საქართველოს სპორტის
სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები
მთავარი ღონისძიებები საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტმა კორეის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლებს უმასპინძლა

საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტმა კორეის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლებს უმასპინძლა

17 მარტს საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ უმასპინძლა შეხვედრას, სადაც საქართველო და კორეის რესპუბლიკას შორის აკადემიური და კულტურული კავშირების გაფართოება განიხილეს. უნივერსიტეტის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ რექტორი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი. კორეის რესპუბლიკის საელჩოს მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ ელჩი ჰიონ დო კიმი, მეორე მდივანი თეჩან კიმი და ელჩის თანაშემწე.

შეხვედრის მთავარი თემა მომავალი თანამშრომლობის მყარი ჩარჩოს ჩამოყალიბება იყო. მხარეებმა განიხილეს სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მობილობის პროგრამების შემუშავება, ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელება და საგანმანათლებლო საქმიანობის გზით ორმხრივი კავშირების გაძლიერება.

გარდა ამისა, საუბარი შეეხო ერთობლივი სპორტული აქტივობების ორგანიზებას, რაც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის კომუნიკაციის გაღრმავებას. აღნიშნული შეხვედრა მნიშვნელოვანი ნაბიჯია უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციისა და სტუდენტებისთვის გლობალური შესაძლებლობების შექმნისკენ.