ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის პოლიტიკა
საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი „ინოვაციები სპორტულ მეცნიერებასა და ჯანდაცვაში“სრულად იზიარებს COPE-ის (Committee on Publication Ethics) პრინციპებსა და რეკომენდაციებს.
სარედაქციო კოლეგია შედგება საერთაშორისო და ადგილობრივი აკადემიური წრის აღიარებული მკვლევრებისა და ექსპერტებისგან. მათი შერჩევა ხდება სამეცნიერო გამოცდილებისა და რეპუტაციის მიხედვით, გამჭვირვალე და ობიექტური კრიტერიუმებით.
კოლეგიის შემადგენლობა:
- სხვადასხვა უნივერსიტეტებისა და კვლევითი ინსტიტუტების პროფესორები და მკვლევრები;
- საერთაშორისო ექსპერტები, რომლებიც წარმოადგენენ ჟურნალის თემატიკის გლობალურ პერსპექტივას;
- პრაქტიკოსი სპეციალისტები, რომელთა გამოცდილება აძლიერებს კვლევის პრაქტიკულ მნიშვნელობას.
სარედაქციო კოლეგიის ძირითადი ვალდებულებები:
- ჟურნალის სტრატეგიული განვითარების ხელშეწყობა და საერთაშორისო სტანდარტების დაცვა;
- რეცენზირების პროცესის ხარისხის ზედამხედველობა – სამართლიანობის, ობიექტურობისა და ანონიმურობის დაცვა;
- სამეცნიერო და ეთიკური სტანდარტების მხარდაჭერა და საუკეთესო პრაქტიკის გატარება (COPE-ის კოდექსის შესაბამისად);
- ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილება და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა;
- ავტორებისა და რეცენზენტების სამართლიანი მოპყრობა, დისკრიმინაციის გარეშე, ინტერესთა კონფლიქტის გამორიცხვის გზით;
- ჟურნალის პოპულარიზაცია და აკადემიურ საზოგადოებასთან თანამშრომლობის გაღრმავება.
ეთიკა და დამოუკიდებლობა
სარედაქციო კოლეგია, მთავარი რედაქტორის ხელმძღვანელობით დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს სამეცნიერო მნიშვნელობის, სტატიების ხარისხისა და ჟურნალის მიზნებთან შესაბამისობის შესახებ.
ყველა წევრი ვალდებულია დაიცვას COPE-ის ეთიკური სახელმძღვანელო და ხელი შეუწყოს სამართლიან და გამჭვირვალე სარედაქციო პროცესს.
სარედაქციო კოლეგიის ძირითადი ფუნქციებია:
- ჟურნალის სტრატეგიული განვითარების მხარდაჭერა;
- მიღებული სტატიების სამეცნიერო ხარისხის და ეთიკური სტანდარტების ზედამხედველობა;
- რეცენზირების პროცესის ხელშეწყობა და ავტორების კონსულტირება;
- ჟურნალის საერთაშორისო პოპულარიზაცია და თანამშრომლობის ქსელების გაძლიერება.