საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტატიის შეფასების პროცედურა

საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი ინოვაციები სპორტულ მეცნიერებასა და ჯანდაცვაში“ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ობიექტურ და მაღალი ხარისხის რეცენზირების პროცესს, რაც განაპირობებს ჟურნალში გამოქვეყნებული ნაშრომების სამეცნიერო ღირებულებასა და სანდოობას.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ შემდეგი რეკომენდაციები და სტანდარტები, რომლებიც უზრუნველყოფენ რეცენზირების ეთიკურ და აკადემიურად გამართულ პროცესს:


რეცენზირების ფორმატი
რეცენზენტს გადაეცემა ნაშრომი, რომელიც არის პლაგიატის პროგრამაზე გატარებული.

სარედაქციო კოლეგია ირჩევს ორ დამოუკიდებელ რეცენზენტს, რომელიც არის დარგი მკვლევარი, ექსპერტი და აქვს სპეციფიური გამოცდილება სტატიის თემატიკის მიმართულებით.

სტატიის შეფასების პროცესის ადმინისტრირებას ახდენს სარედაქციო კოლეგია მთავარი რედაქტორის ხელმძღვანელობით.

თითოეული სტატია ფასდება ორი რეცენზენტის მიერ.  რეცენზენტ(ებ)ი შეირჩევა სარედაქციო კოლეგიის გადაწყვეტილებით. თითოეულ სტატიას აფასებს ორი დამოუკიდებელი რეცენზენტი.

ჟურნალი იყენებს ორმაგი ფარული რეცენზირების სისტემას (double-blind peer review), რაც გულისხმობს, რომ არც ავტორმა იცის რეცენზენტის ვინაობა და არც რეცენზენტი ფლობს ავტორის შესახებ ინფორმაციას, რაც უზრუნველყოფს მიუკერძოებლობას და შეფასების ობიექტურობას.


რეცენზენტის ძირითადი ვალდებულებები

  • ობიექტურად შეაფასოს წარდგენილი ნაშრომი, როგორც მისი შინაარსობრივი, ასევე მეთოდოლოგიური თვალსაზრისით;
  • შეაფასოს კვლევის შესაბამისობა ჟურნალის თემატიკასთან და სამეცნიერო დონესთან;
  • მიუთითოს ნაშრომის ძლიერი და სუსტი მხარეები და საჭიროების შემთხვევაში – რეკომენდაციები ნაშრომის გაუმჯობესების მიზნით;
  • დაიცვას კონფიდენციალურობა და არ გაამჟღავნოს ავტორის მიერ მოწოდებული ინფორმაცია გამოქვეყნებამდე;
  • თავი შეიკავოს რეცენზირებაზე, თუ არსებობს ინტერესთა კონფლიქტი (მაგ: აკადემიური, ფინანსური, პირადი ურთიერთობები ავტორთან);


შეფასების კრიტერიუმები
რეცენზირება ეფუძნება შემდეგ მიმართულებებს:

  • ნაშრომის ორიგინალურობა – კვლევის სიახლე და სფეროს ანალიზისა და განვითარებისათვის შეტანილი წვლილი;
  • სამეცნიერო სიზუსტე – მკაფიო მიზნები, სწორი მეთოდოლოგია, ანალიზისა და დასკვნების შესაბამისობა;
  • მონაცემები და მონაცემთა ინტერპრეტაცია – მონაცემთა სანდოობა, გამჭვირვალობა და დასაბუთებული ინტერპრეტაცია;
  • რეკომენდაციები – რეკომენდაციების ლოგიკური კავშირი ტექსტის ანალისთან და დასმული პრობლემის გადაჭრის გზებთან
  • სტრუქტურა და წერის სტილი – აკადემიური ლოგიკა, ენობრივი სიზუსტე და გამართულობა, შესაბამისი ტერმინოლოგიური სიზუსტე;
  • გამოყენებული ლიტერატურა – ბიბლიოგრაფიის მრავალფეროვნება და შესაბამისობა სფეროს მიმდინარე დისკურსთან.

