/ სიახლე / სპორტის უნივერსიტეტში სტუდენტთა საუნივერსიტეტთაშორისო კონფერენცია გაიმართა...

სპორტის უნივერსიტეტში სტუდენტთა საუნივერსიტეტთაშორისო კონფერენცია გაიმართა

2018 წლის 23 მაისს, საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა (კონფერენციის ორგანიზატორები: ქეთევან ბერიძე და გიორგი ზუბიტაშვილი), რომელიც მიეძღვნა სპორტის უმაღლესი სასწავლებლის დაარსებიდან 80 წლის იუბილეს.

კონფერენციაზე მონაწილეობას იღებდნენ სპორტის სასწავლო უნივერსიტეტის მწვრთნელთა ფაკულტეტისა და ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტების სტუდენტები; ასევე, სპორტის კოლეჯის, გორის სასწავლო უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტები და მაგისტრანტები.