სამეცნიერო ჟურნალი „ინოვაციები სპორტულ მეცნიერებასა და ჯანდაცვაში“ ინახება ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის საცავში ფიზიკური და ელექტრონული ფორმით.
ავტორებს შეუძლიათ თავიანთი სტატიების გამოქვეყნებული ვერსიები განათავსონ ინსტიტუციურ, საგნობრივ ან პირად არქივებში/რეპოზიტორიუმებში, ნებისმიერ ეტაპზე – ხელნაწერის, შეფასებისთვის გადაცემული ნაშრომის, ან გამოქვეყნებული ვერსიის სახით. არქივაციის მიზანიცაა მეცნიერების ღია და გრძელვადიანი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ნაშრომების დაცვა.