საქართველოს სპორტის
სახელმწიფო უნივერსიტეტი

მარიამ მაისურაძე 2
მთავარი აკადემიური პერსონალი მარიამ მაისურაძე 2
საკონტაქტო

მარიამ მაისურაძე 2

განათლება

2013 წელს მიიღო მაგისტრის ხარისხი კონფლიქტების მართვის სპეციალობით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში.
2020 წელს ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის ფარგლებში ერთი სემესტრი გაატარა ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტში ( ლიეტუვა, კაუნასი), სადაც სწავლობდა საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტიკური მეცნიერებების მიმართულებით.
2022 წელს გახდა მაგისტრი საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტიკური მეცნიერებების მიმართულებით – ბოლონიის უნივერსიტეტი (ბოლონია, იტალია).
2023 წლიდან დღემდე მარიამ მაისურაძე არის სპორტის მეცნიერებათა დოქტორანტი, ნეაპოლის პართენოპეს უნივერსიტეტი (ნეაპოლი, იტალია).

სამუშაო გამოცდილება

2014 – 2021 წლებში იყო კანცელარიის მთავარი სპეციალისტი საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
2015 – 2019 წლებში იყო ააიპ სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრის კომუნიკაციების მენეჯერი.
2017 წლიდან დღემდე არის მოწვეული პედაგოგი საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
2021 – 2022 წლებში მუშაობდა საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე.
2022 წლიდან დღემდე არის საქართველოს სკეიტბორდის ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანი.
2022 წლიდან დღემდე მარიამ მაისურაძე მუშაობს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

დამატებითი ინფორმაცია

იყო მოხალისე გუნდის ლიდერი – “თბილისი 2015” ოლიმპიური ფესტივალი.
2012 წელს გაიარა სტაჟირება სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.
2012 წელს გაიარა სტაჟირება პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტში.
მარიამ მაისურაძეს მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ საერთაშორისო და ადგილობრივ პროექტსა და ტრენინგში, იგი ასევე ეწევა სამეცნიერო – კვლევით საქმიანობას.