მაგისტრანტობის კანდიდატთა საყურადღებოდ!
სპორტის უნივერსიტეტის წარმომადგენლები - ევროპის სა ...
ვულოცავთ !
ERASMUS+ -ის შესარჩევი კონკურსის შედეგები
Erasmus+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის კონკურსის შედეგად 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრს სპორტის უნივერსიტეტის ორი სტუდენტი ეკატერინე კალანდარიშვილი და გიორგი თარგამაძე ლიეტუვას სპორტის უნივერსიტეტში გაატარებენ.
ეკატერინე კალანდარიშვილი სპორტის უნივერსიტეტის ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის სამაგისტრო პროგრამის მეორე სემესტრის სტუდენტია, ხოლო გიორგი თარგამაძე ამავე ფაკულტეტის მეოთხე სემესტრის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი გახლავთ.
ერასმუს+_ის სასტიპენდიო მობილობის პროგრამა გულისხმობს უფასო სწავლას, მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებას და ყოველთვიურ სტიპენდიას.
ლიეტვუას სპორტის უნივერსიტეტი ჩვენი უნივერსიტეტის პარტნიორია და მომავალშიც გაგრძელდება თანამშრომლობა და განხორციელდება მობილობა, როგორც სტუდენტების ასევე აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის.