თანამშრომლობა
ახალი შესაძლებლობები ჩვენი სტუდენტებისთვის — მემორანდუმი „სასკოლო ლიგასთან“
საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და „სასკოლო ლიგას“ შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
რას ნიშნავს ეს თქვენთვის?
თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა, ჩაერთოთ სპორტულ მოძრაობაში და მიიღოთ პრაქტიკული გამოცდილება. სტუდენტები აქტიურად ჩაერთვებიან ღონისძიებების ორგანიზებაში, რაც მათ პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლას შეუწყობს ხელს.
საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი აგრძელებს პარტნიორული ურთიერთობების გაფართოებას, რაც ახალგაზრდებისთვის მეტი შესაძლებლობის შექმნას ემსახურება.
სწორედ ასეთი კოლაბორაციებით ვქმნით ძლიერ სპორტულ საზოგადოებას!


