ყურადღება! ..
საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი 2021 წლის 8 იანვრიდან აცხადებს კონკურსს &...
2021-01-08
სამინისტროს ორგანიზებით ვებინარი - „მასობრივი სპორტი და ფიზიკური აქტივობა - გამოწვევე ..
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა ონლაინ კონფერენცია, რომლის მთავარ თემას მ...
2021-01-04
მწვრთნელთა ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამას - „ფიზიკური აღზრდა და სპორტი (მწვრთნელი)“ ..
2020 წლის 30 დეკემბერს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის საბჭოს გად...
2020-12-30
საერთო სამაგისტრო გამოცდა 2020 - სიახლეები
2020 წელს საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების მსურველებს A, B და C ტიპის ტესტის არჩევა აღარ მოუწევთ, რაც სრულად მოხსნის საგანმანათლებლო პროგრამების არჩევასა და მობილობასთან დაკავშირებულ პრობლემებს. ისინი ერთ ტესტს ჩააბარებენ, რომელიც კვლავ შედგენილი იქნება 4 ნაწილისგან: წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა, ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა. ამათგან წაკითხულის გააზრებისა და ლოგიკური მსჯელობის ნაწილები დარჩება ისეთივე, როგორიც 2017-2019 წლების ტესტებში იყო.
ანალიტიკური წერის ნაწილში კვლავ ორი დავალება დარჩება, თუმცა აღარ იქნება სამართლის მიმართულებაზე სწავლის გაგრძელების მსურველებისათვის განკუთვნილი სპეციფიკური დავალება; ხოლო რაოდენობრივი მსჯელობის ნაწილი გახდება საშუალო სირთულის, ანუ რაოდენობრივი მსჯელობის ნაწილში ცენტრი შესთავაზებს მაგისტრანტობის კანდიდატებს 2017-2019 წლების ტესტებში გამოყენებული რთული და მარტივი ვარიანტების გასაშუალოებულ ვერსიას.
ტესტის ნიმუში შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე: www.naec.ge 15 თებერვლამდე გამოქვეყნდება.
წყარო: გამოცდების ეროვნული ცენტრი