/ სიახლე / ...

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირისათვის  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების საფუძველზე სსიპ საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს სახელმწიფო სასწავლო გრანტის ფარგლებში განესაზღვრა 40 ვაკანტური ადგილი.

შიდა საუნივერსიტეტო გამოცდის (სპორტული ტური) შედეგების საფუძველზე სახელმწიფო დაფინანსებით სწავლის უფლება მოიპოვეს შემდეგმა პირებმა: იხ. ფაილი;

სახელმწიფო გრანტის ფარგლებში დაფინანსებული პირი ვალდებულია უნივერსიტეტთან გააფორმოს ხელშეკრულება 6 - 8 ოქტომბრს (მის. ი. ჭავჭავაძის გამზ. N49. დაწესებულების კანცელარიაში 12:00-დან 16 საათამდე). პირი, რომელიც ვერ ახერხებს ხელშეკრულების გაფორმების მიზნით ადგილზე მოსვლას, უფლებამოსილია ელექტრონულად გააფორმოს ხელშეკრულება(იხ. ფაილი ), რისთვისაც 6 - 7 ოქტომბერს განაცხადით უნდა მიმართოს უნივერსიტეტს შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: teachers@sportuni.ge

უნივერსიტეტი საერთო ქვოტის ფარგლებში განსაზღვრავს  ვაკანტურ ადგილებს, რომლის ფარგლებში მსურველებს ექნებათ შესაძლებლობა თვითდაფინანსებით ისწავლონ მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე. ინფორმაცია შესაბამის ვაკანტურ ადგილებზე დაიდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე არაუგვიანეს 10 ოქტომბრისა.

თვითდაფინანსებით სწავლის მსურველმა პირებმა 6-8 ოქტომბერს განცხადებით ( იხ.ფაილი ) უნდა მიმართონ უნივერსიტეტს. დისტანციურად, ელექტრონულ ფორმატში განაცხადის გაკეთება შესაძლებელია 6 - 7 ოქტომბერს შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: teachers@sportuni.ge

ჩარიცხვა განხორციელდება შიდა საუნივერსიტეტო გამოცდის (სპორტული ტური) შედეგების საფუძველზე. კონკურსის არსებობის შემთხვევაში თუ შიდა საუნივერსიტეტო გამოცდის (სპორტული ტურის) ქულა არის თანაბარი, გათვალისწინებული იქნება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საგნის გამოცდის ქულა. შიდა საუნივერსიტეტო (სპორტული ტური) და საგნის გამოცდაში თანაბარი ქულის არსებობის შემთხვევაში დამატებით საკონკურსოდ განიხილება ნორმატივებში მიღებული ნედლი მონაცემები.

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლა დაიწყება 18 ოქტომბერს.

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომერზე: 599 55 61 16

გისურვებთ წარმატებებს!