საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის (სსსუ) განათლების ინტერნაციონალიზაცია ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ უნივერსიტეტის გლობალურ ინტეგრაციას და სტუდენტებსა და პერსონალს შევთავაზოთ უნიკალური საერთაშორისო გამოცდილება, უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის სტრატეგიის შესაბამისად.
საერთაშორისო პროგრამების განსახორციელებლად სპორტის უნივერსიტეტი აქტიურად თანამშრომლობს ევროპისა და აზიის წამყვან უნივერსიტეტებთან. ამჟამად, სპორტის უნივერსიტეტს 13 ქვეყნის 22 პარტნიორი უნივერსიტეტი ჰყავს, რაც მრავალფეროვან შესაძლებლობებს ქმნის ჩვენი საუნივერსიტეტო საზოგადოებისთვის.
სფასსუ რეგისტრირებულია ევროკომისიის განათლების, გადამზადების, ახალგაზრდობისა და სპორტის განვითარების მხარდამჭერი პროგრამა „Erasmus+“-ის მონაწილეთა ერთიან ბაზაში.
ჩვენ ასევე აქტიურად ვმონაწილეობთ Erasmus+ Sport-ის კონკურსში. ეს ინიციატივა ხელს უწყობს ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების სპორტული ორგანიზაციებისა და ინსტიტუტების თანამშრომლობას სპორტისა (სახეობები, მენეჯმენტი, სპორტული ღონისძიებების ორგანიზება და ა.შ.) და სპორტის მეცნიერების განვითარების მიმართულებით.
საერთაშორისო ურთიერთობებისა და განვითარების სამსახური, პარტნიორ უნივერსიტეტებთან ორმხრივი თანამშრომლობის საფუძველზე, ახორციელებს მოკლევადიან სასწავლო კურსებსა და სასტიპენდიო პროგრამებს, რაც კიდევ უფრო ამრავალფეროვნებს ჩვენს საერთაშორისო შეთავაზებებს.
საკონტაქტო ინფორმაცია : ir@sportuni.ge