საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებგვერდზე განთავსებული მასალა განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, ვინც დაინტერესებულია უნივერსიტეტში მიმდინარე სიახლეებით, სასწავლო პროგრამებითა და სხვა მნიშვნელოვან ინფორმაციასთან წვდომით.
ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია, მისი სტრუქტურა, ვიზუალური ელემენტები და დიზაინი არ შეიძლება გავრცელდეს, გადაცემულ იქნეს ან გამოიყენოს კომერციული მიზნით ასლების დამზადებისა და რეპროდუცირების გზით (მათ შორის სოციალურ ქსელებში) საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. უნივერსიტეტს აქვს უფლება, თავისი შეხედულებით გასცეს ან არ გასცეს აღნიშნული ნებართვა.
წინასწარი თანხმობა საჭირო არ არის იმ შემთხვევაში, თუ ვებგვერდზე მითითებული ინფორმაციის გამოყენება ხდება უნივერსიტეტის მიერ საჯაროდ გაცხადებული პირობების შესაბამისად, ან თუ ეს ინფორმაცია გამოიყენება მხოლოდ პირადი, საგანმანათლებლო ან ინფორმაციული მიზნებისთვის.
აკრძალულია ვებგვერდისა და სისტემის არაავტორიზებული გამოყენება, მათ შორის არარსებული სახელებითა და კოდებით. იმ ადგილებში, სადაც რეგისტრაცია და პაროლის გამოყენებაა მოთხოვნილი, მომხმარებელი ვალდებულია უზრუნველყოს მათი კონფიდენციალურობა და არ დაუშვას მესამე პირის მიერ მათზე წვდომა. ასეთ შემთხვევაში, მომხმარებელი აცნობიერებს და თანხმდება, რომ საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტს აქვს უფლება, საჭიროების შემთხვევაში, გააუქმოს რეგისტრაცია ან პაროლი და შეზღუდოს წვდომა, თუ დაფიქსირდება წესებისა და პირობების დარღვევა.
ვებგვერდზე შესასვლელად გამოყენებული ნებისმიერი პროგრამული მოწყობილობის (სმარტფონი, კომპიუტერი და სხვა) გაუმართაობა წარმოადგენს მხოლოდ მომხმარებლის რისკს. იმ შემთხვევაში, თუ უნივერსიტეტის ვებგვერდზე წვდომა შეწყდება ტექნიკური პრობლემის ან უნივერსიტეტისგან დამოუკიდებელი სხვა მიზეზის გამო, საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი არ იღებს პასუხისმგებლობას წარმოშობილ შედეგებზე.