/ სიახლე / ღია კარის დღე აბიტურიენტებისათვის...

ღია კარის დღე აბიტურიენტებისათვის

19 თებერვალს,  შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ღია კარის დღე გაიმართა. 
 
 
2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებული სიახლეების შესახებ  დეტალური ინფორმაცია აბიტურიენტებს ცენტრის დირექტორმა სოფიო გორგოძემ და სხვადასხვა საგნობრივი ჯგუფის ხელმძღვანელებმა მიაწოდეს. 
 
 
გარდა მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხების მიღებისა, აბიტურიენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაევლოთ ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის მოდელირებული რეგისტრაციაც, რომლის მეშვეობითაც ისინი დეტალურად გაეცნენ რეგისტრაციის ინსტრუქციასა და წესებს. 
 
 
ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია მარტის პირველ ნახევარში დაიწყება და რამდენიმე კვირა გასტანს.
 
 
ღია კარის დღეები შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მის.: თბილისი, ე. მინდელის N9) ყოველ ოთახშაბათს, 16:00 საათზე გაიმართება. დასწრება თავისუფალია. 
 
 
თბილისში ღია კარის დღეების ორგანიზების პარალელურად, საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები აბიტურიენტებთან საქართველოს რეგიონებშიც იმართება. შეხვედრები უკვე შედგა მარნეულში, გარდაბანში, დმანისსა და ბოლნისში. 
 
 
აბიტურიენტთა მეტი ინფორმირებისათვის საინფორმაციო შეხვედრები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით საქართველოს სხვა ქალაქებშიც გაიმართება.
 
 
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი