პუბლიკაციის პირობები და საავტორო უფლებები
ჟურნალი ეთანხმება მხოლოდ იმ სამეცნიერო სტატიების დასაბეჭდად მიღებას, რომელიც არ არის გამოქვეყნებული ან წარდგენილი სხვა სამეცნიერო ჟურნალში დასამუშავებლად ან არ არის გამოქვეყნებული სხვა ჟურნალში.
ყველა სამეცნიერო სტატია გამოქვეყნდება Creative Commons Attribution 4.0 International (CC BY 4.0) ლიცენზიის საფუძველზე, რაც საშუალებას აძლევს სხვა პირებს გამოიყენონ ნაშრომი ახალი კვლევისთვის, ასევე გაავრცელონ სტატია ნებისმიერი ფორმით, მათ შორის კომერციული მიზნით, ავტორისა და წყაროს სათანადო ციტირებით. ავტორები ინარჩუნებენ საავტორო უფლებებს ნაშრომზე და ჟურნალს ანიჭებენ პირველადი გამოქვეყნების უფლებას.
ავტორებს შეუძლიათ ნაშრომები გამოქვეყნებამდე და გამოქვეყნების შემდეგ განათავსონ სხვადასხვა ინტერნეტ საცავში, ჟურნალის შესაბამისი მითითებით.
გამოქვეყნების ღირებულება
ავტორთათვის ჟურნალში სამეცნიერო სტატიის გამოქვეყნება და სტატიის დამუშავების ხარჯები უფასოა. გამოცემა დაფინანსებულია საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ.
გამოქვეყნების ენა
ჟურნალი არის ორენოვანი — ქართულ და ინგლისურ ენაზე. ინგლისურ ენოვანი ნაშრომი ქვეყნდება ორიგინალის ენაზე, ქართულ ენაზე შესრულებული ნაშრომის ინგლისურ ენაზე თარგმნას ავტორის თანხმობით უზრუნველყოფს საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ყველა სტატია გაივლის ენობრივი შესწორების პროცესს.