სამეცნიერო სტატია შედგება შემდეგი ნაწილებისაგან:
სათაური
- უნდა იყოს მკაფიო, ინფორმაციული, რათა მკითხველმა პირდაპირ გაიგოს მთავარი საკვლევი თემის შესახებ.
- სასურველია გამოიყენოთ საკვანძო ტერმინები, რათა სტატია უკეთ მოიძებნოს საძიებო სისტემებში.
- თავი აარიდეთ ზედმეტად ზოგად ან ზედმეტად მხატვრულ ფორმულირებებს.
ავტორის მონაცემები
- მიუთითეთ ყველა ის მონაცემი, რაც თქვენს ავტორიტეტს და კვლევის სანდოობას ზრდის (აკადემიური ტიტული, ინსტიტუცია, რომელტანაც აქვს მკვლევარს აფილაცია, საერთაშორისო იდენტიფიკატორები).
- ORCID ან სხვა პროფილი სადაც თქვენს შესახენ ინფორმაციაა განთავსებული.
საძიებო სიტყვები
- შეარჩიეთ სიტყვები ისე, რომ ისინი იყოს მჭიდროდ დაკავშირებული კვლევის შინაარსთან.
- გამოიყენეთ დისციპლინისთვის დამახასიათებელი ტერმინოლოგია.
- რეკომენდირებულია 3-7 საძიებო სიტყვა
აბსტრაქტი
- უნდა შეიცავდეს: კვლევის მიზანს, გამოყენებულ მეთოდებს, ძირითად მიგნებებს და დასკვნებს.
- დაწერეთ ისე, რომ მკითხველმა მხოლოდ აბსტრაქტის წაკითხვით მიიღოს მკაფიო წარმოდგენა კვლევაზე.
- არ გამოიყენოთ ზედმეტად რთული წინადადებები, რადგან აბსტრაქტი ინფორმაციის ლაკონურად და ზუსტად მისაღებადაა განკუთვნილი
- სიტყვების რაოდენობა 200-300 სიტყვა
შესავალი
- შესავალში უნდა მოხდეს თემის აქტუალობის დასაბუთება და მკითხველის „შეყვანა“ კვლევაში.
- სასურველია მცირე მიმოხილვა უკვე არსებულ ლიტერატურაზე.
- მკაფიოდ ჩამოაყალიბეთ კვლევის მიზანი და ამოცანები.
მეთოდოლოგია (Methods)
- კვლევის დიზაინის განსაზღვრა და აღწერა
- გამოყენებული ინსტრუმენტების, მასალების, მეთოდების და პროცედურების, აღწერა, რათა სხვა მკვლევრებმა შეძლონ კვლევის გამეორება.
- ასევე უნდა მოხდეს ანალიზის მეთოდების (სტატისტიკური ან სხვა) გასაგები და გამჭვირვალე აღწერა.
ძირითადი ნაწილი
- ლოგიკური სტრუქტურა: მეთოდოლოგია → შედეგები → ანალიზი.
- თითოეული ქვეთავი უნდა იყოს მკაფიოდ დაკავშირებული კვლევის მიზნებთან.
- შედეგების წარმოდგენა სჯობს ცხრილებითა და გრაფიკებით გაამყაროთ.
დასკვნა
- უნდა პასუხობდეს შესავალში დასმულ კვლევის კითხვებს.
- მკაფიოდ გამოყავით თქვენი სრტატიის მეცნიერული სიახლე და პრაქტიკული ღირებულება.
- სასურველია სამომავალო კვლევის მიმართულებების შეთავაზება
სქოლიო
- იყავით მკაცრად თანმიმდევრული ციტირების სტილში.
- სქოლიოში მოათავსეთ მხოლოდ აუცილებელი განმარტებები და არა ზედმეტი ტექსტები.
- APA სტანდარტი გამოიყენეთ ერთგვაროვნად.
ბიბლიოგრაფია
- გამოიყენეთ თანამედროვე და განახლებული მასალები.
- ყველა წყარო უნდა იყოს ადვილად მოსაძებნი და სანდო, ელექტრონული მასალის არსებობის შემთხვევაში მიუთითეთ ბმულები.
დანართები
- დანართების სათაურები უნდა იყოს მკაფიო, რომ მკითხველმა სწრაფად გაიგოს მათი შინაარსი.
სტატიის გაფორმების ტექნიკური პარამეტრები APA სტილის მიხედვით:
- შრიფტი – UNICODE (Sylfaen)
- ფორმატი – A4
- თავფურცელი გააფორმეთ შემდეგი თანმიმდევრობით:
- სათაური – 16 ზომის შრიფტით ცენტრში;
- ავტორ(ებ)ი – 14 ზომის შრიფტით ცენტრში;
- ორგანიზაცია – მაგ., „საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 12 ზომის შრიფტით ცენტრში;
- ფაკულტეტის დასახელება – 11 ზომის შრიფტით ცენტრში;
- აბსტრაქტი — ქართულ და ინგლისურ ენაზე – 12 ზომის შრიფტით;
- საკვანძო სიტყვები — ქართულ და ინგლისურ ენაზე –12 ზომის შრიფტით;
- სტატიის ძირითადი ტექსტი — 12 ზომის შრიფტით, იწყება მომდევნო გვერდიდან;
- ტექსტის მოცულობა — რეკომენდებული 5–15 გვერდი;
- სტრიქონებს შორის მანძილი — 1.15;
- მინდორი: ზევით–ქვევით – 2 სმ; მარჯვნივ–მარცხნივ – 2,5 სმ;
- ფოტო/გრაფიკული მასალა — JPG ფორმატში.
გამოყენებული ლიტერატურის მითითების წესი:
1. წიგნის/კრებულის მითითებისას:
- გამოცემის თარიღი;
- გამომცემლობა;
- ჟურნალის/კრებულის დასახელება სტატიის შემთხვევაში;
- ISSN / ISBN;
- ფინანსური სპონსორის დასახელება საჭიროების შემთხვევაში;
ნიმუში:
კახიძე, გ. (1977). ფიზიკური აღზრდის თეორია და მეთოდიკა, თბილისი: „განათლება“
შანიძე, ა. (1953). ქართული გრამატიკის საფუძვლები, მორფოლოგია, I, თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“
2. ბიბლიოგრაფიული დამოწმებისას ყველა ავტორი მიეთითება APA-ს სტილის დაცვით.
ელექტრონული წყარო — ნიმუში:
ნიკოლაიშვილი, მ. (2012). რა განსაზღვრავს ზმნის კონსტრუქციებს ქართულში? „სპეკალი“, 5.
http://www.spekali.tsu.ge/index.php/ge/article/viewArticle/5/49
ბეჭდური კრებულის ნიმუში:
შარაშენიძე, თ. (1955). ენათა კლასიფიკაცია ენობრივ წრეებად ვილჰელმ შმიდტისა, იკე, VII, 1-31, თბილისი.