტერიუმები


  • ნაშრომის ორიგინალურობა;
  • სამეცნიერო სიზუსტე და მიზნების სიცხადე;
  • მონაცემთა სანდოობა და ინტერპრეტაცია;
  • რეკომენდაციების ლოგიკური კავშირი;
  • სტრუქტურა და წერის სტილი;
  • ლიტერატურის შესაბამისობა.

დასკვნითი რეკომენდაცია:

  • (1) მიღება გამოსაქვეყნებლად;
  • (2) მიღება მცირე კორექტირებით;
  • (3) ხელახალი შეფასება კორექტირების შემდეგ;
  • (4) არ მიღება;

თუ შეფასებები წინააღმდეგობრივია, ნაშრომი გადაეცემა მესამე რეცენზენტს. საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს სარედაქციო კოლეგია.

ვადები


ჟურნალი გამოიცემა წელიწადში ორჯერ. შეფასება იგზავნება ავტორთან არაუმეტეს 3 თვეში; დამატებითი რეცენზიის შემთხვევაში — გონივრულ ვადაში.

რეცენზენტები ითვლებიან ჟურნალის სანდო და ფასეულ მეცნიერულ თანამგზავრებად. მათ გადაეცემათ სერტიფიკატი მთავარი რედაქტორის ხელმოწერით.

სპეციალური გამოცემები შესაძლებელია გამოიცეს კონფერენციის/სიმპოზიუმის ნაშრომებით (იგივე რეცენზიის წესით) — აღნიშნული სპეციალურად აღინიშნება როგორც ბეჭდურ, ასევე ელექტრონულ ვერსიაში.

პროცესების გამჭვირვალობის მიზნით — თუ მთავარი რედაქტორი აქვეყნებს სტატიას, უფლებამოსილება დროებით გადაეცემა კოლეგიის სხვა წევრს და იგი არ მონაწილეობს პროცესში (ფორმდება ოქმით). ანალოგიური წესი ვრცელდება სარედაქციო კოლეგიის იმ წევრზე, რომელიც აქვეყნებს ნაშრომს.