საქართველოს სპორტის
სახელმწიფო უნივერსიტეტი

სამეცნიერო ჟურნალი
მთავარი სამეცნიერო ჟურნალი ღია წვდომის პოლიტიკა

ღია წვდომის პოლიტიკა

ღია წვდომის პოლიტიკა (Open Access Policy)


საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი „ინოვაციები სპორტულ მეცნიერებასა და ჯანდაცვაში“ წარმოადგენს ღია წვდომის გამოცემას, რომელიც ემხრობა მეცნიერების ხელმისაწვდომობის, გამჭვირვალობისა და გავრცელების საერთაშორისო პრინციპებს. ჟურნალი მხარს უჭერს ღია მეცნიერებას და იზიარებს მის მოთხოვნებს. იგი ხელმძღვანელობს Budapest Open Access Initiative (BOAI)-ს დეკლარაციისა და COPE-ის რეკომენდაციებით.

ჟურნალში გამოქვეყნებული ყველა ნაშრომი ხელმისაწვდომია ღია წვდომით (Open Access) უშუალოდ გამოქვეყნების მომენტიდან. მკითხველებს, მკვლევრებსა და პრაქტიკოსებს შეუძლიათ თავისუფლად წაიკითხონ, დააკოპირონ, გაავრცელონ, დაბეჭდონ ან გამოიყენონ სტატიის შინაარსი – ავტორთა სწორად მითითების პირობით – დამატებითი საფასურისა და რეგისტრაციის გარეშე.

სამეცნიერო და ეთიკური სტანდარტები


ღია წვდომის პოლიტიკა მიზნად ისახავს სამეცნიერო ცოდნის მაქსიმალურ გავრცელებას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის, ფიზიკური აღზრდის, სპორტის მეცნიერებებისა და მის მომიჯნავე სფეროში. ჟურნალი უზრუნველყოფს ორმაგ ফარულ რეცენზირებას, მკაფიო სარედაქციო პროცესს და მკაცრ კონტროლს პლაგიატზე, რაც თანხვედრაშია საერთაშორისო სამეცნიერო ეთიკის სტანდარტებთან.