საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი

Erasmus +

Erasmus + გაცვლითი პროგრამების შესახებ

საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი მონაწილეობას იღებს ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ “Erasmus+” გაცვლით პროგრამებში.

ერაზმუს კრედიტ მობილობა არის მოკლევადიანი გაცვლითი პროგრამა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებისა და აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალისთვის. ეს პროგრამა ხორციელდება საქართველოსა და ევროპის (პროგრამაში მონაწილე ქვეყნების) უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული პარტნიორული ხელშეკრულებების ფარგლებში.

საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროგრამა ჩვენს სტუდენტებს საშუალებას აძლევს ერთი სემესტრის განმავლობაში მიიღონ ევროპული განათლება და უნიკალური გამოცდილება, გაიუმჯობესონ პროფესიული უნარები და გააფართოონ საერთაშორისო კავშირები.

მობილობის ფარგლებში სრულად ანაზღაურებადია სწავლისა და მგზავრობის ხარჯები. სტუდენტებს ასევე გადაეცემათ ყოველთვიური სტიპენდია 800-900 ევრომდე (აღნიშნული სტიპენდიის და მგზავრობის ლიმიტები შეიძლება შეიცვალოს კონკრეტული უნივერსიტეტის ეროვნული რეგულაციების მოთხოვნებიდან გამომდინარე).

Erasmus+ მობილობის პროგრამის დასრულების შემდეგ, მასპინძელი უნივერსიტეტი, საგნების ტრანსკრიპტს (ნიშნების ფურცელს) აგზავნის სპორტის უნივერსიტეტში, რათა მოხდეს კრედიტების აღიარება.

    საკონტაქტო ინფორმაცია: erasmus@sportuni.ge

     

    Erasmus+ პარტნიორობა

    ალკალას უნივერსიტეტი

    Spain ესპანეთი • ალკალა / მადრიდი

    მალაგას უნივერსიტეტი

    Spain ესპანეთი • მალაგა

    ბულგარეთის ვასილ ლევსკის სახელობის ეროვნული სპორტის აკადემია

    Bulgaria ბულგარეთი • სოფია

    აღმოსავლეთ ევროპის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი ბიალისტოკში

    Poland პოლონეთი • ბიალისტოკი

    იოზეფ პილდუნსკის ფიზიკური აღზრდის უნივერსიტეტი

    Poland პოლონეთი • ვარშავა

    ლიეტუვის სპორტის უნივერსიტი

    Lithuania ლიტვა • კაუნასი

    უნგრეთის სპორტის მეცნიერებათა უნივერსიტეტი

    Hungary უნგრეთი • ბუდაპეშტი

    ბურდურ მეჰმედ აკიფ ერსოის უნივერსიტეტი

    Turkey თურქეთი • ანტალია