რეცენზენტმა, ნაშრომის შეფასების შემდეგ სარედაქციო საბჭოს უნდა წარუდგინოს საბოლოო რეკომენდაცია ნაშრომის დაბეჭდვასთან დაკავშირებით:

  1. ნაშრომი მიღება გამოსაქვეყნებლად;
  2. მიღება მცირე კორექტირებით;
  3. მოხდება ნაშრომის ხელახალი შეფასება მნიშვნელოვანი კორექტირების შემდეგ;
  4. ნაშრომი არ მიიღება გამოსაქვეყნებლად.

თითოეული პასუხის შემთხვევაში, მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მითითებული იქნება დეტალური კომენტარები.

იმ შემთხვევაში, თუ ნაშრომი მიიღებს ერთ დადებით და ერთ უარყოფით შეფასებას, ნაშრომი გადაეცემა მესამე რეცენზენტს შესაფასებლად. საბოლოო გადაწყვეტილებას ნაშრომის გამოქვეყნების თაობაზე იღებს სარედაქციო კოლეგია.


ნაშრომის შეფასების და გამოქვეყნების ვადები:
საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი ,,ინოვაციები სპორტულ მეცნიერებასა და ჯანდაცვაში“ ქვეყნდება წელიწადში ორჯერ როგორც ელექტრონული, ასევე ბეჭდური სახით.

რეცენზენტის შეფასება სტატიის მიღებიდან ავტორს ეგზავნება არაუმეტეს 3 თვის ვადაში. დამატებით რეცენზენტის საჭიროების შემთხვევაში საბოლოო შეფასება განხორციელდება გონივრულ ვადაში.

რეცენზენტები ითვლებიან ჟურნალის სანდო და ფასეულ მეცნიერულ თანამგზავრებად.

სარედაქციო კოლეგიის მიერ რეცენზენტები მიიღებენ სერტიფიკატს რეცენზირების შესახებ. სეტიფიკატს ხელს აწერს მთავარი რედაქტორი.

გახდი რეცენზენტი და გამოგვიგზავნე თქვენი CV, სამოტივაციო წერილი.

სტატიის მიღება გამოცხადდება ზამთარში და შემოდგომაზე.

ჟურნალის სპეციალური გამოცემა, შეიძლება მიეძღვნას კონფერენციის, სიმპოზიუმის და სხვ. ნაშრომებს, რომელიც შეიძლება გამოიცეს წელიწადის ნებისმიერ დროს.  სპეციალური გამოცემა შეიძლება დაიბეჭდოს მოწვეული რედაქტოის ხელმზღვანელობით სხვა ინსტიტუციიდან ან ორგანიზაციიდან ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში. სპეციალური გამოცემის ფარგლებში სამეცნიერო ნაშრომი გადის იგივე რეცენზირების პროცესს. აღნიშნული აღინიშნება ყურნალის გარეკანზე სპეციალური  მინიშნებით როგორც ბეჭდურ, ასევე ელექტრონულ ვერსიაში.


ახალი საიტისთვის ავტვირთავთ შეფასების ფორმის ცალკე დოკუმენტს
პროცესების გამჭვირვალობის და ინტერესთა კონფლიქტოს გამორიცხვის მიზნით, იმ შემთხვევაში თუ მთავარი რედაქტორი აქვეყნებს სტატიას ამავე ჟურნალში, იგი სარედაციო კოლეგიის სხდომარე აყენებს საკიტხს უფლებამოსილების დროებით სხვა წევრზე გადაცემისათან დაკავშირებით და არ მონაწილეობს მიმდინარე გამოცემის ადმინისტრირების პროცესში და თავის უფლებამოსილებას დროებით გადასცემს სარედაქციო კოლეგიის ერთ-ერთ-წევრს. აღნიშნული ფორმდება სარედაქციო კოლეგიის ოქმით.

სარედაქციო კოლეგიის წევრი, რომელიც აქვეყნებს სტატიას ამავე ჟურნალში, მიმდინარე გამოცემაში არ მონაწილეობას სარედაქციო პროცესებში.