სამეცნიერო სტატია შედგება შემდეგი ნაწილებისაგან:
- სათაური
- უნდა იყოს მკაფიო, ინფორმაციული, რათა მკითხველმა პირდაპირ გაიგოს მთავარი საკვლევი თემის შესახებ.
- სასურველია გამოიყენოთ საკვანძო ტერმინები, რათა სტატია უკეთ მოიძებნოს საძიებო სისტემებში.
- თავი აარიდეთ ზედმეტად ზოგად ან ზედმეტად მხატვრულ ფორმულირებებს.
- ავტორის მონაცემები
- მიუთითეთ ყველა ის მონაცემი, რაც თქვენს ავტორიტეტს და კვლევის სანდოობას ზრდის (აკადემიური ტიტული, ინსტიტუცია, რომელტანაც აქვს მკვლევარს აფილაცია, საერთაშორისო იდენტიფიკატორები).
- ORCID ან სხვა პროფილი სადაც თქვენს შესახენ ინფორმაციაა განთავსებული.
- საძიებო სიტყვები
- შეარჩიეთ სიტყვები ისე, რომ ისინი იყოს მჭიდროდ დაკავშირებული კვლევის შინაარსთან.
- გამოიყენეთ დისციპლინისთვის დამახასიათებელი ტერმინოლოგია.
- რეკომენდირებულია 3-7 საძიებო სიტყვა
- აბსტრაქტი
- უნდა შეიცავდეს: კვლევის მიზანს, გამოყენებულ მეთოდებს, ძირითად მიგნებებს და დასკვნებს.
- დაწერეთ ისე, რომ მკითხველმა მხოლოდ აბსტრაქტის წაკითხვით მიიღოს მკაფიო წარმოდგენა კვლევაზე.
- არ გამოიყენოთ ზედმეტად რთული წინადადებები, რადგან აბსტრაქტი ინფორმაციის ლაკონურად და ზუსტად მისაღებადაა განკუთვნილი
- სიტყვების რაოდენობა 200-300 სიტყვა
- შესავალი
- შესავალში უნდა მოხდეს თემის აქტუალობის დასაბუთება და მკითხველის „შეყვანა“ კვლევაში.
- სასურველია მცირე მიმოხილვა უკვე არსებულ ლიტერატურაზე.
- მკაფიოდ ჩამოაყალიბეთ კვლევის მიზანი და ამოცანები.
- მეთოდოლოგია (Methods)
- კვლევის დიზაინის განსაზღვრა და აღწერა
- გამოყენებული ინსტრუმენტების, მასალების, მეთოდების და პროცედურების, აღწერა, რათა სხვა მკვლევრებმა შეძლონ კვლევის გამეორება.
- ასევე უნდა მოხდეს ანალიზის მეთოდების (სტატისტიკური ან სხვა) გასაგები და გამჭვირვალე აღწერა.
- ძირითადი ნაწილი
- ლოგიკური სტრუქტურა: მეთოდოლოგია → შედეგები → ანალიზი.
- თითოეული ქვეთავი უნდა იყოს მკაფიოდ დაკავშირებული კვლევის მიზნებთან.
- შედეგების წარმოდგენა სჯობს ცხრილებითა და გრაფიკებით გაამყაროთ.
- დასკვნა
- უნდა პასუხობდეს შესავალში დასმულ კვლევის კითხვებს.
- მკაფიოდ გამოყავით თქვენი სრტატიის მეცნიერული სიახლე და პრაქტიკული ღირებულება.
- სასურველია სამომავალო კვლევის მიმართულებების შეთავაზება
- სქოლიო
- იყავით მკაცრად თანმიმდევრული ციტირების სტილში.
- სქოლიოში მოათავსეთ მხოლოდ აუცილებელი განმარტებები და არა ზედმეტი ტექსტები.
- APA სტანდარტი გამოიყენეთ ერთგვაროვნად.
- ბიბლიოგრაფია
- გამოიყენეთ თანამედროვე და განახლებული მასალები.
- ყველა წყარო უნდა იყოს ადვილად მოსაძებნი და სანდო, ელექტრონული მასალის არსებობის შემთხვევაში მიუთითეთ ბმულები.
- დანართები
- დანართების სათაურები უნდა იყოს მკაფიო, რომ მკითხველმა სწრაფად გაიგოს მათი შინაარსი.
