საქართველოს სპორტის
სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები
მთავარი სტუდენტური სპორტის ადმინისტრატორთა სემინარი!

სპორტის ადმინისტრატორთა სემინარი!

📢 სემინარი

სპორტის ადმინისტრატორთა სემინარი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის და ოლიმპიური აკადემიის ორგანიზებით, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ოლიმპიური სოლიდარობის პროგრამული დაფინანსებით ჩატარდება სპორტის ადმინისტრატორთა სემინარი.

სემინარზე დასასწრებად მოწვეულნი არიან უწყებების და ფედერაციების წარმომადგენლები, მწვრთნელები, სპორტის ადმინისტრატორები, სპორტის უნივერსიტეტის სტუდენტები, სპორტული მედიის წარმომადგენლები.

მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ განახლებული ინფორმაციები და გაეცნონ საერთაშორისო პრაქტიკას.

სემინარის ფარგლებში სეოკ-ის ხელმძღვანელები, სპორტის ექსპერტები და მოწვეული ლექტორები ისაუბრებენ სპორტის და ოლიმპიზმის აქტუალურ საკითხებზე.

სემინარის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცემათ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ გაცემული სერტიფიკატები.

თარიღი: 3 აპრილი

ადგილმდებარეობა: მაჩაბლის ქუჩა N11

რეგისტრაციისთვის მოგვაწოდეთ:

  • სახელი
  • გვარი
  • ორგანიზაცია
  • პოზიცია
  • ელ.ფოსტა
  • ტელეფონის ნომერი

ბოლო ვადა: 24 მარტი

ელ.ფოსტა: info@geonoc.org.ge