სტატიის გაფორმების ტექნიკური პარამეტრები APA სტილის მიხედვით:
- შრიფტი – UNICODE (Sylfaen)
- ფორმატი – A4
- თავფურცელი გააფორმეთ შემდეგი თანმიმდევრობით:
- სათაური – 16 ზომის შრიფტით ცენტრში;
- ავტორ(ებ)ი – 14 ზომის შრიფტით ცენტრში;
- ორგანიზაცია – მაგ., „საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 12 ზომის შრიფტით ცენტრში;
- ფაკულტეტის დასახელება (იმ შემთხვევაში, თუ მკვლევარი წარმოადგენს რომელიმე უნივერსიტეტს) – 11 ზომის შრიფტით ცენტრში;
- აბსტრაქტი – ქართულ და ინგლისურ ენაზე – 12 ზომის შრიფტით;
- საკვანძო სიტყვები ქართულ და ინგლისურ ენაზე –12 ზომის შრიფტით;
- სტატიის ძირითადი ტექსტი დაიწყეთ მომდევნო გვერდიდან, შრიფტის ზომა -12;
- სტატიის ძირითადი ტექსტის მოცულობა – 5-15 გვერდი რეკომენდირებული (ამ გვერდების რაოდენობაში არ შედის უცხოენოვანი აბსტრაქტი და ბიბლიოგრაფია);
- ბიბლიოგრაფია ანბანური თანმიმდევრობით: ჯერ ქართული, შემდეგ უცხოური გამოცემები (ქართულ და ინგლისურ ენაზე;
- სტრიქონებს შორის მანძილი –1.15;
- მინდორი: ზევით-ქვევით – 2 სმ; მარჯვნივ-მარცხნივ – 2,5 სმ;
- ფოტოების და სხვა გრაფიკული გამოსახულების კომპიუტერული ვარიანტი შესრულებული უნდა იყოს JPG ფორმატში.
გამოყენებული ლიტერატურის მითითების წესი:
- წიგნის/კრებულის მითითებისას:
- გამოცემის თარიღი;
- გამომცემლობა;
- სტატიის შემთხვევაში ჟურნალის (კრებულის, რომელშიც განთავსებულია სტატია) დასახელება;
- ჟურნალის (კრებულის), წიგნის, წიგნის ნაწილის, ღონისძიების ISSN, ISBN;
- სპონსორ(ებ)ის დასახელება, თუ კვლევა შექმნილია რომელიმე ფონდის ფინანსური მხარდაჭერით;
- წიგნის მითითების ნიმუში:
- კახიძე, გ. (1977). ფიზიკური აღზრდის თეორია და მეთოდიკა, თბილისი:„განათლება“
- შანიძე, ა. (1953). ქართული გრამატიკის საფუძვლები, მორფოლოგია, I, თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“ (სპორტის სფეროს წიგნები მივუთითოთ ნიმუშად)
- წიგნის მითითების ნიმუში:
- ბიბლიოგრაფიული დამოწმებისას სტატიის ტექსტში დასახელებული ყველა ავტორი მიეთითება APA-ს სტილის დაცვით (ანბანური თანმიმდევრობით):
- ელექტრონული: ვებ-გვერდის მითითებამდე აუცილებელია ავტორის, წიგნის/სტატიის სათაურის, ჟურნალის, ჟურნალის ნომრის (# და № სიმბოლოების გარეშე), გვერდის (გვ.-ს გარეშე) გამოყოფა წერტილით, და ამის შემდეგ ვებგვერდის მისამართის მითითება; სათაურის დამაზუსტებელი ქვესათაური უნდა გამოიყოს ორწერტილით (მაგ., ხევსურულის თავისებურებანი: ტექსტებითა და ინდექსით). ავტორის გვარი უნდა იყოს მარცხნივ გაწეული, დამოწმების ყველა მომდევნო სტრიქონი – შეწეული (TAB-ღილაკით), მაგ.: ნიკოლაიშვილი, მ. (2012). რა განსაზღვრავს ზმნის კონსტრუქციებს ქართულში? „სპეკალი“, 5. http://www.spekali.tsu.ge/index.php/ge/article/viewArticle/5/49
- ბეჭდური გამოცემის შემთხვევაში კრებულში მოცემული სტატიის გვერდები მიეთითოს პირდაპირ, მძიმით გამოყოფილი, ტომის ნომრის შემდეგ, დეფისით: შარაშენიძე, თ. (1955). ენათა კლასიფიკაცია ენობრივ წრეებად ვილჰელმ შმიდტისა, იკე,VII, 1-31, თბილისი: „საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა